TABASCO
ატვირთულია: May 31 2005, 00:16
აპარატი: Canon EOS 300V ფირი: Fuji Fujicolor Superia Reala ფილტრი: Schneider Kreuznach B+W UV 010 MRC ობიექტივი: Canon EF 50mm f/1.4 USM
ტექნიკური მონაცემები: გამოყენებულია შტატივი. ექსპოზიცია f/8 @ 2", ბუნებრივი საღამოს სინათლე ფანჯრიდან. PhotoShop: შავი ფონი, sharpen. ფოტოზე სხვა ციფრული მანიპულაცია ჩატარებული არ არის.
ყველას დიდი მადლობა კომენტარისთვის. ოღონდ ერთი სათხოვარი მაქვს მთელი ფოტო კლუბის მიმართ. როდესაც ვწერთ რომ ფოტო კარგია ან ცუდია, დავასაბუთოთ კიდევაც (თუნდაც ერთი წინადადებით) წინააღმდეგ შემთხვევაში ფორუმს აზრი ეკარგება და სწავლითაც ვერავინ ვერაფერს ისწავლის!
გოგია, ფოტოს ტექნიკურ მონაცემებს გადახედე: „ბუნებრივი საღამოს სინათლე ფანჯრიდან“!!! ...და ისე რომელ „პრიბორს“ გულისხმობ? მხოლოდ ის ხელსაწყოებია გამოყენებული, რომლის გარეშეც ფოტო არ გამოვიდოდა. რაც შეეხება UV ფილტრს, იგი ყოველთვის ობიექტივზეა და არასდროს ვხსნი. იგივეს გირჩევ შენც.
GJ, შენი ვარიანტი მშვენიერია, ოღონდ სულ სხვა დატვირთვა ეძლევა. მკვეთრი ხელოვნური ფერები დაჯდა; ანუ ჩემისეული პასტელის ფერები დაიკარგა.
ხახლო ჩემს აზრს გამოვთქვავ თქვენის ნებართვით. ცემი აზრით ეს მართლაც რომ შედევრია... TABASCO მაგარია... შავი კვადრატის ერთ ერთი იმპროვიზაცია... დააკვირდით ხალხო ცისფერ ქოთანში გაფანტულ ჩრდილებს. ხოლო მეორე ქოთნის პასტელური ფერები კი ამშვიდებს თვალს არა ეს მართლაც უძლიერესი ნამუშევარია!
ლურჯზე წითელი ძალიან დისონანსურია საერთოდ, სპექტრის კიდურა ფერები ვერ ეხამებიან ერთმანეთს - ეს არ არის გათვალისწინებული და შედეგიც შესაბამისია...ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამ კომპოზიციაში ფერებს 90 პროცენტი დატვირთვა აქვს და მეტი ყურადღებით უნდა შერჩეულიყო.
დონეა. ამ საიტზე იშვიატად მსგავსი ტემა და რაციონალიზმი. ნამუშევარი როა ეტყობა,გინდა მოგწონდეს გინდა არა. - მე მომწონს. ამ ფოტოზე ბევრის თქმა შემიძლია მაგრამ მერე იკოს , ან არც გირდეც ეგებ. . . არა არა კაი ფოტოა უდავოდ.