Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ვინ ვინაა?
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
Luichka
წარმოგიდგენიათ თითქმის ერთი წელია აქ ვარ და არ დამიწერია მე ვინ ვარ !!!
ხოდა დღეს ძაააან მაგარ ხასიათზე ვარ და მოგითხრობთ ჩემზე !
ლუიზა მქვია და ვერ ვიტან როცა ლუიჩკას მეძახიან! რატო არ ვიცი ოღონდ !
ჩალათაშვილი ვარ გვარად! ამ შემთხვევაში პრეტენზიები არ მაქვს (რომ მქონდეს რა მერე) !
19 წლის გახლავართ! როგროც იტყვიან "თინეიჯერობის" ბოლო წელი მაქვს !
რა სამწუხაროა : (
რაც შეეხება განათლებას, იურისპრუდენციას ვეუფლები.
ძალიან მომწონს ეს პროფესია და ერთი წამითაც არ მინანია,
უფრო მეტიც ეჭვიც კი არ შემპარვია ამ არჩევანში : ) მოკლედ მოწოდებით იურისტი ვარ !
არ მესმის ადამიანების ვისაც ერთი რამე აინტერესბეს და ერთი კუთხით ვითარდებიან,
ამიტომ სამართლის გარდა ბევრი რამე მაინტერესებს კიდე
(ნუ ამ შემთხვევაში ვახუნას ვერ შევედრები,მარა რას იზამ ყველაფერი შედარებითია - ჩემი საყვარელი ფრაზა,
რომელიც ბატონ გია ხუბუას ეკუთვნის DDDD.gif ),
ერთ-ერთი ასეთია ფოტოგრაფია.
თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ფოტოების თვალიერება უფრო მიყვარს, ვიდრე გადაღება, ამიტომ ამ მხრივ არაფერი გამეგება ...

ბევრს აღარ დავწერ, უბრალოდ ვიტყვი life is so short... I gotta keep on searching !

ძალიან მაგრად ვარ !!!

მიყვარხართ DDDD.gif angel.gif angel.gif angel.gif



Sue
QUOTE(Sue @ Mar 10 2006, 21:03)
მე მართალია ახალი ვარ, მაგრამ მაინც დავწერ ჩემს შესახებ. იქნებ ვინმეს დააინტერესოს.

apachi -ის არ იყოს მეც ქუთაისში დავიბადე, ოღონდ მხოლოდ წელიწად ნახევარი ვცხოვრობდი იქ.

დავამთავრე 12 კლასი, მაგრამ ვსწავლობდი 11 წელი.

მქვია მირანდა...    Sue - ამერიკაში დამარქვეს ხვეული თმების გამო (ფილმი - "ხუჭუჭა სიუ"/"Curly Sue").

ვსწავლობ საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში. ვარ IV კურსის სტუდენტი.

ფოტოგრაფია, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ჰობია. ყველაზე მეტად მიყვარს თვითონ სურათის გადაღების პროცესი.

ფოტოგრაფიასთან ნაკლები შეხება აქვს, მაგრამ  ადამიანების ფსიქოლოგიაზე დაკვირვებაც მომწონს.  wick.gif

P.S. რჩევა: Never bite off more than you can chew smile.gif
*



ეჰჰჰჰ... ამ სიტყვების დაწერის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში..

დიპლომატიური აკადემია უკვე დავამთავრე და ვმუშაობ (მაგრამ სამწუხაროდ არა პროფესიით unsure.gif ) ....

ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, მათ შორის ბოკელებიც smile.gif

თავი უფრო ჭკვიანი მგონია (ვიდრე მაშინ ვიყავი) და ალბათ ასეც არის...

ბევრ საკითხზე შემეცვალა აზრი ....

მაგრამ მაინც ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება.
PINO
PINO - ირმა ოჩიგავა, ბიოლოგი (მიკრობიოლოგი DDDD.gif ), 31 წლის.
ჰობი: ღვინო, მხატვრობა,ფოტოგრაფია, თევზაობა
sabai
მე საბა ვარ . . . საბა შენგელია, ამბობენ მეგრელი ხარო, გვარი მეგრული მაქვს, მაგრამ წინაპრები სამტრედიელები არიან, ასე რომ გამოდის სამტრედიელი შენგელია ვარ, ყოფილხართ ვინმე სამტრედიაში? მე რამოდენიმეჯერ, რავიცი... ან არ მახსოვს ან დიდი არაფერი. ეს რაც შეეხება ჩემ გვარს, სახელი არ მომწონდა ბავშვობაში, ეხლა მომწონს ძალიან, " საბა " ისე ჩემ შვილსაც რომ საბა ერქვას მე არ ვიქნებოდი წინააღმდეგი.. ... და თქვენ?
დღეს 19 წლის გავხდი, ამბობენ წლოვანება ბევრს ნოშნავსო, იმასაც ამბობენ როდესაც წლოვანება არ გაქვს ისიც ბევრს ნიშნავსო, ჩემთვის წლოვანება არაფერს ნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენის ხარ მთავარია რა გიდევს თავში...
ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში მესამე კურსზე, . . . არ ვარ არც პანკი არც როკერი და არც ბომჟი, ძირითადად ეს კითხვები უჩნდებათ ხოლმე როდესაც გაიგებენ რომ აკადემიაში ვსწავლობ, არც გრძელი თმები მაქვს....
არ ვეწევი სიგარეტს ეს კითხვა ხშირად ტაქსისტებს უჩნდებათ ხოლმე, სამწუხაროდ ვერ ვამართლებ მათ იმედებს. ერთხელ ვცადე მოწევა და თურმე უკუღმა მოვუკიდე, მოკლედ რაც არ მეხერხება იმას არ ვეკარები ხოლმე .
ვმუშაობ , ტელევიზიაში, და ამიტომაც სულ გადავეჩვიე ტელევიზორის ყურებას, ამ ოთკუთხედი ყუთის ატანა არა მაქვს. მაგრამ არავისთან თქვათ
რას ვაკეთებ თავისუფალ დროს.... მმმმმ , არ დავდივარ დისკოტეკებზე, არ მიზიდავს, ვცდილობ უფრო სხვანაირად გავერთო, ნუ არ ვიცი როგორ მაგრამ დისკოტეკების გარეშე, მიყვარს ფილმები და მუსიკა....
ღამე როდესაც არ მძინავს ძირითადად ვხატავ ხოლმე, ან ვწერ, ან ფილმს ვუყურებ ან მუსიკას ვუსმენ ან ვარსკვლავებს ვითვლი, ეს უკანასკნელი მოვიტყუე.... ხომ გითხარით არაფერია ტელევიზიაში კარგი თქო, უბრალოდ ბევრ ტყუილს სწავლობ, მე არ მიყვარს ტყუილი, არ მიყვარს ფეხბურთი, ყოფილი რაგბისტი ვარ, ეს " ყოფილი" -ც ტელევიზიის ბრალია... ( ძაLიან პატარა ვიყავი სამსახური რომ დავიწყე , შევეშვი სპორტს)
მაქვს ბევრი მიზანი, ცოტა ოცნება და უფრო ბევრი ფიქრები.
მოდით მიზნებზე და იმაზე თუ რა მინდა რომ ვქნა არ ვილაპარაკებ
ვარ რომანტიკოსი, და ჩემთვის სიყვარული ყველაფერია, და მეყვარება ყოველთვის ის ვინც შემიყვარდება
მე ჯერ ჩემი თავით არ ვამაყობ....

მინდა ვიამაყო...

ძალიან გამიხარდა რომ გამიცანით
მე კიდევ ის რომ თქვენ გაგიცანით.... შევხვდებით კიდევ კითხები არ მოგერიდოთ



ეს იყო ერთი წლის წინ.
უბრალოდ სიმბოლურად და ზედმეტი სიტყვების გარეშე. . .
რომ გადავხედე იმ ფიქრებს, აზრებს, ირგვლივ ყველაფერი რომ გამახსენდა და შემდეგ წამიერად დამიბრუნდა , საღად, იმაზე დავიწყე ფიქრი რა შეიცვალა. შეიცვალა ბევრი, ირგვლივაც და ერთ წერტილშიც.
აღმოვაჩინე რომ შეიცვალა ემოციები, შეიცვალა ხედვები, შეიცვალა კადრები, შეიცვალა კიბეები, შეიცვალა ჭიშკრები, შეიცვალა გზები, ერთი ადგილიდან მეორემდე, შეიცვალა 'მარშუტკის' ნომერიც. და მივხვდი ერთ რამეს რომ შეიცვალა ის რომ მე აღარ მიზიდავს ვილაპარაკო ჩემ თავზე, ასე რომ დაგტოვებთ გასულ წელში.
მაშინ როდესაც ვიყავი ცხრამეტის.
LENNY
Name: გიორგი
Surname: ფილფანი
Nickname: LENNY, სვანი
Age: 20
Location: საქართველო,თბილისი
Sex: მამრობით
Was Born: In the middle of the night
Street: ცუცქირიძის შეს.# 7
Hobbie: კლუბური ცხოვრება,ცურვა,ფოტოგრაფია,ფეხით სიარული
Music: Electro, Minimal, Break
Favorite DJs: troy pierse Desyn Masiello
Friends: Night Office,M_nus,Laguna Vere,Levi's & Winston
დამატებითი ინფორმაციისთვის bene22ton@yahoo.com
Natalia Gabiani
გამარჯობათ.
ეხლა აღმოვაჩინე ეს თემა. და დავწერ რა მენაღვლებაააააააა.
ჩემი ნიკია ნატკო ტე. (ნატალია კოტე ). ახალი არ ვარ შარშან 10 მაისს (ხო) დავრეგისტრირდი.. ოღონდ კრეტინკათი და ეხლა ახალი ნიკი მაქვს.
ვარ ნატალია მჭედლიშვილი. მეძახიან ნატას, ნატოს, ნატის, ნატალის... უF ყველაფერს რაც ნატ-ზე იწყება =] და კოტეს.
15ის ვარ, ეხლა გავხდი. დავიბადე 1992 წლის 26 მარტს.
ვსწავლობ სკოლაში. ეკო (ეკოლოგიურ) სკოლაში.
4 წლიდან დავდიოდი ხელოვნების სკოლაში საირმეზე.. , ბალეტიდან დაწყებული ხატვით დამტავრებული თითქმის ყველაფერზ.
ვხატავდი, ვხატავ, დავხატავ : )
4 -5 წლის მერე არ მივლია ხატვაზე და ეხლა მინდა რო დავხვეწო ხელი. მომავალში ფსიქოლოგობას ვაპირებ დაახლოებით..
ფოტოგრაფია მიყვარს ძალიან.
მუსიკის გარეშე არ შემიძლია! მიუხედავად იმისა, რომ არაფერზე არ ვუკრავ... მაგრამ სიამოვნებით ვისწავლიდი გიტარაზე დაკვრას : ).
ხანდახან ვწერ. ვწერ ყველაფერს ლექსების გარდა.. როცა ვდილობ გავურითმო ფრაზები ერთმანეთს უაზრობა გამოდის.. უნიჭო ვარ პოეზიაში =))
კიდე ვარ დარტყმული. ეგრე ვლაპარაკობ რა. და ვწერ.. ვწერ .. და კიდე ვწერ...
ბევრ არ ესმის რას ვლაპარაკობ ან რას ვწერ... მარა რა ვქნა... :P
ვარ რომანტიკოსი... საკმაოდ...

და ეხლა მია და სალომე მოვიდნენ და წავედი : )





ბუაააა
ketiii
ჰი ყველას DDDD.gif მე ვარ ქეთი, ახალი ვარ (ეგეთ პონტში) ... საერთოდ ხელოვნების ყველა დარგში მაგარი უნიჭო ვარ, მაგრამ თვალიერება მიყვარს angel.gif ასე რომ სურათებს არ ვდებ და მხოლოდ კომენტარებს ვწერ bissss.gif ხო კიდე---ვარ 19 წლის და ვსწავლობ თეუსუ ში , მომავალი ეკონომისტი გახლავართ wick.gif
კიდე ვარ ძალიან მშვიდი და უკომფლიქტო, საკალელი ვარ რააა gavcitldi2.gif
niciko
ვინმე დამიფასებს ოდესმე???
10 გვერდი წავიკითხე ისეთ ინტერესში ჩავვარდი..
რო ვთქვა საიდან მოვხვდი აქ, ერთი იეჭვიანებს .. (ოღონდ თეთრად იეჭვიანებს რა) (ვიცი ვერ გაიგეთ რა არის თეთრად ეჭვანობა, მაგრამ არაუშავს : D სხვანაირად არ ვიცოდი როგორ მეთქვა, და ისიც ვიცი რომ აქ აღარავინ შემოიხედავს, 1 წელზე მეტი გავიდა უკვე ... )

ხოდა ამიტომ, მეც თამამად დავწერ, და მერე რო დავბერდები, და რო მომინდება ჩემი დებილობების კითხვა, აქაც შემოვივლი.. ბევრი მაქ ამდაგვარი წასაკითხი უკვე : D
ძაან ბევრს ვიცინი ხოლმე, და თან ძალიან მიყვარს, ოღონდ მარტო მე უნდა წავიკითხო ხოლმე .. : D

ხოოდა , დავიბადე 1990 წლის, 2 აგვისტოს, გავიზარდე და ვმოღვაწეობდი თბილისში, 14 წელი..ანი მქვია, ჯალაღანია ვარ გვარად( მეგრელი ვარ სუფთა სისხლის : D ) მაგრამ ვაშე არ მაქ მეგრული ხასიათი (კონკრეტულად ტყუილს ვერ ვიტან : D "ზემლიაკებისგან" განსხვავებით : D )
საფრანგეთში ვცხოვრობ მეორე წელია.. (უფრო კონკრეტულად მეწერა, მაგრამ რედაქტირებას ჩავდივარ ამ წუთას, რო შევხედე რამხელაც იყო, ვიფიქრე ამის წაკითხვა მე დამეზარება, სხვა როგორ წაიკიტხავსთქო )


რაც შეეხება ფოტოგრაფიას, არ მახსოვს რატო და როგორ გამიტაცა, მარა ვიცი რო ავტოებით დავიწყე, და ეს ავტოები რატო დავიწყე არ ვიცი : D
ძაან ბევრი ავტო .. სხვა ვერ მიღებს ( ან არ) კარგად : D ჩემს გადაღებულებზეც არ ვგიჟდები, მაგრამ მგონია რომ სხვისას ჯობია tongue.gif ხოდა, მერე ბოკე აღმოვაჩინე, უსაყვარლესი ადამიანის, (ძალიან მიყვარს ბევრი რამის მიუხედავად) მეგობრის სურათების თვალიერებაში : D

დავრეგისტრირდი ბევრჯერ, და ჩემი (ჩვენი : D ) ფანის დახმარებით, ნიკის ის რა ქვია.. ( ვერ ვიხსენებ რა ქვია : D მეძინება და ამის ბრალია)
აა ხოო.. აქტივაციის გაკეთება ვისწავლე როგორ უნდოდა : D ხოოდა, ისევ ფანის თხოვნით ნიციკო თი დავრეგისტრირდი
ნიცასაც მეძახიან ხოლმე..
ნიკი ყველგან ani nice ან რამე ამდაგვარი მქონდა, და ნიცა, ნიციკო, შემერქვა..
ასევე ცქნუფას მეძახდნენ, კუსკუსას, კიდე რას.. ა ხო ატვრიოკას : D ( ატვიორკა ეხლახანს ვისწავლე : D ) ჭიაყელას...

ამჟამად, ვსწავლობ რაულ დუFის სახელობის კოლეჯში, გამოცდებისთვის ვემზადები (ეხლა უნდა მეძინოს, დილით 10 ზე იღება ბიბლიოთეკა, თან თვალი მაქ ჩაწითლებული, და ვმალავ : D ნუ უნდ ამეძინოს რა ! ) და გამოცდების მერე, საქართველოსკენ მოვიჩქარიიი...
ერთადერთი ვიყავი, ვისაც ესე ძაან არ უნდოდა წამოსვლა, და ერთადერთი ვარ ვისაც ესე ძალიან უნდა ჩამოსვლა, ხოდა ვეღარ მიძლებს დედაჩემი : D
ბანკეტი მაქვს თან.. და ისეთი კლასი მყავდა, ეს დღეები ერთად რო არ გავატაროთ ჩკუიდან გავიწევი (თუ შევიშლები რომელიმე რა : D )
რო დამირეკონ ბანკეტიდან და დამელაპარაკონ, ( ანუ გამოცდებამდე რო გააკეთონ) თავს მოვიკლავ, ან საერთოდ აღარ ჩამოვალ საქართველოში cry.gif (ამ ეტაპზე სერიოზულ გადაწყვეტილებად მაქვს)

აუ რამდენი ვწერეეეეე.. და ხვალ შეიძლება შემოვიდე და წავშალო

ა ხო ფოტოგრაფიიდან გადავუხვიე მგონი, ხოდა მოკლედ, გატაცებად მაქვს ჯერ ჯერობით, მაგრამ ვაპირებ ცოტა უფრო სერიოზულად დავფიქრდე, თუნდაც დროებით =)


ის ვიცი მარტო რო, მინდა ისეთი პერსპექტიული რამ, რაც საქართველოში მაცხოვრებს.. არ მინდა ამ პირფერ და აუტანელ ადამიანებთან ყოფნა.. ამათ ისევ მეგრელი კაცის ატანა მირჩევნია lol
ჯერ ჯერობით ვუძლებ, და მერე ვნახოთ რა იქნება, აზრის შეცვლას არ ვაპირებ, და არც მინდა..


ხასიათები, აუ რაღაცნაირი ვარ! და ვსიო მოვრჩი ეხლა ! ! !
რკომ რო ნახოს დაწერს, დებილიაო, მარა არ დაუჯეროთ! : D

ვსიო, გკოცნით გეხვევით, ბოკეზე გულღიად შეყვარებული, იგივე ბოკეს შვილი ( მაპურებს ფოტოები მგონი : D )
თქვენი ნიციკო...
(იოოოოოოოოოოო, რა გამოსვლა იყოო lol.gif )

მე სულ გავრეკე... არადა ადრეა ჯერ ცოტა ხო?! DDDD.gif
ღმერთო შენ დაიფარე ყველა (და ყველანაირად) გაჭირვებული!

DDDD.gif
escape
ნუ როგორც წესი ყოველთვის და ყველგან ვაგვიანებ... ეს თემაც შესაბამისად გვიან აღმოვაჩინე! lol.gif
ნიკი: escape
სახელი და გვარი: ქეთა ღვინეფაძე
ვარ 18 წლის, ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში... რაც შეეხება სამსახურსა და პროფესიას, მოწოდებით პიარმენეჯერი ვარ! lol.gif
ინტერესები: ხელოვნება და მხოლოდ ხელოვნება! თავად კი რაც წერა ვისწავლე იმის მერე ფურცელი და საწერი საშუალება ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თევზისთვის წყალი...
მოკლედ რომ ვთქვა ჩემი ნიკი შემთხვევით არ მაქვს შერჩეული, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს...
p.s. ასევე სამწუხაროდ ვარ პესიმისტი და ეგოისტი! lol.gif lol.gif
MACHAVARIANI
ლაშა მაჭავარიანი
15.01.1988
თბილისი-საბურთალო
სტუდენტი CU(csb) 2კურსი საერთაშორისო ბიზნესი
12 წელი ვთამაშობდი რეგბს
BMW-525 DON-055
მოგზაურობა
გართობა
ზაფხული
RedCrimsonCactus
ალექსანდრე ბაგრატიონი
ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი კალათბურთელი,
ჟურნალისტი. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი. მოამბის კორესპოდენტი რუსეთის ფედერაციაში, სარეკლამო კომპანია "ვინდფორსის" კოპი რაიტერი, "ლელოს" რეპორტიორი, "ინტერნიუსში" რეჟისორი და სცენარისტი. WPA პიარის უფროსი
ჰობი: ყველაფერი რაც კისრის მოტეხვასთანაა დაკავშირებული. ვარ ექსტრემელური სპორტის ფედერაციის წევრი, ვწერ მუსიკას და მყავს მუსიკალური ბენდი. ვუკრავთ ჯაზროკს
ლოკაცია: ყაზბეგი, თბილისი, მოსკოვი

ფეხის ზომა - 50
თვალის ფერი მწვანე.
სიმაღლე 202სმ gavcitldi2.gif

მიყვარს KING CRIMSON

მომავალი პროფესია: კინორეჟისორი, ფოტოგრაფი

GeGa Chumburidze
nick jackerr(ისე ქართულ ვებ სივრცეში ამ ნიკით თუ ვინმეს წააწყდებით მე ვარ. DDDD.gif მგონი)

ესეიგი გეგა (გიორგი პირადობაში ასე მიწერია არ ვიცი რატომ) ჭუმბურიძე. დავიბადე ეხა სამშობიარო არ ვიცი მაგრამ 1989 წლის 19 მაისი თენდებოდა როდესაც თბილის მოევლინა ვინ მოევლიან? ხო მე მოვევლინე.დავიაბდე 5 კილოგრამი და 56 სანტიმეტრი.სამშობიაროში ორნი ვიყავით ამხელები.ეს ამ ქვეყანაზე მოვლენა შემდეგ

მივედი ბაღში მაგრამ მალეე გამოვარდი.ბაღში არ მივლია(მძიმე ბავშობა მქონდა DDDD.gif ) 6 წლის დავიწყე სწავლა 169 სკოლაში და დავამტავრე კიდეც უფფფ DDDD.gif წინა წელს ჩავაბარე მოვემზადოთთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ( GPI რაის ტექნიკა )სამშენებლო ფაკულტეტზე.ვაწვები არქიტექტურისკენ ალბათ. ბოვშობიდან ვხატავ ეხა ნაკლებად ვეღარ ვიცლი .მაგრამ სამაგიეროდ ვხაზავ, იმ სპეციალობას ვსწავლობ რაც მიყვარს და რისთვისაც დავიბადე მოკლედ რომ ვთქვათ. ფოტოგრაფიამ გამიტაცა რაც ბოკე ვნახე .ანუ ჩემს აქ გაწევრიანებას რომ ნახავთ გაიგებთ.დავდივარ და ვაჩხაკუნებ ჩემს ზენიტ 122 ს . ხო 7 წელი კალატბურთელი ვიყავი ანუ აბიტურიენტობამდე .აბიტურიენტობამ ბოლო მომიგო.ხო ვსო რა ეს ვარ.


მუსიკა PINK FLOYD მეტს ამაზე არაფერს ვიტყვი გასაგებაი ალბათ wick.gif
niciko
ვსიო ეხლა მეც მოკლედ დავწერ, ის დიდი ჩემი სიბერისთვისაა განკუთვნილი DDDD.gif
ხალხი შემოდის კიდევ აქ თუურმე.. smile.gif

ანა (ანი და ა.შ) ჯალაღანია
2/08/1990
დაბადებულ გაზრდილი თბილისოში, ამჟამად ვიმყოფები საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში ვცხოვრობ.. ოჯახთან ერთად
ჰობი: რიავიცი განსაკუთრებული და აღმაფრთოვანებელი არაფერი DDDD.gif ცეკვა, სიარული და მისთანები DDDD.gif
ცოტა არ იყოს გულუბრყვილო, მაგრამ მითხრეს თავი არავის დააჩაგვრინოო და მყარად ვდგავარ lol.gif
კიიდო, ბევრი არაფერი
ფოტოგრაფია ჯერ გატაცების დონემდეც ვერ მივიდა (ალბათ ვერთობი ) სერიოზულად მოვკიდებ ხელს, აი სერიოზული კამერა რო მექნება და სურვილიც რო მექნება ხოლმე გადაღებების smile.gif

კოლეჯში ვსწავლობ (წელს ლიცეუმს მივჰბარდები )
ხოოდა ვაპირებ საქართველოში ცხოვრებას ( აქ არ მინდა! )
პროფესია ჯერ არ ვიცი რამე ისეთი ქე რო მანდაც გამომადგება DDDD.gif
ხოდა ესე რა : )
გაბარიტები და მისთანები არა აღსანიშნავი DDDD.gif
ხოოდა ვსიო რა smile.gif (ვსო ლევანისთვის DDDD.gif )
BAMBURA
ლადო კამკამიძე.
სტუ-ს სტუდენტი (ეკენომიური ინფორმატიკის ინგლისური სექტორი)
ვმუშაობ ექსპედიტორულ კომპანიაში.
Hobby : არც კი ვიცი საიდან დავიწყო..... არ ღირს
jafara12345
ნიკი-jafara12345
სახელი-ლაშა ჯაფარიძე
პროფესია-იურისტი,ჯერ-ჯერობით უმუშევარიsad.gif
23 წლის
ჰობი-ჯერ ავტოსპორტი DDDD.gif (და საერთოდ სპორტული მანქანები),მერე ფოტოგრაფია
zamalik
თინიკო ჯაფარიძე
ნიკი zamalik ( კუნძულია ნილოსზე )
ისტორიკოსი აღმოსავლეთმცოდნე
ვგიჟდები მოგზაურობაზე თუმცა არასდროს არ ვიღებ სურათებს . . . . ( smile.gif მომიტევეთ )



domino
ნიკი - Domino
რეალში - ნინო გოგინაშვილი
დავიბადე - თბილისში 14.05.1983
პროფესია - ხელოვნებათმცოდნე (MA). ვმუშაობ არა პროფესიით პლასტიკური ქირურგიის კომპანიაში (general manager smile.gif) თუ ვინმეს რამე დაგჭირდეთ, აქ ვარ smile.gif))))))))))
ვსწავლობ GIPA-ში ფოტოჟურნალისტიკაზე
ჰობი - ფოტო, მუსიკა (ძირითადად როკი და ჯაზი), თხილამურები, მოგზაურობა.. პერიოდულად რაღაცეები ემატება ხოლმე smile.gif
ვიმყოფები - იანვრის შემდეგ თბილისში smile.gif ოქტომბრიდან თბილისი - პარიზი - პრაღა - მექსიკა smile.gif დეკემბრის ჩათვლით. მერე ვნახოთ smile.gif
მიყვარს მზე smile.gif
Anna Sulaberidze
მე7ედ ვპოსტავ ალბათ...

; ))

მე ანნა ვარ!

მე10ე კლასი გავასრულე ეხლა და დასვენება მჭირდება....

რას ვაკეთებ და რა მიყვარს?

პირველ რიგში Fოტოგრაფიაა ჩემი უმთავრესი საკვები,რაც ბოკეს წყალობაა ნამდვილად...

უზომოდ მიყვარს კითხვა,ვწერ ჩანახატებს,ლექსებსაც....ხანდახან ვხატავ კიდეც..

უმუსიკოდ ვერ ვძლებ,არ შემიძლია......ვუსმენ როკს,ჯაზს,ელეცტრონულს,კლასიკას...ნუ განწყობას გააჩნია....

და კინოების ყურება მიყვარს ძალიან..ფაქტიურად ჰობია.....

ალბათ არეულად ვწერ,იმიტომ რომ არეული ვარ: ))

ჰო კიდე მეუბნებიან იაზვობაც გიყვარსო...: ))

ტაკ 4ტო ვინმეს რამე კითხვა თუ გაგიჩნდათ აქვე ვარ....
Maia Chkhaidze
ჰმ...

აქ რეები ხდება თურმე და მე ეხლა გავიგეsmile.gif))

მიხარია!!!
სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! gavcitldi2.gif
მე ვარ : მაია ჩხაიძე

ოჯახში და მეგობრებიც მაკოს მეძახიან ასე რომ...

ვარ კერამიკოსი, სულით მოქანდაკე , მაგრამ ფოტოგრაფიამ გადამიბირა და ეხლა უკვე ვეღარ ვარსებობ ფოტოგრაფის გარეშე, მაქვს პატარა ლაბორატორია სახელად ვანნა smile.gif, ჩემით ვამჟღავნებ ფირებს და ერთ დროს დაბეჭვდასაც ვახერხებდი...
საშინლად მიყვარს ბოდიალი ფეხით, ყველგან სადაც მიისვლება, ვუღებ ფოტოებს ყველაფერს , ერთი დღეც რომ არ გადავიღო არ შემიძლია (ჩემი მეგობრები დავტანჯე მგონი მაგინებენ უკვე lol.gif ).

მგონი უკვე ბევრი მომივიდა gavcitldi2.gif
Nina Minzoni
მე ნინა ვარ, ლეგაშვილი, მარა აქ ნინა მინძონი ვარ(არა მინზონი) smile.gif
მაწონი, დედა ტერეზა, ძონძონი, და ბატონმა გუჯამ პროსტაკვაშად მომნათლა, ასე რომ არჩევანი დიდია, რას დამიძახებთ, თვითონ გადაწყვიტედ smile.gif
ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ხომ განვლილი წლებია და ცხოვრებისეული გამოცდილება,..ი ტაგ დალეეე.

ადამიანური ადამიანები მიყვარს, სიკეთე და სითბო ყველგან და ყველაფერში.

დაიმახსოვრეთ ყველაფერი მარტივია, ნუ ჩაეძიებით ყველაფერს..ამით გაართულებთ მხოლოდ. smile.gif
და კიდევ..ეძიედ ყველგან მზის სხივები..როგორც გენიალურმა რეჯისორმა ჩოხელმა სთქვა: " მზის სხივების პოვნა ყველგან შეიძლება, თვით ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ".
ასე რომ წინ, მზისკენ, პარალელურად ეს გზა სიყვარულის გზასაც გვაპოვნინებს და სიკეთესაც smile.gif

სულ ეს იყო smile.gif დიდი მადლობა
P.ს ისე მე ინტერიერის დიზაინერი ვარ, კიდევ ამ ბოლო დროს აპარატიც მიკავია ხელში და მგონი ცხოვრებას კადრებით ვხედავ, კარგია, ცუდი ნამდვილად არააა.
ამ ჯერად გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით smile.gif
dathuna
მე კიდე დათ ა, ო, უნა, როგორც გინდათ ოღონდ დათი არა. მოკლედ უმეტესობისთვის მაინც დათუნა ვარ, ანუ უმეტესობა დათუნას მეძახიან მარა მაინც გამოერევა ხოლმე ერთი ორი ურჩი რომელიც დათას ან დათოს დამიძახებს. გვარი მორბედაძე. (მასწავლებელები ვერასოდეს იმახსოვრებენ ხოლმე რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს)
დავიბადე 27 იანვარს 1992 წელს გაგანია ავტომატის გუგუნსა და ერთ უბედურებაში. სულაც არ ვარ აგრესიული. პირიქით. არ მიყვარს ჩხუბი და აყალ; მაყალი, კამათი და ა შ... კიდე ვერ ვიტან სკოლას. მძულს სკოლა, განსაკუთრებით ვეკუა. კიდე რა უნდა ვთქვა? ხო ვარ ძალიან უცნაური და გაუგებარი.
ჰობის რაც შეეხება მიყვარს ტელევიზორის ყურება. ბოკეში კომენტარების დაწერა. კიდე უბრალოდ წერა (კითხვა მაინც და მაინც არა) და რა თქმა უნდა ფოტოების გადაღება DDDD.gif ამჟამად ჩემი მიზანია გავხდე amateur-ი DDDD.gif
ხო თვალის ფერი ცისფერი...
თმა: წერა ვარ, გრძელი ხუჭუჭა თმა ამქ და კიიიდო რა... მეტი არც არაფერი DDDD.gif
კიდე არავითარი სპორტი მე არ მიყვარს... ნუ ცურვას სოპრტადარ მიოვიჩნევ... ცურვაზე ვაფრენ.
მიყვარს საქართველო, რაც საქართველოს ეხება ყველაფერი(ნაკრებიც კი ფეხბურთის) კიდე მიყვარს ჩემი მეგობრები... დათა, ივიკო, გური და მიკა.... კიდე ორი იკა და ნინო და კიდე ერთი ნინო.
და მეტი რა ვთქვა აბა.
და ძXმა არ მყავს... ვარ ეგოისტი და არც მინდა მყავდეს.
მუსიკა... ვაბოდებს doors-ზე... ჯიმ მორისონზე და ყველაფერი რაც დორსს ეხება ჩემი ცხოვრების აზრია DDDD.gif პატივს ვცემ ჰიპებს. იმ დროში რო მეცხოვრა ვიქნებოდი ჰიპი.
მოკლედ ეს მე ვარ თქვენი მონა მორჩილი დათუნა მორბედაძე.
P.S. მინდა გამოვიდე ინტერიერის დიზაინერი DDDD.gif
Added @ [mergetime]1181465875[/mergetime]
ჩემი მემგონი ყველაზე დიდი გამოვიდა DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
Nino Vashakidze
veto B).gif
ნინო ვაშაკიძე angel.gif
დავიბადე 1991 წლის 19 იანვარს ქ.თბილისში tongue.gif
ვსწავლიფ ამერიკულ აკადემიაში, ვარ 11 კლასში(ნუ 10 დავამთავრე და სექტემბრიდან 11_ში ვიქნები) unsure.gif
პროფესია ჯერ არ ამირჩევია DDDD.gif
სტატუსი single lol.gif lol.gif lol.gif
მეტი არაფერი არ მახსენდება საკუთარ თავზე rolleyes.gif
giga
კარგი წამოწყებაა, ჩემი წევრობის სტაჟის გათვალისწინებით დავაგვიანე. მაგრამ იშვიათად ვახერხებ შემოსვლას ამიტომ მხოლოდ ფოტოებს ვუყურებ , ფორუმში იშვიაათად შემოვდივარ

ნიკი giga
1.გიგა ბათლიძე
2. 27 წლის იურისტი, მაგისტრი (ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია)
3. ჰობები: რა თქმა უნდა ფოტოგრაფია, მაგრამ არა მარტო. ძალიან მიყვარს ბუნება, განსაკუთრებით მთა, ვცდილობ ხშირად ვიარო, მაგრამ ვერ ვახერხებ.
4. კიდევ რა... მყავს მეუღლე , რომელიც ძალიან მიყვარს.
5. უკვე 7 წელია გერმანიში ვცხოვრობ და ვმუშაობ (ერთ თვეში სამუდამოდ ვიბრუნდები სამშობლოს, და ძალიან მიხარია, თუმცა გერმანიაც მიყვარს...)
EKATERINE
ნიკი: EKATERINE
სახელი: ეკა შაფათავა
დაბადების დღე: 10 ნოემბერი, 1976
პროფესია: ფსიქოლოგი. ვმუშაობ შიდსისა და ნარკომანიის საკითხებზე. უკვე 5 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. ჩემი ნება რომ იყოს დიდ სიამუვნებით ფოტოგრაფიას ძირითად პროფესიად გავიხდიდი.
ჰობი: მიყვარს ფოტოგრაფია, ჯერ-ჯერობით ყველანარი სახის სურათებს ვიღებ, მაგრამ ძალიან მინდა კარგი პორტრეტები გადავიღო. მიყვარს ასევე ცეკვა, თხილამურები. მინდა ვისწავლო სერფინგი, თუმცა პირველი მცდელობის შემდეგ სიკვდილს ძლივს გადავრჩიblink.gif . თბილისში დაბრუნებას აუცილებლად ვაპირებ და იმედია მალე. დიდი ხანი არ არის რაც BOKE აღმოვაჩინე და ამ ბოლო დროს ძალიან გამიტაცა თავისი ყველა ნიუანსებით smile.gif იმედი პირადად გაგიცნობთ ბევრს როცა თბილისში ვიქნები.




emoticon
ნიკი emoticon
სახელი, ულა მელაძე, გამოყ. მათზე ვსწავლობ, მგონი პროგრამისტი ვარ, ვმუშაობ სილქროუდ ბანკში პროგრამისტად, ჰობი ფოტოგრაფია DDDD.gif
mangust
ნიკი: mangust
სახელი და გვარი: გიორგი ჯანგიძე

გიორგი ძაან ბანალურია და ამიტომ ბევრი ზედმეტ სახელი მაქვს... ოღონდ მანგუსტს არავინ მეძახის, უბრალოდ რეგისტრაციისას ეს პირველი სიტყვა იყო რომელიც გამახსენდა DDDD.gif

დაბადებული 1989 წლის 13 დეკემბერს... ბევრს ეშინია 13 რიცხვის... თარსიაო და რამე... ჩემთვის ჩVEულებრივი დღეა... და საერთოდ არ ვარ ცრუმორწმუნე(და არც მაინც და მაინცმორწმუნე)

ვსწავლობ .... blink.gif სად ვსწავლობ ჯერ არ ვიცი DDDD.gif ადრე "სსც" ერქვა ახლანდელ სახელს სექტემბერში გავიგებ(ი.ჭავჭავაზის უნივ. შეუერთდა და )

ჰოდა ახლა მესამე კურსზე გადავედი
სპეციალობა: კომპიუტერული მონტაჟი(იმედია ვინმე მაინც მიხვდა ეს რა არის DDDD.gif ბევრისთვის ახსნა მჭირდება ხოლმეDDDD.gif )

ჰობი: ფოტოგრაფია( თან ახლახანს ვიპოვე მამაჩემის ნახმარი სახლის ლაბორატორია DDDD.gif)

ა, ჰო და.... single
herMajesty
სქესი: მდედრ.
ასაკი: 20
სახელი: მარიტა
გვარი: მახსოვს
განათლება: არქიტექტორი
ჰობი: ბევრი
.......................
20% ტყუილია
xatunia
xatunia
ხათუნა ლაფაჩი,
პროფესიით იუსრისტი. ამჟამად ვსწავლობ მაგიოსტრატურაში. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია.
ჩემი ჰობია ფოტოგრაფია, ხეტიალი და საქსოფონი smile.gif და კიდევ საპნის ბუშტების გაშვება.
კიდევ ის რომ ეს საიტი ბევრს ნიშნავს ჩემთვის, ფოტოგრაფია კი ჩემი ცხოვრების თანამგზავრია gavcitldi2.gif
ELLy
ამ თემაში 2005 წელს დავპოსტე და ახლა სულ სხვა რაღაცეებს დავწერდი. ხოდა, დავწერsmile.gif სახელი და გვარი - იგივე.
უკვე 21-ის smile.gif
ვარ ჟურნალისტი და
ვმუშაობ სიამოვნებისთვისsmile.gif NGO-ებისგან ამჯერად შორს!
ბავშვობის მონატრების ისევ მეშინია, და აღმოვაჩინე, რომ კიდევ რაღაცეების მეშინია და რაღაცეების მწამს კიდეც smile.gif - ვიდრე მივხვდი კინაღამ 2-ჯერ კისერი მოვიტეხე. კარგი თავგადასავალი გამოვიდა და შედეგიც არანაკლები.
არც არის საჭირო სხვის შეცდომებზე სწავლა, თორემ ცხოვრებასაც ის სხვა იცხოვრებს შენს ნაცვლად. ვოტ smile.gif



ფოტოგრაფია ჰობია. სასწაულების აღმოჩენაც. და ცხოვრებაც - პრინციპში. smile.gif

P.ს. არქიტექტორი არ ვარ
kikimara
სალამი სუყველას!
მე ვარ ირმა კიკნაძე, პროფესიით იურისტი. ჰობი-ფოტოგრაფია და ხელოვნება.
მიყვარს ბუნება და ცხოველები. აგრეთვე მუსიკა.
ინტერესი: პოლიტიკა
და კიდევ, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია wick.gif
LEELOO
მე ვარ ლილე. 20 წლის. user posted image

დავიბადე 1987- წლის 19 მარტს ქ.თბილისში DDDD.gif

ვსწვლობ უცხო ენებზე III კურსზე.. ვარ მომავალი თარჯიმან-რეფერენტი gavcitldi2.gif


ჩემი ჰობია ხატვა, ფოტოგრაფია, ფსიქოლოგია, უცხო ენების შესწავლა.

კიდევ ძალიან მიყვარს მუსიკა wub.gif ვუსმენ new age -ს wub.gif

Iki Bazadze
UPDATE

1.დავიბადე 1985 წლის 7 თებერვალს ქალაქ თბილისში
2. ბაზაძე ირაკლი
3. ვმუშაობ ს.ს "ბაზისბანკში" ქორპორატიული სესხების ექსპერტად
6. ვარ დაოჯახებული
7. მენატრება ძველი ბოკე sad.gif ვერავის ვეღარ ვცნობ თითქმის უკვე აქ sad.gif
Irakli Medoshvili
ეს თემა ახლა ვნახე პირველად..

ნიკი irakli medoshvili... სახელი და გვარიც იგივე..

23 წლის... მხატვარი შიგადაშიგ...

მიყვარს ფოტოგრაფია... დიდი და დაუსრულებელი წინააღმდეგობაა.. ამიტომ ნელ-ნელა და ფეხაკრეფით ვუვლი გარშემო.. ჯერჯერობით..

მიყვარს კინო...

მიყვარს, როცა ადამიანმა იცის და მაინც არ აქვს დამაჯერებელი ტონი...

ჩემი ჰობი smile.gif ... ყავის სმით მუსიკის სმენა და თავის მტვრევა იმაზე თუ რა საშინლად რთულია ნორმალური ფოტოს გაკეთება.. smile.gif

"ბოკე" ფასდაუდებელია ჩემთვის... rolleyes.gif

მადლობთ gavcitldi2.gif






tavadi
ბოკე:
თავადო თუ არ შეწუხდებით გვიამბეთ თქვენზე.

თავადი:
ბოკე თქვენთვის დროს ყოველთვის მოვნახავ smile.gif გახლავართ აბაშიძე დავითი დავიბადე 1986წლის მიწურლს დეკემბრის 18-ში ქ. რუსთავში. გავიზარდე და ვცხოვრობ აქვე გინდათ ბნელი უძახეთ მიყვარს ჩემი ქალაქი. პატარაა ყველას იცნობ და ყველაფერი შენია. ახლა თსუს მე-4 კურსის სტუდენტი ვარ, ნავთობტექნოლოგი ვიქნები, ხოლო რამდენიმე წელში BPის პრეზიდენტი DDDD.gif

ბოკე:
გვარი კარგი გაქვთ ნამდვილად, არ მიწყინოთ მაგრამ ბატონყმობა ხომ გადავარდა რაღა ფუნქცია აქვს თქვენს ნიკს?

თავადი:
გეთანხმებით ბატონყმობა გადავარდა, არც ბატონი ვარ და არც ყმები მყავს(იცინის) მაგრამ თავადური სისხლი და გენები დამრჩა და ვარ კიდეც თავადი ამაზე პრეტენზია ყოველთვის მექნება, რადგან ნაწილობრივ გავიზარდე ბაბუასთან რომელიც მართლა თავადი იყო და თავადურათაც ცხოვრობდა.

ბოკე:
გასაგებია გმადლობთ. გვიამბეთ თქვენს თავზე, ამჯამად რას საქმიანობთ რითი ხართ დაკავებული?

თავადი:
მეცნიერულ ნაშრომს ვაკეთებ როგორი უნდა იყოს თანამედროვე თავადი (იცინის)
როგორც მოგახსენეთ სტუდენტი ვარ. ცოტახანი ვიმუშავე ITად და მივხვდი რომ ეგ სათავადო საქმე არ არის. ვცდილობ ვიყო დამოუკიდებელი და ახლა ბიზნესის ორომტრიალში ჩავები რა გამოვა ჯერ არ ვიცი. ასევე ჩოხოსანთა დასშიც ვირიცხები და ხანდახან იქაც რაღაცას ვაკეთებ.

ბოკე:
სპორტი თუ გიყვართ, ან ჰობი თუ გაქვთ და რაზე ოცნებობთ თუ საიდუმლო არ არის?

თავადი:
სპორტი მიყვარს. კალათბურთს ვთამაშობდი მთელი ბავშვობა და რამდენჯერმე ჩემპიონობაც მოვიპოვეთ. თუმცა არ გავყევი. ცურვაზე გადავერთე და იქაც მქონდა მიღწევები, აქ მხოლოდ მეორე ადგილს დავჯერდი. ჰობი ბევრი მაქვს: თევზაობა, ნადირობა, ტყე-ღრეში ხეტიალი, კლდეებზე ფორთხვა, ყველანაირი ექსტრემი და ფოტგრაფიაც დაემატა ამ ბოლო პერიოდში. ოცნება? ბევრი არ ჩამოვთვლი

ბოკე:
აღარ მოგაცდენთ დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ. კარგად ბრძანდებოდეთ

თავადი:
მადლობა თქვენ. ყოველთვის ბედნიერი ვიქნები თქვენი ნახვით. ერთს დავძენ, ისევე როგორც ყველგან ჩვენთანაც არეულია ოჯახი,მაგრამ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება და ბოკე დაიბრუნებს დიდებას. დიდი მადლობა, რომ მესტუმრეთ მომავალ შეხვედრამდე
ekaterineg
1. ეკა - სახელი
2. გ. smile.gif - გვარი
3. იურისტი - პროფესია
4. მიყვარს : მუსიკა, ავტომობილები, სიჩქარე, მოგზაურობა, სილამაზე, ბუნება, ზღვა და მზე
5. 33 - ასაკი

,,ნუ ვოტ ი ვსიო პაჩტი,,
beshqena
beshqena - ბექა კოკაია
დავიბადე თბილისში, 1983 წლის 25 ნოემბერს.

მყავს ცოლუკა და მარტის დასაწყისში ველოდებით ბაღანას smile.gif

2005 წელს დავამთავრე თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2003 წლიდან ვმუშაობდი სხვადასხვა ტელევიზიაში (მე-9 არხი, მზე, საზოგადოებრივი არხი (მოამბე), Music Box)...
ბოლოს ტელევიზიები მომბეზრდა და PR-მა გამიტაცა.
ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ სეროზულ ორგანიზაციაში PR-მენეჯერად და მომწონს ეს საქმე.
5 წელი ვთამაშობდი ფეხბურთს სხვადასხვა გუნდებში, მერე ტრავმა მივიღე და...

უი, ხო, თსუ-ს დამთავრების შემდეგ უცებ მომინდა თეატრალურში ჩაბარება სარეჟისოროზე (მაშინ ეროვნული გამოცდები პირველად ჩატარდა), გავედი გამოცდებზე და ჩავაბარე. გამიკვირდა და თან გამიხარდა.

პირველი კურსი რომ დავხურე მივხვდი, რომ არ მომწონდა და საბუთები გამოვიტანე.

მიყვარს კარგი მუსიკის მოსმენა, ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს, თუ კარგია რეპსაც მოვუსმენ, ელექტრონულ ჯაზსაც და ჰარდროკსაც.

ვწერ მოთხრობებს. 2005 და 2007 წლებში მონაწილეობა მივიღე (და ფინალში მოვხვდი) ლიტერატურულ კონკურსში PEN-მარათონი, 2007-ში ჩემი ნაწერი 10 საუკეთესო ნაწარმოებთა კრებულში მოხვდა და გამიხარდა.

ვუკრავ გიტარაზე (მეგობრები ამბობენ კარგად უკრავო), ტამტამზე, ტუჩის გარმონზე... შიგადაშიგ სიმღერებსაც ვწერ.

ფოტოების გადაღება სულ რამდენიმე თვეა დავიწყე. ძაან გამიტაცა. მგონი ნელ-ნელა ვამუღამებ...

ჰო, ძალიან მიყვარს იტალია, იტალიელი ხალხი, ენა, კულტურა და რა თქმა უნდა Squadra Azura (იტალიის ფეხბურთელთა ნაკრები)!

Forza Italia!!!
Kotto
კოტე დავითიძე

პროფესიით მშენებელ-კონსტრუქტორი (ვიყავი), ტურიზმისა და სასტუმრო მეურნების მარკეტინგის სპეციალისტი... და ა.შ.
15 წელია სამოქალაქო ავიაციაში ვმუშაობ (ეარ ჯორჯია, აირზენა, საქართველოს ავიახაზები...). ამჟამად შვეულმფრენების კომპანიის მენეჯერი ვარ...
მიყვარს ზამთარი, თხილამურები და ქართულ სუფრაზე კარგი მოლხენა...
ბავშვებს, რომ დავაბინავებ და პენსიაში გავალ აუცილებლად ბაკურიანში გადავალ საცხოვრებლად...
TeaG
1988 წლის 10 აპრილს აღდგომა დილა რომ თენდებოდა იმ ცისკარს ინება უფალმა ჩემი დაბადება...

სახელი, თუ ვინმეს ჩემი ნიკისთვის დაუხედავს ყველასთვის ცნობილია- თეა მქვია...
თეა ვარ, გორდულაძე...

19 წლის ვარ.
წყალტუბო გსმენიათ? მანდ დავიბადე და წლების მანძილზე ვცხოვრობდი მაგ პატარა ქალაქში.

რამოდენიმე წელია თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად,
სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისტის პროფესიას ვეუფლები, მესამე კურსზე ვარ

კომუნიკაბელური ადამინი ვარ... არაკონფლიქტური... და ზედმეტად მგძნობიარე...
რომანტიკოსი და მეოცნებეც...
ფიქრი მიყვარს... საუბარი მიყვარს...
მიყვარს სიყვარული...

ადამინის ყველაზე მიუღებელ თვისებებად ცინიზმი და ირონიულობა მიმაჩნია....

მიყვარს კითხვა...
ჰობად დღიურების წერა მექცა უკვე... თითქმის 10 წელია ვწერ...



"მე მოგიყვებით ძველისძველ ზღაპარს, ათას ერთი, დაკარგული, გრძელი ღამიდან..."
taso-taso
DDDD.gif გამარჯობათ,პირველად გავეცანი ამ საიტს,ძალიან ძალინ საინტერესოა,ძალიან მიყვარს ლამაზი,აზრიანი და შინაარსიანი ფოტოები,უზარმაზარი ესთეტიური სიამოვნება მივიღე,ხშირი სტუმარი ვიქნები wick.gif
წესებს რაც შეეხება საერთოდ ’’ინტ’’ში ცუდად ვერკვევი gavcitldi2.gif ,იმედია აქ ''წესებს'' არ დავარღვევsmile.gif.
მე ტასო ვარ 23 წლის,პროფესიით ექიმი ვარ без 5 минут gavcitldi2.gif წელს დავამთავრე უნივერსიტეტიsmile.gif
ფოტოგრაფიას რაც შეეხება მოყვარული ვარ gavcitldi2.gif
sopuna
DDDD.gif sopuna-სოფო (სოფუნა, ფოფო, სოფ). . . . მაისურაძე1989 წლის 28 ივლისიდან მოყოლებული ვცხოვრობ დედამიწაზე.....
ვისწავლე რამოდენიმე სკოლაში და დავამთავრე 53ე ...
ამჟამად სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეუფლები იურისპრუდენციას , როგორც ბევრი ბოკელთაგანი როგორც აქ შევნიშნე
არადა ტურიზმის მენეჯერი ვიქნებოდი დიდი სიამოვნებით , ან სულაც ტურისტი lol.gif მიყვარდა მიყვარს მეყვარება ხელოვნება--სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა დარგი მიტაცებდა,ხოდა აი დადგა ფოტოგრაფიის ჯერიც
ცეკვა რო მიყვარს მუსიკა, გართობა, სიყვარული და გაგება ეს მემგონი ჰობი არ უნდა იყოს DDDD.gif
ხო კიდე სიარული მიყვარს სანამ დავიღლები smile.gif
საქართველო მიყვარს უსაზღვროდ და ძალიან მინდა მთელი საქართველო ვნახო კუნჭულ-კუნჭულ ......
გაზაფხულს ველოდები აცივდება თუ არა იმ დღიდან ( აი უკვე ველოდები) rolleyes.gif
როცა რაიმეს უკეთ ახსნა მინდა რუსულად ვიწყებ ლაპარაკს არ ვიცი ეს კარგია თუ ძალიან ცუდი მაგრამ ეს ასეა კიდე რა გითხრათ ჩემზე....... კიდე რაღაცეები ახასიათებს სოფუნას და ეგ ისე მერე პირადად გაიგებთ ვისაც გაგიცნოობთwick.gif ვისაც უკვე გიცნობთ კიდე ძალიან მიყვარხაააართ smile.gif
xevsuri
ნიკი - ხევსური
სახელი, გვარი - მინდია გოგოჭური
პროფესია - ეკონომისტი (ვარ ბუღალტერი, მანამდე ათას რაღაცას ვედებოდი და არა მგონია ეს იყოს საბოლოო gavcitldi2.gif )
ჰობი: ლაშქრობა, პოეზია, ხევსურეთი
ოცნება: სიცოცხლე
ინტერესი: ფეხბურთი, ინტერნეტი
FF-GeBo
1. ნიკი : FF-GeBo ისე მხოლოდ Gebo-ს მეახიან
2. სახელი, გვარი : გიორგი ბარათაშვილი 22 წლის

დავამთავრე მედია-მეეჯმეტი და შემდეგ სწავლა განვაგრძე აუდიო ვიზუალზე ( ამჟამადაც ვსწავლობ ). ვმუშაობ ფოტოგრაფიის განხრით ასევე ვარ Web-დიზაინერი, ჰობი კალათბურთი smile.gif
anika-zeppelin
უი რაკარგი თემა ყოFილა.. : ))

ჰო...

ნიკი: anika-zeppelin

სახელი/გვარი: ანა გულისაშვილი

დავიბადე: 1993 წლის 10 იანვარს/ 14 წლის rolleyes.gif

ვსწავლობ: რაღათქმაუნდა სკოლაში და კაი ხანს ჯერჯერობით ვერც გავცდები.. -(((( ( :სკოლაჩემიტკივილი: )
+ ვსწავლობ ს.ს.ი.პ. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებო დაწესებულება, ქ.თბილისის სამხატვრო სასწავლებელი (ათწლედი, 7 კლასში ვარ
უკვე :P )

დავამთავრე: საბავშვო ბაღი DDDD.gif DDDD.gif

სამუშაო გამოცდილება: არ მაქვს DDDD.gif თუიმას არ ჩავთვლით რომ მინანქარზე ვმუშაობხოლმე... : ))

ჰობი: ძალიაან მრავალFეროვანი ადამიანი ვარ ამიტომ მაქვს 1000 ჰობი.. -DDD
ძირითადად: ხატვა, მინანქარი, FოტოგრაFია რაღათქმაუნდა, მუსიკა, კითხვა, კოლექციები (პატარაობიდან ვაგროვებდი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნივთებს, 1-2 კოლექცია დღემდე მაქ შემორჩენილი : )) ), და სხვა..

არაჰობი: სასტიკად არ მიყვარს გაკვეთილების მეცადინეობა ... ( :სკოლაჩემიტკივილი2: )

საყვარელი ქვეყანა: ინგლისი rolleyes.gif
საერთოდ მიყვარს სხვადასხვა ქვეყნები და მათი ისტორიები, კულტურა, ხელოვნება, რელიგიები...

მიყვარს პახოდები, მაგრამ ჯერ არასდროს ვყოFილვარ DDDD.gif

დანარჩენი თუ გამახსენდა დავწერ ..
DDDD.gif
limo
limo- ლიკა მოშენაშვილი
დაბადების თარიღი- 23.03.86
დაბადების ადგილი - ქალაქი თბილისი


14 წლის ასაკში წამოვედი ისრაელში სასწავლებელი პროგრამით. 4 წელი უმშობლებოდ DDDD.gif ჯერჯერობით საუკეთესო წლები და საუკეთესო მოგონენები smile.gif დავამთავრე 12 კლასი,
2004 წელში წავედი ჯარში( მთავარი ფარმაცევტის ასისტენტი, ფორმა - თეთრი ხალათი) ხაკის ფერი და ავტომატი მინდოდა მარა მამამ არ გამიშვა...
2005 წელში ჯარი დავხურე, და მუშაობა დავიწყე...
2006-2007 სასამართლო მდივნის კურსების დიპლომი..
ვმუშაობ ჯანსაღი კვების კლუბში...
აი ესეც მრავალფეროვნება , გადავხედე და მეთითონ გამეცინა DDDD.gif

მიყვარს: სიმღერა, ცეკვა, ფოტოგრაფირება, ხატვა, ხატვა, ხატვა და ისევ ხატვა , მიყვარს ხელოვნება, მუსიკა და კაი კახური ჩურჩხელები lol.gif
მინდა შევისწავლო ინტერიერის და ტანსაცმლის დიზაინი , მინდა გავხდე პროფესიონალი ფოტოგრაფი , ცოტა მესმის და მინდა უკეთესად ვიცოდე ესპანური და იტალიური ... მინდა ბევრი ვიმოგზაურო მოკლედ მინდა ყველაფერი ამ ცხოვრებისგან gavcitldi2.gif და კიდევ ბევრი სხვაა ....

მინდა მყავდეს საკუთარი ოჯახი და ვიყო ბედნიერი ეს პირველ რიგში რათქმაინდა და ყველას ვუსურვებ ამას !!!!

7 წელია საქართველო არ მინახავს და უზომოდ მენატრება!!! cry.gif საქართველოსთან მუდმივ კავშირში ვარ smile.gif
ბოკეც იმიტო მიყვარს ბევრი ქართველი როა აქ ბლოომად , და რათქმაუნდა იმიტო რო საინტერესოც არის ... gavcitldi2.gif


ვსო მგონი ყველაფერი ჩამოვწერეეე DDDD.gif
Added @ [mergetime]1194981885[/mergetime]
ეხლა ძველ გრეხებს ნუ გამიხსენებ DDDD.gif
*

[/quote]

გრეხი გრეხია მაგას სროკ გოდნოსწი არ აქვს lol.gif ძველი ახალი არ ვიცი tongue.gif
CaMeRa ObsCuRa
1990 წ.
დედიკომ თავის ქმარს ყავაში ბუზი ჩაუხარშა...იჩხუბეს...ამიტომ "დე" იძულებული გახდა მეზობელ აზიზასთან გადასახლებულიყო...

9 months later...

1991 წლის 21 დეკემბერს "დე"-მ "დამყარა." "დედი ერთა" ვიყავი და ეგოისტურადაც არ ვიზრდებოდი...კარგად მახსოვს ბალღობა... აზიზა "მამიტო" წყალს ხარშავდა და მრეცხავდა ხოლმე...არ მიყვარდა...ტურტლი ვიყავი,ნამდვილი ტურტლი...3 წლამდე გივი მერქვა...შემდეგ,როცა გაირკვა რომ გოგო ვიყავი მარიკელა დამარქვეს...მამა არ მახსოვს... მიმატოვა...დედა ძველი ნირვანისტკაა,ამიტომ ჩემთვის არ ეცალა...

ავლაბრის ბაგა ბაღში მიმაბარეს აღსაზრდელად...ვერ ვიტანდი ბაღს...ბავშვებს ვაწვალებდი...ჩაწყობით დავამთავრე,როგორც იქნა!

გავიზარდე და 5-ე გიმნაზიაში ვსწავლობდი 4 კლასი... "მასწ"-მა ნიჭიერი ხარო და კერძო სკოლაში მიმიყვანეს... "ალბიონი" , მაგააადია დააა,მაგადიიი!

ჰოდა,10 წელია "ალბიონელი" ვარ...

ფოტოგრაფით ვცოცხლობ...

მინდა შევქმნა სუნამო... ჰაჰაჰა DDDD.gif კაცებზე ვინადირებ და შევქმნი...მაინც შევქმნი...

შესაბამისაად, პატრიკ ზიუსკინდის "პარფიუმერზე" ვგიჟდებიიი...

ნიცშესეული ფილოსოფია მიტაცებს!

არა,არა...როგორც სალვადორ დალი ხმებს იწერდა,როდესაც იგი ბოდიში და "კუჭში გადიოდა",ეგრე არ ვაკეთებ,არა!

ელფს მეძახიან...ლუნატიკ ელფს ...

კიდე ვიტყვი რა...რახან ამის საშუალება მაქვს! DDDD.gif
ე(ი)მოები DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif უბრალოდ, ცოდო ხალხია sad.gif

აბა, დროებით DDDD.gif

მერე კიდევ დავამატებ,თუ გამახსენდება რამე wick.gif
Modigliani
მე მარი ვარ 15 წლის DDDD.gif აქ მგონი 80 % ვიცნობ და მიცნობს მაგრამ მაინც დავწერ ჩემს შესახებ . ვსწავლობ სკოლაში მეათე კლასში. მიყვარს სპორტი და ჰობია ფოტოგრაფია. მომავალში ვაპირებ ვიყო მომღერალი და სპეციალობით იურისტი. მაგარი შეხამებაა არა? DDDD.gif მაგრამ ესეც ხდება ხოლმე DDDD.gif სიმღერით ბავშვობიდან ვმღერი. და მემგონი კარგადაც გამომდის. მყავს უამრავი მეგობარი რომლებიც ძალიან მიყვარან და აქაც ბევრია ესეთი რომლებიც ძალიან მიყვარს. ხოდა რას ვამბობდი კიდე, ცოტას ვწერ კიდევაც ჩემთვის. და როგორც მითხრეს მშვენიერი ორგანიზატორი ვარ DDDD.gif სულ ეს იყო ჩემს შესახებ DDDD.gif დამატებითი ინფორმაციებისთვის PM ში თუ შეიძლება lol.gif lol.gif lol.gif
Mоderator-1
ძალიან გთხოვთ აქ ნუ აოფებთ, ზედმეტი პოსტები წაშლილია.
ni
რა მაგარი თემაა, სამწუხაროა რო ბევრი ძველი ხალხი, ბოკეს სათავეებში რო იყვნენ ახლა წერიან როგორც "Unregistered" sad.gif
მე აღარც მახსოვს მიწერია ამ თემაში რამე თუ არა.
ნიკი _ ni
ისე ნინო ქავთარაძე, ვარ 21 წლის, ჟურნალისტი, მიყვარს ფოტოგრაფია და ბოკეზე ვარ (ახლა დავინტერესდი და ვნახე, აღარც მახსოვდა) 2005 წლის 19 ოქტომბრიდან smile.gif
Marita Ratiani
გამარჯობა ადამიანებო
ზრდილობის საკითხია და პირველ პოსტს რომ წერ ფორუმზე, ალბათ ხალხს უნდა გაეცნოsmile.gif
მე მარიტა რატიანი ვარ, პროფესიით ეკონომისტი, ჰობით ფოტოგრაფი (ნუუ, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია xaxaxa.gif ), პოეტი (ესეც). ვარ პორტალ literatura.ge-ს ერთერთი ადმინი.
აქვე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მიშას და გუჯას, რომელთაც ლიტ.კონკურს "წერო"-ს ერთერთი ფინალისტი წლის საუკეთესო 100 ფოტოში შესული წეროს სურათით დააჯილდოვეს.
ამას წინათ მე და ჩემმა მეგობარმა დავასკვენით, რომ ფორუმი ალბათ ერთი უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში xaxaxa.gif ახლა კი მინდა ამას შევეწინააღმდეგოsmile.gif
კეთილი იყოს ჩემი ფეხი აქsmile.gif
tako2091
მოგესალმებით ყველას.მე ვარ თამუნა წიკლაური. აქ მგონი ყველაზე პატარა მე ვარ 16 წლის. ( სკოლის მოსწავლე) ჩემი ჰობი ფოტოგრაფია ნამდვილად არ არის . შემთხვევით აღმოვჩნდი აქ, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ თქვენი ნამუშევრები ძალიან მომწონს. მომავალში კი ვაპირებ გავხდე ფსიქოლოგი.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.