Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ვინ ვინაა?
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
Artem Chachanidze
კითხვა დაისვა ამ საიტზე ჩემს შესახებ და ვეცდები: smile.gif
1. დავით ალელიშვილი. პროფესიით ფიზიკოსი, ამჟამად სარეკლამო-პოლიგრაფიული ფირმის დირექტორი. მე მგონი აქ ერთადერთი ადამიანი ვიქნები, ვინც ფოტოებს კი არ ყიდის, არამედ ყიდულობს ხოლმე.
2. ამ საიტზე მოვხვდი იმიტომ, რომ ჩემი ნაცნობების და მეგობრების ფოტოები დამეთვალიერებინა www.karavi.ge-დან.
3. გატაცებები - თეატრი (ეეეჰ - ჯერ კიდევ ესინჯება პულსი საქართველოში smile_053.gif ), სერიოზული კინო (საქართველოში პულსიც რომ - აღარაო smile_053.gif ), ლიტერატურა, მოგზაურობა... ფოტოგრაფია - ამეების მერე. smile.gif
4. ჩემი ფოტოები - ჩემი მოგზაურობების შესახებ მონაყოლია. აქ დაწყობა და პანორამების კონკურსში გატანა - უფრო ჩემი შვილის თხოვნით. კონკურსებზე - ბოლშე ნი ბუდუ. smile.gif მაგრამ ფოტოშოფს - ჩავუჯდები ცოტას. მასწავლებლისთვის შორს წასვლა არ დამჭირდება - ჩემსავე დიზაინერს მივუსჯი. smile_015.gif
5. ამ საიტზე ვათვალიერებ ხოლმე ნაჭყებიას (რომელიც - თუ ცხოვრებაში შემხვდა და თუ მოვერიე - ვცემ biggrin.gif ), შომის (რა მატყუარაა შემოქმედის გარეგნობა biggrin.gif ) და კიდევ სამი ფოტოგრაფის ფოტოებს, რომელთა გვარებს აღარ დავასახელებ, დანარჩენები მტრად რომ არ მოვიკიდო. wink.gif
ამ საიტზე - ასაკობრივ შემადგენლობას რომ ვუყურებ - სხვებიც გაიზრდებიან შემოქმედებად, მაგრამ სამწუხაროდ ისეთიც ბევრია - ვერასოდეს - მიუხედავად აპარატურისა და სტატუსისა. "მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველა"... (იკითხეთ კლასიკოსები cool.gif )
EmmA
EMMA-ნინი ელიაშვილი
რატო EMMA არ მკითხოთ , არ ვიციsmile.gif
ვარ 19 წლის...
ვსცავლობ ESM-ში მე2 კურსზე...
ძალიან ბევრი ჰობი მაქვს, ფოტოგრაფიაც მათ შორისsmile.gif
მიყვარს ხატვა, ცეკვა, მხიარულად დროის ტარება, კარგი მუსიკის მოსმენა...
და ცხოვრების დიდი ოცნება ,რომელიც აუცელებად რეალობად იქცევა..გიჯური ,ექსტრემალური რაგაცეების გაკეტებაbiggrin.gif cool.gif
დაოჯახებული არ ვარ და შესაბამისად შვილებიც არ მყავს.....
aqilevsa
1.ნიკი "Aqilevsa"
2. სახელი-გვარი--გიორგი კაპანაძე
3. ქუთეისელი და რამე smile_116.gif საბაზო გიმნაზია დამთავრებული
4. 21 წლის, სტუდენტი "სამრეწველო ექსპერტი"+მარკეტინგი
5. ვმუშაბ სატელიტური დაცვის სისტემებში. GSGS 2002 (ანუ სატელიტით დავყურებ საქართველოს tongue.gif tongue.gif )
6. ჰობი პირველ რიგში თევზაობა, მერე ფოტო გადახება, და ბოლოს ნადირობა.
არანაირი ფოტო განათლება არ გამაჩნია smile_060.gif smile_060.gif და სურათებიც საშინელება გამომდის. არ მიყვარს ბევრი კომენტარები.
7. არ მყავს არც ცოლი და არც შეყვარებული, თავისუფალი ვარ არწივით smile_116.gif და კაიცაა


P.S. დიდი სიამოვნებით წავიდოდი ასეთ მცოდნე ფოტოგრაფებთან ერთად სადმე. განსაკუთრებით თუ თევზაობა უყვარს კიდე ვინმეს
Dzio
QUOTE(ANUKA @ Jul 4 2005, 03:06)
ehh rogorc chans me kvelaze patara var ak,sul ragats 17is
mkvia anuka abesadze,cels vabareb kavkasiss biznes skolashi(imedia chavabareb).potograpiaa mikvars didi xania da ianvridan mokolebuli vcdilob patara gamocdileba mivigo.potograpia mainc hobit rcheba,iseve rogorc cekva.
uzomod mikvars txilamurebi da kvela extremaluri sporti
ocnebaa mkavdes sportuli moto
*


ვერ დაგეთანხმები რო ყველაზე პატარა ხარ მეც 17 ვარ smile_116.gif




ნიკი: Dzio (ძიო)
სახელი... გიორგი დარჩიაშვილი

დავიბადე 1988 წ 22 სექტემბერს

ჯერჯერობით მხოლოდ ტხილამურების ვასწავლი (სპორტსკოლაში არა)
ფოტოგრაფია ჰობი ზე ცოტა მეტია smile.gif.
საიტი მაქვს თუ დაგაინტერესებთ ჩემ შესახებ რამე www.dzio.piczo.com
იქ ბევრი რამ არის ჩემ შესახებ. იმედია რეკლამაში არ ჩამომართმევთ smile.gif
maserati_gio

1. Maserati - Gio (ცუდი)

2. გიო ბაძაღუა

3. 20 წლის ვარ აფხაზეთიდან

4. პროფესიით ვარ საავიაციო ძრავების ინჟინერი, ტექნიკური ექსპლუატატორი. მაგრამ სინამდვილეში ალბად მატორისტი გამოვალ.

5. ჩემი ცხოვრების აზრი არის იტალიური ავტომობილები, ცოტა იაპონური ავტომობილები, ევროპული ავტო ენჟინირინგი, იაპონური ტიუნინგი, ევროპული ოღონდ სერიოზული ტიუნინგი, ცოტა დრაგ რეისინგიც მაინტერესებს ოღონდ პროფესიონალურ დონეზე, კიდევ გამოჩნდება ალბად რაღაცეები.

6. ჰობის რაც შეეხება: პორნოგრაფია, სექსი, იაპონია, ფოტოგრაფია, ქუჩის გონკები, თამბაქოს ნაწარმი, ფრჩხილების გადაჭრა მარჯვენა ხელზე, კიდევ ბევრი რამე მაგრამ ყველაფერი არ არის საჭირო აქ რომ ეწეროს.

7. მუსკა: Uriah heep, Doors, Rolling stones, Slade, Pink flyd, Supermax, Deep purple, Sektor gaza, Ringo star, moby, radiohead, Depeche Mode, Red hot chili pappers, KOЯN, Lenny Kravitz, Eagle Eye Cherry, Soulfly, Therion, Dimmu Borgir, Gorgorith, Cradle of filth, Theatre of tragedy, Canibal corpse, (russian rock) ...

8. ჯერ არ ვმუშაობ, და რაღაც საქართველოში მუშაობის სურვილი არა მაქვს.

9. ცოლი არა და კარგა ხანი არც... (ერთი ქალი მყავს)

10. აქ იმიტომ შემოვდივარ რომ იქნებ რამეს საინტერესოს თვალი მოვკრა ფოტოგრაფიის შესახებ, რამე ვისწავლო, ჯერ მახინჯ სურათებს რომ ვიღებ იმიტომ, ღმერთმა ქნას მომავალში გადავეჩვიო მახინჯ სურათებს, ვნახოთ...
SAliii
სალი ქველიძე. 19 წლის biggrin.gif . ვსწავლობ უცხო ენებში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ამ საიტზე მოვხვდი ANUKA-ს მეშვეობით biggrin.gif....ფოტოგრაფია ყოვეთვის მაინტერესებდა , მაგრამ გადაღება მხოლოდ ეხლა დავიწყე და პირველ ნაბიჯებს ვდგავ biggrin.gif.... თუმცა ფოტოგრაფიაზე მეტად და შეიძლება ითქვას ცხოვრებაში ყველაფერზე მეტად მუსიკა მიტაცებს... მოკლედ რომ ვთქვა MUSIC is my life tongue.gif .... ვუსმენ ელეკტრონულ მუსიკას. მიყვარს ასევე ელეკტრონული მუსიკის კეთება (მიქსვა) biggrin.gif ....ხოო, კიდე ვხატავ . ხატვის ნიჭი წინაპრებისგან მერგო smile_060.gif ....ჩემი ოცნებაა მქონდეს საკუთარი კლუბი სადაც მეგობრებთან ერთად დავუკრავდი biggrin.gif.... სხვა რა დავწერო აგარ ვიცი biggrin.gif... დაოჯახებული არ ვარ და არც შვილები არ მყავს biggrin.gif.

მადლობა ყურადღებისთვის biggrin.gif
zinzaga
ნინო თორია, 29 წლის
ვარ ვებ-დიზაინერი, და პროფესიული თვალსაზრისით მჭირდება წესიერი ფოტოები. სწორედ ამიტომაც ამ სიბერეში გადავწყვიტე კამერის ხელში აღება, მაგრამ ჯერ არაფერი გამომდისsmile.gif
nanukaa
smile_060.gif სახელი NANUKA
ვარ 22 წლის დავამთავრე ის რისი დამთავრებაც არ მინდოდა biggrin.gif ვმუშაობ იქ სადაც მუშაობა არ მინდოდა biggrin.gif ესეც ჩემი პატარა 22 წლიანი ტრაგედია biggrin.gifხო კიდე
zinzaga შენ არ იყოს მეც ბებერი მგონია თავი smile_060.gif
ინტერესთა სფერო : უბედურებაც ეგ არის უგზოუკვლო ვარ biggrin.gif
მიზიდავენ ლამაზი ვიღაცეები და რაღაცეეები biggrin.gif
ShenEntho
Hi, e.k.a.t.e.r.i.n.a! smile.gif

მოგესალმებით ბოკე-მამაცებო!

მართლაც,
მალვა რა სავარგულია?!

და ვიდრე გამო.ვ.ჩნ.დები,
მცნობ-მამაცთა გუნდს ვკრებ "პოზიტივის გასამჟღავნებლად". rolleyes.gif

დიაცები?
თუ ლომის ლეკვია, ok!
ბერძნებიც კი ყველაზე მამაც მცნობად "ეროსს" მიიჩნევდნენ!

შემომეხმიანეთ,
ფოტოგრაფებო, ვებ-დიზაინერ-პროგრამისტებო, პურ-ღვინოებო, უცხო[ენ]ელებო, ხლებ-სოლებო...

და, გამორჩევით, შენ!

"ყველა მცენარე მოცინარე,
მიმღერებულ-მოფერებული,
შენ კი სუყველას დაავიწყდი ფერისცვალა."


"შეუმჩნეველი
ორღობის პირად - არაუფერა
ღამით იშლება მთვარის შუქზე
ირმისრქისფერად"


და, გამორჩევით, შენ!

"მე ველი სასწაულს!"


P.S. e.k.a.t.e.r.i.n.a, შენ დაიფარე ShenEntho პოლიტიკისა და Shom-ისგან! biggrin.gif
MaRi
1. ნიკი - MaRi
2. სახელი, გვარი - მარიამ (უგვარო smile_060.gif )
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - ვსწავლობ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტეზე (მაღლივში smile_053.gif )
4. ჰობი - smile.gif
5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი - Z
6. "ოჯახური მდგომიარობა" - უქმარშვილო smile_060.gif
DADUNIA
რადგან რამოდენიმე ადამიანმა სახელი მკითხა )) ცოტა რამეს დავწერ ჩემ შესახებ )) ოღონდ სულ ცოტას

ნიკი: DADUNIA
სახელი: ია
პროფესია: მარკეტოლოგი smile.gif) ფინანსისტი, დავამთავრე CSB ))
ძირითადი საქმიანობა: ვმუშაობ ერთ-ერთ ბანკში საკრედიტოში ) როგორ მოვხვდი მანდ არ ვიცი smile_060.gif
ჰობი: ოო რაც შეეხება ჰობის smile.gif მიყვარს ცეკვა, კარგი მუსიკა smile.gif : სეირნობა ) მხატვრობა (ოღონს ჩემი არა smile_116.gif ) ფოტოგრაფია (ეგეც ჩემი არა rolleyes.gif ), მაიცათ ვიყიდო კარგი აპარატი biggrin.gif სულ მაგარ მაგარ რამეებს გადავიღებ smile_015.gif
სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი: თბილისი )))))
იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე: smile_038.gif ვინ მომიყვანს მე
DADUNIA
უი უი რეები გამახსენდა დამაცადეთ ესეიგი დავიწყო ))))))))))))))))))))))))


ესეიგი ვარ კოლხი : cool.gif biggrin.gif მიყვარს ღომი და ელარჯი smile_060.gif კიდევ მიყვარს პოეზია ))) (მუზა გამეხსნა) დოსტოევსკი. ხოხ დათა თუთაშხიას ფანი ვარ მაგალითად )) კიდევ ძალიან მიყვარს ყვავილები biggrin.gif ვინც ჩემ სიგრძე ვარდს მაჩუქრბს ცოლად გავყვები smile_116.gif ჯერ ჩემმა შეყვარებულმა ვერ იშოვა და საქმე გადახედვის მპროცესშია 2 წელი მაქვს ვადა მიცემული smile_060.gif
saradjev
1. ნიკი - saradjev

2. სახელი და გვარი - ლევან სარაჯევი

3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - პროფესიით ვარ გრაფიკოსი (ტელედიზაინერი) ჩემს ფუნქციაში შედის არხის გაფორმება

4.ჰობი - ფოტოგრაფია, ავტომობილები და კომპიუტერული ტექნოლოგიები (ფოტოგრაფიაში განსაკუთრებით მიზიდავს პორტრეტი და პეიზაჟი)

5. დაბადების თარიღი: 11 ოქტომბერი 1979 წ
Naniko
1. ნიკი - Naniko

2. ნამდვილი სახელი - ნინი, ვარ 18-ის

3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - ჯერჯერობით ვსწავლობ და წელს ვაბარებ.

4. ჰობი - ფოტოგრაფია. ჩემთვის დიდი<ხანია ვიღებ, მაგრამ ბოკეზე სულ 2 თვეა რაც გავწევრიანდი და ეხლა ციფრულით მიწევს გადაღება, თუმცა ფირის ფოტოგრაფია უფრო მიზიდავს. biggrin.gif

5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს - არ მინდა, 10X biggrin.gif

6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":) - ნუ... ხო smile.gif
PINK_FLOYD
მე ვარ ... ...!
ინტერესები_მუსიკა, მუსიკა და მუსიკა
ვსო!
Gvanc_A
1. ნიკი : Gvanc_A
2. სახელი, გვარი : გვანცა გოგავა
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა : ჯერ კიდე სკოლაში ვსწავლობ (6 სკოლაში, ბროსეზე)
smile_046.gif
4. ჰობი : ფოტოგრაფიიის გარდა ბევრი რამ biggrin.gif photo.gif
5. მისამართი: პეკინი!!! smile_116.gif
BACHO_666
ME VAR BACHO, ARC POTOGRAPI DA ARC MOYVARULI AN RAIME MAGDAGVARI AR VAR UBRALOD ERTI GOGOS GASACNOBAD DAVREGISTRIRDI IMEDIA BOKE MAINC DAMEXMAREBA DA ERT GACHIRVEBUL DA UBEDUR ADAMIANS COTA GAUMXIARULEBS CXOVREBAS rolleyes.gif
Snikersa
მე ვარ გიორგი გამყრელიძე
ეხლა გამიტაცა ფოტოგრაფიამ მაგრად მევასება სპორტული მანქანები და უსწრაფესად სიარული რასაც ჯერჯერობით ვახერხებ მყავს საკუთარი სპორტული ავტო და მაქვს საკუთარი კლუბი ეს საიტი ძაან მაგარია საქართველოში არ არსებობს ესეთი საიტი და ამის შემქმნელებს მადლობა დიდი
marikusa
მე ვარ მარიკუსა
მარი გაგანაშვილი, დავიბადე ქ. თელავში 1980 წლის 30 მარტს, ახლა 26 წლის ვარ. პროფესიით პედაგოგი, თუმცა ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. ვმუშაობ სახელმწიფო სამსახურში (ოპერატორი).
ეს საიტი ჩემა მეგობარმა მაჩვენა, სულ ახალბედა ვარ, გუშინ გავწევრიანდი და ერთი სურათიც დავაგდეsmile.gif)). ჩემი ჰობია ფოტოგრაფია, კარგი მუსიკა, ჯანსაღი იუმორი, კითხვა და ა.შ. ჯერ ნაკლებად მაქვს სურათები, იმედი მაქვს შემდგომში სერიოზული ნამუშევრებიც მექნებაsmile_116.gif ვარ გასათხოვარიsmile.gif)))
რამდენი ვილაპარაკეsmile.gif)))
ძალიან კარგი საიტიაsmile.gif) დიდი მადლობა საიტის ავტორებს, ვუსურვებ დიიიდ წარმატეტებსsmile.gif)




ამ განყოფილებაში ფოტოს ატვირთვა არ შეიძლება.
ketevano
ქეთევან, ქეთი მეგრელიძე, 21 წლის
პარამეტრები და მისამართ/ტელ.ნომრები არაო ხო? tongue.gif
ვეუფლები ეკონომიკასა და ინფორმატიკას ერთად, როგორო არ მკითხოთ, იქაც არ იციან smile_116.gif

როგორც ვიტყვი ხოლმე just love life , მუსიკის გარეშე გამიჭირდებოდა, ვუსმენ განწყობის მიხედვით თითქმის ყველაფერს, უპირატესობას ვანიჭებ ელ.მუსიკას და როკს, ცოტას წავიფსიქოლოგებ ხოლმე, მაგრამ რომ ჭედავენ ისე არა tongue.gif
მიყვარს საერთოდ ხელოვნება და წიგნები, ხოდა კიდე სპორტული მანქანები.....ვგიჟდები ცურვაზე, ბავშვებზე და ჭრელ ფერებზე, მიყვარს ბუნება...და კიდე 10000 რამ smile.gif
ხო, მადე ინ ტიფლის rolleyes.gif

ბოკე-ს შესახებ ნათლიაჩემისგან გავიგე, რომელიც მხატვარია, ფოტოებს ბავშობიდან იღებს, დამანათლა ხელოვნების სიყვარული, მაგრამ უნიჭო ვარ ფრიად და სხვათა შემოქმედების ცქერით შემოვიფარგლები smile.gif

მე მაპატით ამდენი სიმბოლოს გამოყენებისათვის
გმადლობ, ვინც დამდო პატივი და ჩემი ჯღაბნულა წაიკითხა smile.gif


e.k.a.t.e.r.i.n.a, 1 წელია ეს თემა არსებობს! smile_116.gif
be_qa
კიდევ ერთხელ გავასუფთავებ ოფტოპიკებისგან იმედია საბოლოოდ,
Torquado
მე გახლავართ თამარ საბახტარიშვილი იგივე თამუნა იგივე თამარა იგივე ბაკო და ა.შ. biggrin.gif ჩემს სახელებს მეთითონ ვეღარ ვითვლი tongue.gif
ვარ 25 წლის (თუმცა როგორც ქეთი მელუა გვიმღერის - feelin 17)... ოთხი თვეა რაც სამშობლო დავტოვე და ოკეანის გაღმა გავეშურე მეუღლესთან..
ფოტოგრაფოა ჩემი ჰობია და ჯერ ასე ვთვქათ ახალბედა ვარ ამ სფეროში ... ოდესმე მინდა რომ გავხდე პროფესიონალი...
მიყვარს მუსიკა - ის ჩემი ყველაზე დიდი სულიერი საზრდოა..
მიყვარს ის რაც უცნაურია და უცხოა...
კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია მაგრამ ამაზე გავჩერდები smile.gif

SABA
მოკლედ ასე... მე ვარ საბა ალელიშვილი 17 წლის.
ვცხოვრობ პლეხანოვზე...
ვარ რაგბისტი...
3 დღის წინ დავამთავრე 6-ე სკოლა და ეხლა ვაბარებ ESM-ში.
ჰობი: თხილამურები, ცურვა, ალპინიზმი, ფოტოგრაფია, მუსიკა და კიდევ რაღაც რაღაცეები biggrin.gif.
iako

Forum Member
Posts: 1,083


levaniii - 18 წლის
დავამთავრე 55 სკოლა. ეხა ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე და დიპლომატიაზე. მინდა გამოვიდე ელჩი ან ვიმუშაო გაეროში
ჰობი: ელექტრონული მუსიკა პირველ რიგში ელექტრონული მუსიკის კეთება, მიქსვა (dj). თხილამურები, მეგობრები რა თქმა უნდა მიყვარს წიგნების კითხვა ცნობილ პოლიტიკოსებზე.
სურათების გადაგება ყოველთვის მომწონდა მაგრამ აქამდე ვერ მოვაბი თავი.. ეხლა ვეცდები კაი ფოტოები გადავიგო

merci

ია PU....... დავიბადე 1987
Zლის ამჟამად ვარ N.Y-ში აქ ღამის 2 საათი ხდება ცოტა მეზინება wink.gif ჰობს რაც შეეხება: დავდივარ ზალიან ბევრს მაგაზიებში გავაკოტრე ჩემი ოჯახი სულ რაგაცას ვკიდულობ smile_116.gif და ზალიან მაინტერესებს Levaniiim სად ისზავლა ინგლისური გთხოვ გამცეს პასუხი ჩემ MAIL-ზე iako_1986@yahoo. com ან აქ kiss ყველას smile_062.gif smile_062.gif smile_062.gif
ertivinme
სერგი
28 წლის
სასწავლებელი ბოლომდე ვერ დავამთავრე მიზეზთა გამო და ვარ უდიპლომო ვოკალისტი.
წლების მანძილზე მთარგმნელი (ინგლისური)
მიყვარს ბუნება, სოფლის საქმე და ბევრი სხვა მსგავსი საქმიანობა.
ფოტოგრაფიაც და ვარ დამწყები მოყვარული... smile.gif
Ninie
ხომ... ჩემი ნიკია Ninie, სახელი და გვარი კი ნინო ოზბეთელაშვილი, წარმოშობით ვარ ქიზიყელი რითაც ძალიან ვამაყობ, ეხლა მოყოლას არ დავიწყებ რატომ იმედია საქართველოს ისტორია ყველამ იცით smile_116.gif , ვცხოვრობ უმაგრეს ადგილზე წყნეთში, რითაც ასევე ძალინ ვტრაბახობ, წყნეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ხმამაღლა ვაცხადებ ვ გ ი ჟ დ ე ბ ი წყნეთზე.
ახლა განათლება, ვარ გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრი, თუმცა ასევე ვარ ინფორმატიკის ბაკალავრი და გამოგიტყდებით პროგრამირება უფრო მიყვარს, მუშაობითაც ამ პროფესიით ვმუშოაბ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო სამართველოში პროგრამისტად (მთელი სტუდენტების ბაზა ჩემ ხელშია smile_116.gif). მანამდე მიმუშავია სკოლაშიც, მეცნიერებათა აკადემიაშიც და სარეკლამო კომპანიაშიც კი smile_116.gif.
ინტერესები: რადგან აქ ვარ ე.ი. მიყვარს ფოტოგრაფია და საერთოდ ხელოვნება, საქართველოს უნიკალური ბუნება, მუსიკა (თუმცა ძალიან კონტრასტული გემოვნება მაქვს), და ლიტერატურა.
ხომ მისამართს არ დავწერ (მერე წყნეთში შემაწუხებთ tongue.gif smile_116.gif )
ხომ სულ დამავიწყდა ვარ 25 წლის smile.gif
აი, ასე smile.gif
Nanee
Nanee, მარიამ ნანეიშვილი, 18 წლის, დავამთავრე 6-ე სკოლა (პეტრიაშვილზე) ვსწავლობ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მეტი რა გითხრათ smile_015.gif ხოო, ჰობები დამავიწყდა. .ფოტოგრაფია, წიგნები თხილამურები და კარგი მუსიკა. .
chamoxeuli bilbordebi
ნიკი : ჩამოხეული ბილლდბოარდები...

სახელი: სოფო...

მამის სახელი: ბილდბორდ დიდი biggrin.gif

ვსწავლობ გეპეიში ჟურნალისტიკაზე... ( ბეჯითი სტუდენტი ვარ, 27 საგანი მაქვს შეტენილი biggrin.gif )

ვიცნობ ფსიხადინოჩკას tongue.gif ( რა შუაში იყო ეხლა ეს?)

ვცდილობ ვიფოტოგრაფო, მაგრამ რაღაც არ გამომდის...

ხო... მაფანატებს კინოხელოვნებაზე... ( კინოკლასიკაზე)

ფოტოების სტილი, გოთი... მაგრამ აქ რომ დავყარო კაკ მინიმუმ 2 წლიან ბანს ავიკიდებ biggrin.gif

ვუსმენ მეტალს და ჯაზს ( ლოლ როგორ გავს ეს ორი განხრა ერთმანეთს, გაოცებული ვარ smile_060.gif )

ამჟამად გერმანიაში ვარ და მაინტერესებს რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ...

აგვისტოში ჩამოვდივარ და მაგრად, მაგრად მინდა ბოკელების გაცნობა...

და ნუ რაღა დარჩა...

ოცნება... საიდანაც ჩამომხიეს, ისევ იქ ამაკრან...

მგონი ამოვწურე?
Added @ [mergetime]1150873030[/mergetime]
ა ხო ეს ასაკი სულ მავიწყდება... 21 წლის ვარ და გოგო biggrin.gif
Mgeli
ილია რევია 27 წლის, ხარაკტერ ნორდიჩესკიი, ნე ჟენატ cool.gif

განათლება: BA - მათემატიკა, MA - ფინანსური მათემატიკა
პროფესია: ადამიანი-ორკესტრი
ხობი: წიგნების კითხვა, ლაშქრობები, მოგზაურობა, "რა, სად, როდის", შავ თეთრი ფილმები, ფოტოგრაფია, მუსიკით ტკბობა(ხმა-სმენა ტოტალურად ჭკა), აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებები, სამთო ველოსიპედი, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
Akaki Zerekidze
akakiarch 19 წლის
აკაკი ზერეკიძე დავიბადე ქ. თბილისში 1986 წლის 11 ივლისს გავიზარდე მანდ. დავამთავრე სკოლები 2. მერე შევედი სახვითი ხელოვნების კოლეჯში სადაც არქიტექტურას (ეცადნენენ)"მასწავლიდნენ":) ამჟამად ვსწავლობ ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე ვარ მე-3 კურსზე. მიყვარს არქიტექტურა (შემიყვარდა ძაან smile_116.gif) ვგიჟდები თევზაობაზე (შემიძლია მთელი დღე და ღამე ვითევზაო თან საჭმელსაც არ შევჭამ თუ კალმახზე ვთევზაობ biggrin.gif და თევზს საერთოდ არ ვჭამ) პოტოგრაფიის ისტორია დაიწყო მარტივად ფოტოაპარატი გამომიგზავნეს საფრანგეთიდან საჩუქრად და გავსინჯე "უცხო ხილი". მორჩა ......
P.S.
ცოლი არ მყავს და რათ მინდა?

..... და ვერ ვითან ავტობუსს ეს ისე biggrin.gif
_Mariami_
[ჩOLOღ=რედ] მე ვარ მარიამი 15 წლის. ვცხოვრობ კეკელიძეზე.
რა თქმა უნდა ვსწავლობ. ვსწავლობ 27ე სკოლაში. პლეხანოვზე.
ჩემი ჰობია:თხილამურები, ცეკვა, ცურვა(მაგრამ არ შეიძლება) და სურათების თვალიერება! smile.gif smile.gif
ხოო! მემგონი მორჩა biggrin.gif
ninka
მოკლედ.....



ნინი სარალიძე...
დავიბადე 1990 წლის 12 თებერვალს (ანუ 16ის ვარ)
ვსწავლობ David W. Butler High School-ში... 11-ში გადავედი... სკოლას ვერ ვიტან, ამიტომ გეგმის შემუშავებას ვაპირებ, რომ ავაფეთქო.... sad.gif
ფოტოგრაფია მომწონს ძალიან, მაგრამ ვერ ვახერხებ... ჩემი თავის მოდელი ყოველთვის მე ვარ.... რადგან ვიცი როგორი ემოცია მინდა წამოვიდეს ფოტოდან და ასევე, როგორ გადავიღო, მაგრამ ეს უკანასკნელი ძნელია....
ადვოკატობას ვაპირებ...
ხო სულ დამავიწყდა, ამერიკაში ვარ 19 თვეა....



მენატრებით........... sad.gif
gogann
1. ნიკი - gogann (დაოჯახებამდე ვიყავი ვან-გოგი, ცოლის მოყვანის შემდეგ გავხდი გოგ-ენი)

2. სახელი, ასაკი - გოგი, 39 წლის

3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - დამთავრებული მაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი; ვმუშაობ ერთ-ერთ სამეცნიერო-კვლევით ფირმაში.

4. ჰობი - ბუნებაში ხეტიალი, კაკტუსების შეგროვება, ფოტოგრაფია, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, მეგობრებთან ერთად დროს ტარება: ქეიფი, სიმღერა (ვიწრო წრეში).

5. ოჯახური მდგომარეობა - იხ. პუნქტი 1.
A.S.
ვინმემ რომ მკითხოს თითქოს მთელი დღე ბოკეზე ვატარებ არა და ეს ტოპიკი დღეს აღმოვაჩინე smile.gif. ბევრი წერა არ მიყვარს , ეს ჩემს ნიკზეც აისახება smile.gif

1. ნიკი - A.S.
2. აჩიკო სურმავა, 24 ივნისი 1980
3. ბაკალ. -- "გამ. მათემატიკა - საფინ. მათემატიკა"
მაგი. -- "CAD/CAM" და ამჟამად ამავე სპეციალობით ვმოღვაწეობ შვეიცარიაში.
4. მუსიკა "jazz, funk, soul...", ხატვა, ხაზვა, ჭადრაკი, მაგ. ჩოგბურთი, თხილამურები და ფოტო აპარატის წვალება
6. თავისუფალი ვარ ჩიტივით biggrin.gif
Margarita_bez_Mastera
ესეიგი
მე მქვია რუსა
ვცხოვრობ ვერაზე
ვარ 19 წლის
დავამთავრე კი არადა ვსაწავლობდი 53 სკოლაში მერე იქიდან გამომისტუმრეს და დავამთავრე 58 სკოლა კალათბურთის
ხოოდაა მერე ჩავაბარე თეატრალურში ეხლაც იქ ვსწავლობ
მიყვარს ბიორკი,ალმადოვარის ფილმები,პრეფერანსის თამაში და Fოტოების გადაღება (დიდი მადლობა ამისთვის დათო ცხადაძეს)
არ მიყვარს ქართული საეჭვო მუსიკა (ძებნილი აბრაზნი) კიდე არ მიყვარს ქართველი საეჭვო სასტიკობები
დაა ტვინის კუჩუმა
სვანგას ვიცნობ კიდე ჩემი დაქალია მწუ (ტაში)
Zenitidze
Margarita_bez_Mastera,
ხო ცხადაძე მაგარია, ეხლა სექტემბრიდან მეც უნდა დავიწყო მაგასთან სიარული...
ვერაზე ალბათ ბაქრაძელი ხარ "ჩავაბარე თეატრალურში", "მიყვარს ბიორკი,ალმადოვარის ფილმები", "არ მიყვარს ქართული საეჭვო მუსიკა (ძებნილი აბრაზნი) კიდე არ მიყვარს ქართველი საეჭვო სასტიკობები" -ს გამო smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif (თუ მაქ არ ცხოვრობ მოწოდებით მაინც biggrin.gif )
ninuka...
ე.ი. მე ვარ ნინო ლორთქიფანიძე smile.gif ჯერ მარტო საცოდავი 17 წელი მაქვს გავლილი(სხვა სიტყვებით რო ვთქვა, "ღლაპი" ვარ) smile.gif წელს ვაბარებ კავკასიის ბიზნეს სკოლასჰი (ალბათ არ იცით როგორი იმედი მაქვს რო მოვხვდები biggrin.gif )
მოკლედ ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვარ, რომელსაც ძალიან უნდა ფოტოგრაფიის სწავლა smile_015.gif ისე მიყვარს ყველაფერი "პონტაობის" და უსაქმურობის გარდა smile.gif
ხო, ვოცნებობ აზიის და აფრიკის დატვალიერებაზე (ოღონდ იმ გარანტიით, რომ კაციჭამიების მსხვერპლი არ გავხდები smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif
Anna Sulaberidze
როგორც ვატყობ აქ მე ყველაზე პაცუა ვარ.......სახელი და გვარი-ანნა სულაბერიძე.....დავიბადე 1991-ის 28 თებერვალს.........ვსცავლობ ლიცეუმში.....ჰობია-PოტოგრაPია,მუსიკა და მუსიკა..........დიდი ხანი არ არის რაც PოტოგრაPიით დავინტერესდი და რავიცი ვნახოთ რა გამოვაა biggrin.gif ..........მომავალი პროPესია-Pსიქოლოგიიიიიიი
Maniaki
ხოდა... რა დავწერო არ ვიცი

შოთა Hunterson ი

ვაა უკვე 4 დღეში 18 ის ვიქნები რა მაგარია smile.gif

ვსწავლობ თუ ფ მგონი B GAU ში ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში საამაყო მოსწავლე კაცი დაფინანსება კაცი გაუს სიამაყე smile.gif 2 კურსზე გადავედი

უბანები smile.gif ვერა. პავლოვი 1 სკოლა გამოვიცვალე ჯერ 53 დან კომაროვში გადავინაცვლე და დავამთავრე cool.gif

ეხლა რაღაც პროექტზე ვჩალიჩობ და ვსო ! ჰობი არ მაქ უჰობო ვარ
taboo
ლევან საცობ ლავრენტ ლეონტ ლევანის ძე კაკაბაძე
პროფესიით ბომჟი, სტუდენტი და smile_015.gif
დავიბადე 16 ივლის 11:30 წუთზე 19(ათას ცხრაას) არეულობაში

ჰობი: ფოტოგრაფია ფინანსები და საბანკო საქმის განხრით, ფეხბურთი რეგბის ბურთით ან პინგ პონგის ლაპტით (უკიდურეს შემთხვევაში ჭადრაკის დაფით ან ქვებით), მუსიკა არ მიყვარს, ვერ ვიტან რეპს, როგორ შეიძლება ადამიანმა მოუსმინოს რეპს, ლაქლაქებენ უაზროდ, (ხო ისე ვუსმენ რეპს) და საერთოდ ყველაფერს რაც ისმინება (ოღონდ აპარატით არა (მოსასმენი აპარატი მაქვს მხედველობაში (მხედველობაში და არა სმენაში))).

წიგნები: ვინი პუხი, მიკი მაუსის კომიქსები (სამწუხაროდ ბოლო ნომერი არ მაქვს ნანახი(თუ ვინმეს გაქვთ გთხოვთ გამომიგზავნოთ(მისამართს მოგწერთ PM-ში))), სუპერმენი, და ა.შ.

ვსწავლობ ბათუმის სახელმწიფო ვეფხისტყაოსნის ავტორის სახელობის საბომჟეთში (ყოფილი ბათუმის უშნოთა და კოჭლთა ხელოვნების ინსტიტუტი).

აჰა მორჩა... ჯერ ჯერობით გეყოფათ, თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი ბიოგრაფია ღრმად და ფილოსოფიურად ესთეტიკის განხრით გთხოვთ გადაიკითხოთ ხელახლა.

დიდი სიყვარულით ლევან საცობ ლავრენტ ლეონტ ლევანის ძე კაკაბაძე
Iki Bazadze
იკი-ირაკლი ბაზაძე თეიმურაზის ძე, დავიბადე 1985 წლის 7 თებერვალს ქალაქ თბილისში (ფილარმონიის გვერდზე რომ სამშობიარო აი იქ), ვსწავლობდი ბევრ სკოლაში, ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ სკოლაში შევედი 5 წლის, 4 კლასამდე ვსწავლობდი 1-ველ ექსპერიმენტალურში ,შემდეგ ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ საქართველოში მომხდარი არეულობის გამო წამიყვანეს მოსკოვში, შემდეგ ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ ცოტა რომ დაწყნარდა აქ სიტუაცია ისევ ჩამომიყვანეს, და ვსწავლბოდი 53 სკოლაში მეექსვე კლასიდან, 10 ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ გჰადავედი სპორტულს სკოლაში რომ გამოცდები თავიდან ამეცილებინა რასგან არ მეცალა სამეცადინოდ (ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ) ვიყავი საქართველოს ნაკრების წევრი 8 წელი წყალბურთში, მრავალი ტიტულის მფლობელი, 1 კვირის წინ დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვარ საერთაშორისო სამართლის მცოდნე (იდეაში) ასევე უმცროსი ლეინტენანტის წოდება მომანიჭეს, და ავტომატიც მასროლინეს რუსთავის პოლიგონზე. ხუთ აგვისტომდე ვსწავლობ კავკასიის ბიზნეს სკოლაში და იმასაც ვამთავრებ მალე, და ვიქნები მარკეტინგის სპეციალისტი. ვმუშაობ კერძო მარკეტინგულ კვლევით ორგანიზაციაში, ვარ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის "მოადგილე" სულ 4 თვეა რაც დავიწყე პირველი სამუშაო ჩემს ცხოვრბაში, ტაკს რაც შეეხება ინტერესის სფეროებს, ვცდილობ გადავიღო და გამომივიდეს ნორმალური ფოტოები, მგონი არ გამომდის sad.gif ასევე ვარ ფრენოლოგი, შემიძლია ავაფრინო თვითმფრინავი მაგრამ მერე ვერაფერს ვეღარ შეგპირდებით, ცოლი არ მყავს სამსახურში ბუღალტერმა მითხრა 30 წლამდე არ მოიყვანო თორე მანამდე მოგბეზრდებაო, არ მჯერა! უფრო ადრე მოვიყვან რომ ბავშვებს ბებერი მშობლები არ ყავდეთ, ვაი და 60 წლის ვარ და 10 წლის შვილი მყავს ინფაქტით რომ დავიბრიდო ვინ მოუვლის მერე?!!! ხოო კიდე მაინტერესებს ცურვა, თხილამურები, იარაღებიდან სროლა, ნადირობა. მინდა გავხსნა სარეკლამო სტუდია მაგრამ ფართი ვერ ვნახე დასაქირავებელი sad.gif მყავს 22 წლის ძმა. ხოო კიდე? ჰმმ 3 დღის წინ პატრულში მაჩვენეს, დიდი მადლობა პატრულს!!!! თუ კიდე რამე გაინტერესებთ PM-ში მკითხეთ.
bethoven
ლუდვიგ ვან ბეთხოვენი. დავიბადე ბონში, ფლამანდური წარმოშობის მუსიკოსის ოჯახში. ადრე ვისწავლე კლავესინზე, ორღანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა. 1781 წლიდან მუსიკაში ვმეცადინეობდი ცნობილი კომპოზიტორისა და ორღანისტის კ.ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები, ვარიაციები კლავირისათვის ე.დრესლერის მარშის თემებზე შევქმენი 1782 წელს. 1787 წელს ვეწვიე ვენას, სადაც ცოტა ხანს ვმეცადინეობდი მოცარტთან. 1789 წელს ვისმენდი ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში. 1792 წლიდან კი სამუდამოდ დავსახლდი ვენაში. აქ ვსრულყოფდი კომპოზიციის ოსტატობას ი.ჰაიდნის ხელმძღვანელობით. ჩემი მასწავლებლები იყვნენ ასევე ი.ალბრეხტსბერგერი და ა.სალიერი. მე მალე მოვიპოვე აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დამეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც ჩემთვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი დამთავრდა 1802 წელს. ამ დროისთვის შექმნილი მქონდა სიმფონიები: დო მაჟორი და რე მაჟორი, 17 საფორტეპიანო სონატა: "პათეტიკური" "სამგლოვიარო მარშით" "მთვარის პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი, სავიოლინო და სავიოლანჩელო სონეტებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი "პრომეთეს ქმნილება".
მეტად ნაყოფიერი გამოდგა ჩემი მოღვაწეობის შუა პერიოდი. ამ წლებში დავწერე ისეთი გენიალური ქმნილებები, როგორიცაა მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 სიმფონიები, მუსიკა გოეთეს ტრაგედიისათვის "ეგმონტი", ოპერა "ფიდელიო";
უვერტიურები: "კორიოლანი", "ლეონორა"-N1, N2, N3, ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის; საფორტეპიანო კონცერტები N4, N5 და სხვა.
1813-1817 წლებში შემოქმედებით დეპრესიას განვიცდიდი. ახ. აღმავლობა დაიწყო 1818 წლიდან და გაგრძელდა თითქმის გარდაცვალებამდე.
ამ დროსაა შექმნილი ჩემი უკანასკნელი 5 საფორტეპიანო სონატა, 5 სიმებიანი კვარტეტი, "საზეიმო მესა" და ჩემი შემოქმედებითი მწვერვალი მე-9 სიმფონია. ცხოვრების უკანასკნელი წლები გავატარე თითქმის სრულ სიმარტოვესა და სიღარიბეში.
Mariam Villy
მე ვარ მარიამ ვილი 17 წლის დავიბადე საქართველოში მაგრამ ოთხ თვეში ჩემ სამშობლოში ვბრუნდები ავოეეეეეეე biggrin.gif
მოკლედ ჩემი ჰობია კითხვა,ფოტოების გადაღება და მუსიკა
ვუსმენ გოთიკას და 60-70 ნებს.
მიყვარს როცა ადამიანის ნერვებზე ვმოქმედებ smile_053.gif smile_060.gif
კიდეეეეეეე რაღა გინდათ ეხლა აა? მეზარება წერა.


ამჟამად თავისუფალი ვარ smile_060.gif
ხვალ რუსთაველის მეტროსთან ვიდგები და ხელში მეჭირება ჟურნალი სარკე smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif (ვაი დედა რაკარგად ვარრრრრრრ)
Irakli Ivanidze
ika1_1 - - - ირაკლი ივანიძე 19 წლის
ვსწავლობ იურიდიულზე თსუ- ში ( მომავალი იურისტი smile_060.gif smile.gif smile.gif smile.gif
ჰობი - - ხატვა და ფოტოების გადაღება smile.gif smile_116.gif
anushkebi
ანა ზაზაძე ვარ 17 წლის ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში მოდელირებაზე, ვარ მეორე კურსზე. ჰობი_ რათქმა უნდა ხატვა, თხილამურები, ფოტოების გადაღება და კიდევ ვწერ ლექსებს და უახლოეს მომავალში ვაპირებ კრებულის გამოშვებას.
gabe
მე ვარ ლევან გაბელაია, ვარ 18 წლის, დავიბადე 1988წლის 14 აგვისტოს, ვარ მე-III კურსის სტუდენტი ტექნიკურ უნივერსიტეტში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე. ვმუშაობდი კომპიუტერულ გრაფიკ-დიზაინ სტუდიაში, და ტურისტულ კომპანიაში. ვარ პლეხანოველი. ჩემი ჰობია: ფოტო, მუსიკა, ადრენალინი, ექსტრიმი, კომპიუტერი, და რომანტიული საღამოები.
jonathan
ნიკი, სახელი: ჯონი, ელჩი, ლოსი, დათო smile_015.gif
ჰასაკი, თარიღი: 30 წლის, 30 დეკემბერი cool.gif
პროფესია: ვეკონომისტობდიsad.gif, ვიურისტობდი mad.gif , ეხლა ვდიპლომატობ unsure.gif ...
ჰობი: ვჭინკაობ სისტემატურად და თავდავიწყებით... rolleyes.gif
მისამართი: PM (იკითხეთ ვაჟა-ფშაველა) ninja.gif
ოჯახური მდგომარეობა: მარად შეყვარებული... wub.gif
Chipa
ჭიპა ვარsmile.gif დათო ჭიპაშვილი tongue.gif
ა სურათსაც დავაგდებsmile.gif მე და ჩემი პიპოtongue.gif

Tamuna Gogua
nanno_sweet - 14 წლის თამუნა, რომელსაც უყვარს სურათების გადაღება, მაგრამ ჯერჯერობით არანაერი ფოტოგრაფიული განათლება არა აქვს მიღებული biggrin.gif -ეს მე ვარ
s a f o
მოკლედ გადავხედე ყველას , წავიკითხე თითქმის ყველას ბიოგრაფია huh.gif
ხო და თავი ალკოგოლიკების ან ნარკომანების შეკრებაზე მეგონა , ერთმანეთს რომ უზიარებენ თავის გულის წადილს , დადრდს, სიხარულს , მოკლედ კარგი თერაპიის კურსია დღეს ისეთ ხასიათზე ვარ, რომ ნამდვილად უარს არ ვიტყოდი მაგ კურსის ჩატარებაზე smile.gif

ნიკი: s a f o
სახელი: სოფო, სოFა, ფოფა, საFო, სონიჭკა და ასე დაუსრულებლად იმპროვიზირებადი სახელი ააააააა.
დავიბადე თბილისში მგონი ნახალოვკაში თუ არ ვცდები 15 ივნისს .

ვცხოვრობ ბახტრიონზე დავამთავრე 162 -ე საშუალო სკოლა( (საჭადრაკო))

პროფესიით : არქიტექორი

ბავშობიდანვე ვაFანატებ Fოტოებზე (( დედაჩემის ბრალია)) ძალიან მიყვარსსსსსსსსს გადაღება, გადაღებულიც და ჯერ კიდევ დაუბეჭდავ დაუბადებელ გაუმჟღავნებელი Fოტუკები და Fოტუშკები !!!!!!!!

ვგიჟდები მუსიკაზე და ვაFრენ ცეკვაზეეეეეეეე .
ხო კიდევ მოგზაურობაზე, წანწალზე ოღონდ ფეხით!!!!!!!!!!!!!

არ ვიცი და მინდა ვიცოდე: თხილამურებზე დგომა, ((სნოუბორდზეც არ ვიტყოდი უარს)) ექსტრიმის დიდი მოყვარული ვარ!!!!!!!!
, ბილიარდის თამაშის ცოდნაც მინდა smile_053.gif ....... ეხლა არ მახსენდება კიდევ რისი ცოდნა მსურს! მოკლედ რაც არ ვიცი მინდა ვიცოდე rolleyes.gif
მიყვარს ფილოსოFია , მიყვარს წიგნების კითხვა, პოეზია, და ბევრი რამე მიყვარს მზე, ზღვა, მეგობრები, ადამიანები და ბოკელებიც კი smile_116.gif
ცხოველებიც მიყვარსsmile.gif)))))))))
ხო მოკლედ უაზროდ ვწყვეტ აზრს ვიცი , მაგრამ თუ მექნა საშუალება მერე შეგატყობინებთ კიდევ რაგაც რაგაცეებს!!!

This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.