ავიაკატასტროფით გამოწვეული სიცოცხლე, დაკაწრული აზროვნება და გასაფერადებელი ბედნიერება. ტავს ჩვილ ბავშვად ვგრძნობ, რადგან ზეცაც ნაცრისფერია, უფრო ასე ჩანს. მე ფერებს ჩემებურად ვახარისხებ: ყვითელი მე, შავი შენ, მწვანე მე, ფოთლის მტვრის ფერი შენ, ოღონდ ეს ავიაკატასტროფის შემდეგ, ან უბრალოდ კატასტროფის, მანამდე პირიქით. დედაშენი რომ მომავალზე ფიქრობდა, დედაჩემი ტიროდა, ოღონდ ეს კატასტროფა არ იყო, არც ავია... ჩვენი სიცოცხლე ერთად ვერ დაეტეოდა, და ამიტომაც ვიყოფით ასე. იცი, როცა პარალელურ რეჟიმზე ვფიქრობ, მახსენდება რომ კატა ვართ, ერთად ფერებსაც ვარჩევთ, მაგრამ გაგახსენებ დიდი უფსკრულს ჩვენ შორის, _მე დედა ვარ, ოღონდ არა ტყუპების. _ნეტავ რომელი ხართ ნაშვილები?.. (გ.ავალიანი)
გამოხმაურება ბოლოს ჩაასწორა elen art: Jul 29 2008, 23:19