Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ვინ ვინაა?
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
KRAFT
KRAFTI-ი, ნიკი შევარჩიე სრულიად უაზროდ.
სიტყვა, გერმანულად ნიშნავს ძალას, სიძლიერეს, რომ ვთქვა ამ თვისებით განსაკუთრებით გამოვირჩევი არ იქნება მართალი.
ვარ 32 წლის, მყავს 2 შვილი, უფროსი ბიჭი კონსტანტინე და
უმცროსი გოგო ანიტა...

პროფესიით: გერმანული ენის სპეციალისტი, ჟურნალისტი, PR-ის და საზოგადოებრივი კომუნიკაციების 'სპეციალისტი'...
ვსწავლობდი საქართველოს და ევროპის სხვადასხვა კუთხეებში.
ვმუშაობ ბევრს.

ფოტოგრაფია მიყვარს, მაინტერესებს, და ვირიცხები ფოტოგრაფიის მე-3 კურსზე.
ანუ გამოთქმა "სწავლა სიკვდიმდე შენიაო" ცოტა პირდაპირი გაგებით მაქვს აღქმული smile.gif

სასიამოვნოა თქვენი გაცნობა და ძალიან მომწონს ეს ფორუმი, აქედან გამომდინარე ვარ ხშირი სტუმარი...
POET_S
poet_s.......sopo miqiashvili
davamtavre 161-e skola
profesia-future rejisori(jer 1 kursze var)
18 wlis
daavadebuli var sajaro martoobit unsure.gif
miyvars.........e.........bevri ramit var gatacebuli......xandaxan saertod mgonia,rom gatacebuli var,miwidan........blink.gif biggrin.gif .......
at first,kino!..chemi cxovrebis mtavari azri da upirvelesi gataceba!..aranakleb miyvars poezia......vpoetob!..fotografiit 3-4 tvea davinteresdi,magram mgoni,seriozulad..........kidev miyvars adamianebi da cxovreba........chemi tavi da ravi kide........
mjera,rom xelovnebis simartle yofit simartleze magla dgas!..rom frena nado marto frenis sixarulistvis!..rom am frenis kaific vardnashia da......mtavari-rom "wutisofeli arc ise kargia da arctu ise cudi rogorc chven gvgonia"...
S_M
ხო ისა ახალის პონტში ვარ მე აქა და მაინც დავწერ რავიცი თუ საჭიროა rolleyes.gif

1. თვითონაც ხედავთ ჩემ ნიკს
2. ირაკლი ნადარეიშვილი tongue.gif
3. ვსწავლობ სკოლაში ეხ რა ვქნა მარა სკოლა ყველაზე მაგარია smile.gif სკოლას ვერ შეცვლის ვერც csb, esm, gau და ასე შემდეგ smile_060.gif
4. ჩემი ჰობია კოკაკოლის თავსახურების შეგროვება და 100 ცალს რომ შევაროვებ გადავყრი მერე ახლიდან უნდა შევაგროვო ხომ ეს ხუმრობით, ისე რავიცი CG ვაწვები (Computer Graphic) კიდე ხატვა, ხატვა მაგარი ვეშია
5. ვარ გასათხოვარი ჭაღარა, ცოლად მოვიყვანდი ასევე თეთრ თმიან მანდილოსანს

ხო მგონი მოვჩი იავიცი იავიცი
უი ასაკი დამავიწყდა 16 წლის ვარ unsure.gif

P.S იმედია მალე დავითრევ ფოტოაპარატს და შემოგიერთდებით თუ არადა ჯემალას დუბაიდან ჩამოუვიდა კარგი კალგოტკები თუ ვინმეს გინდათ PM
biggrin.gif
ametreveli
ნიკი-ametreveli
ავთო მეტრეველი 33 წლის.
პროფესიით კინოოპერატორი.
ფოტოგრაფია ჩემი მეორე პროფესიაა.
მაქვს ფოტოაპარატების კოლექცია და მივსდევ მეღვინეობას მხოლოდ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის.
მყავს მეუღლე და 5 წლის ნიკუშა. rolleyes.gif
Playa4life
ეს რაღაცით ბავშვობაში შევსებულ მეგობრობის დღიურს ჰგავსsmile.gif კარგია, დავიწყოთ


1)ნიკი-Playa4life
2) ნამდვილი სახელი და გვარი: გიორგი ფხაკაძე
3) პროფესია ნამდვილად არაფერ კავშირშია ფოტოგრაფირებასთან
4) ჰობი ტყე ღრეში ბოდიალი და აქედან მოდის ფოტოგრაფირებაც smile.gif

წლოვანებით მხცოვანი ვარ smile.gif შესხედაობით ახალგაზრდა დანარჩენი მერე smile_116.gif
anamch
ვოვოვოვ... შემთხვევით მოვხვდი ამ გაუგებრობაში.. ამ ფორუმზე საერთოდ..... მდააა მაგარი ხალხები ხართ..... ტაკ მომიწევს აქ გადმოსახლება....... smile.gif

ხო .. გამარჯობის თქმა დამავიწყდა.......

გამარჯობა ყველას......
nishno
1. NISHNO
2. სახელი, გვარი --- ვახტანგ ნიშნიანიძე
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა ---- საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. 1). tongue.gif <პოლიტიკა>. საქმიანობას რაც შეეხება პოლიტ. გაერთიანება ახალი მემეარჯვენეების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავჯდომარე. ვარ იმერეთის რეგიონში. --- 2) tongue.gif <ბიზნესი> მაღაზიათა ქსელი ფოტოსამყარო ქუთაისის მენეჯერი. www.photoworld.ge
4. ჰობი --- ფოტოგრაფია..............
6. ოჯახურ მდგომიარობa------ biggrin.gif უცოლო tongue.gif rolleyes.gif
KinGio
1) KinGio
2) გიორგი კარანაძე (ზედმეტსახელი: კარო) 22 წლის
3) იურისტი
4) ვმუშაობ მაღაზიათა ქსელში "ფოტოსამყარო", დიზაინერი
5) ჰობი - ინტერნეტი, ფოტოს გადაღება tongue.gif, ფსიქოლოგია...
6) უცოლო, უშეყვარებულო.. ერთი სიტყვით ქარივით თავისუფალიbiggrin.gif smile_060.gif
cqnapi
ტაკ... smile.gif
1. ნიკი - ცქნაფი
2. თამარ გეგუჩაძე; დავიბადე 1984 წლის 12 ივლისს, თბილისში
3. ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. განხრა - მთარგმნელი, თარჯიმანი. ვმუშაობ ტელეკომპანია "იმედში" მთარგმნელად და რედაქტორად.
4. ფოტოგრაფია (ვცდილობ დავეუფლო, ჯერჯერობით არაფერი გამეგებაsmile.gif ) და ბეეეეევრი ღიმილი biggrin.gif
5. იმედია არ მიწყენთ ტელეფონის ნომერს თუ არ დავწერ biggrin.gif
6. დაოჯახებული, უშვილო biggrin.gif
FRANCUJENKA
ნიკი ფრანცუჯენკა _ ალბათ იმიტომ რომ უკვე 11 წელია საფრანგეტში ვცხოვრობ

ანნა ( უცხებისტვის ) ანუკა ( სახლში ) ანუკი ,
ვარ 23 წლის ა 1982 წ 16 მარტი
საქმიანობა სტუდენტი- უცხო ენები ინგლისური რუსული ფრანგული ენები ეკონომიკის განხრით მაგრამ ვფიქრობ რომ შევიცვლი ფაქულტეტს ახლო მომავალში არ არის ეკონომიკა ჩემი საქმე.
თბილისელი
ჰობი ბევრი რამ

apachi
FRANCUJENKA - რაღა თბილისელი ხარ?
ტაკს დავიწყოთ ანგარიში
23 წლის 11 წელლი საფრანგეთშI
23-11 = 12
ამ თორმეტი წლიდაან მინიმუმ 6 წეი არ გაგაჩნდა საკუთარი ღირსება (ანუ იყავი ბავშვი რომელსაც საკუთარი ფასეულობები არ გააჩნდა და ვერ ანსხვავებდა თბილიის და ტყაჩირს tongue.gif)
დარჩა 6 წელი რომელიც გამოიყენე ჩამოყალიბებულიყავი პიროვნებათ და უკვე ნახევრად ჩამოყალიბებული გაიქეცი საფრანგეთში smile.gif)
ამდენი რეჩის მერე
შენ თბილისელი არ ხარ
პარიზელი ხარ მადაამ tongue.gif biggrin.gif
FRANCUJENKA
QUOTE(apachi @ Feb 20 2006, 04:33)
FRANCUJENKA - რაღა თბილისელი ხარ?
ტაკს დავიწყოთ ანგარიში
23 წლის 11 წელლი საფრანგეთშI
23-11 = 12
ამ თორმეტი წლიდაან მინიმუმ 6 წეი არ გაგაჩნდა საკუთარი ღირსება (ანუ იყავი ბავშვი რომელსაც საკუთარი ფასეულობები არ გააჩნდა და ვერ ანსხვავებდა თბილიის და ტყაჩირს tongue.gif)
დარჩა 6 წელი რომელიც გამოიყენე ჩამოყალიბებულიყავი პიროვნებათ და უკვე ნახევრად ჩამოყალიბებული გაიქეცი საფრანგეთში smile.gif)
ამდენი რეჩის მერე
შენ თბილისელი არ ხარ
პარიზელი ხარ მადაამ tongue.gif biggrin.gif
*




არა ნუ პირაპირ გამაოცე აჩი

კაი რა შენ მაინც თავი დამანებე გაუშვი მეგონოს რომ თბილისელი ვარ smile_060.gif

მაგს რო ვამბობ შენ უნდა ნახო ბიძაჩემის რეაქცია კაცი გიჟდება

როგორი თბილისელიგ ამოდიხარო smile.gif

მაგრამ შენ წარმოიდგინე რომ მაინც თბილისელი ვარ smile_060.gif
Chipa
smile_116.gif ნუ მე თქვენს ფორუმზე ახალი ვარ smile.gif დათი ჭიპაშვილი
ნიკი ვაბშეტა ჭიპა მაქ tongue.gif
პროფესია: დიზაინერი..
უბანი: ვაკე\--/
HUNTER
1. ნიკი HUNTER
2. სახელი, გვარი - გიგა თამაზაშვილი
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - გეოგრაფი, გარემოსდამცველი, გეოგრაფიულ მეცნირებათა კანდიდატი, ამჟამად ვმუშაობ GIOC-სპეციალობით
4. ჰობი - ნადირობა, სპელეოლოგია, ფოტოგრაფია.
ვარ 32 წლის!
levaniii
levaniii - 18 წლის
დავამთავრე 55 სკოლა. ეხა ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე და დიპლომატიაზე. მინდა გამოვიდე ელჩი ან ვიმუშაო გაეროში biggrin.gif
ჰობი: ელექტრონული მუსიკა პირველ რიგში smile.gif ელექტრონული მუსიკის კეთება, მიქსვა (dj). თხილამურები, მეგობრები რა თქმა უნდა smile.gif მიყვარს წიგნების კითხვა ცნობილ პოლიტიკოსებზე.
სურათების გადაგება ყოველთვის მომწონდა მაგრამ აქამდე ვერ მოვაბი თავი.. ეხლა ვეცდები კაი ფოტოები გადავიგო biggrin.gif

merci
Traveler
1. ნიკი - Traveller
2. სახელი, გვარი - იასონ ნაჭყებია (იკა)
3. ასაკი - ჯერჯერბით 23-ის ვარ smile.gif
4. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - საერთაშორისო სამართალი და პოლიტიკა, ინსტრუმენტული მუსიკა
5. ჰობი - თხილამურები
6. მისამართი - http://www.iason.ge
7. ცოლი არ მყავს tongue.gif შვილები არ ვიცი, შესაძლებელია

e.k.a.t.e.r.i.n.a
ეს თემა კარგი წამოწყებაა smile.gif და ისე პოილტიკასთან ჰობის ამბავში რა შეხება გაქვს?
Bidzia Babua
e.k.a.t.e.r.i.n.a,
ესე იგი აქ ჩემს შესახებ უნდა მოგითხროთ?
ასაკით ზოგიერთისთვის ბიძია მართლა შეიძლება ვიყო, თუმცა ბაბუობამდე შორია. ისე სულით ბიძია-ბაბუასავით ახალგაზრდა ვარ და ამდენ ერთაოზს რომ გხედავთ ერთად ერთობ გახარებული ვარ - ასე შეიძლება ქეც გავფრინდე! (ახალგაზრდებო თავი შეიკავეთ გაცვეთილი, უცენზურო ხუმრობა-წამოძახილებისაგან!!!)... smile_116.gif
ისე 42 წლის ყოფილი ბიოლოგი ვარ, ამჟამად ვარ დაკავებული ბიზნესით, ხოლო გატაცებული ფოტოთი. სამწუხაროდ რაც დრო გადის სულ უფრო მიჭირს ფოტოსთვის დროის გამონახვა.
მეც თქვენსავით მიყვარს ხეტიალ-ბოდიალი, თხილამურები, თევზაობა, ბალახებში წამოკოტრიალება და მწვადების აშიშხინება, მოკლედ ბუნებასთან სიახლოვე, რაც ძალიან მაკლია. მიხარია როდესაც ვათვალიერებ თქვენი გასვლების სურათებს და ვრწმუნდები, რომ დღესაც უყვართ ახალგაზრდებს აზრიანი გართობა და ჯანმრთელი დასვენება.
ვინ იცის... ქნებ როგორმე მეც შემოგიერთდეთ ჩემს გოგონებთან ერთად...smile.gif
BAKSA
ბექა ლორთქიფანიძე. ვარ 18 წლის. ვსწავლობ კავკასიის ბიზნეს სკოლაში, მეორე კურსზე. ვცხოვრობ ვაკეში, ფალიაშვილზე. რო გითხრათ აპარატს ხელიდან არ ვაგდებთქო მოგატყუებთ, მაგრამ ხანდახან ვერთობი გადაღებით. ვფიქრობ რომ არსებობს ბევრად საინტერესო რამეები ვიდრე გადაღება(ჩემი სუბიექტური აზრი). მიყვარს მუსიკა. ვუსმენ: techno, house, lounge, acid jazz, ambient, chill out-ს და კიდევ ბევრ რამეს. ჩემი ჰობია ელექტრონული მუსიკის კეთება რასაც ჩემი თავისუფალი დროის 90% ეთმობა. უსაყვარლესი კომპოზიტორია გია ყანჩელი. ვუკრავ tam-tam-ზე და სხვა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. მიყვარს სიმღერა.
Lochinvar
Ladies and Gentlemen,

I am Vikram from India,presently doing my masters in UK. I love books,music,movies,food,motorcycles,dogs,guns,huntig,horses,touring,learning new culture and most importantly make friends from all corners of our tiny planet.There is little in the world that does not interest me.Single, unanchored, and drifting through life, seeking life's meaning and purpose.

Best.
NeoArt
ნიკი - NeoArt
სახელი და გვარი - ილია ზაქარაია
ასაკი -25 ცლის
პროფესია - არქიტექტორ დიზაინერი
ჰობი- უკვე პოტოგრაფია, ზაფხულში ცურვა, ზამთარში სნოუბორდინგი, დანარჩენ დროს სიცჩქარე
e.k.a.t.e.r.i.n.a
Lochinvar,
Welcome smile.gif

Traveller,
QUOTE
e.k.a.t.e.r.i.n.a
და ისე პოლიტიკასთან ჰობის ამბავში რა შეხება გაქვს?

თუ ჰობის განვიხილავთ მხოლოდ როგორც სასიამოვნო გატაცებას, მაშინ არ გამოვა პოლიტიკის ჰობიში გაყვანაbiggrin.gif
მაგრამ თუ ჰობი ინტერესის ის სფეროა, რომელიც შენს ძირითად საქმიანობას არ წარმოადგენს, მაგრამ რაც მუდმივად გინდა არ გინდა, გაინტერესებს, მაშინ პოლიტიკა ჩემთვის უპირველესი ჰობი გამოდისsmile.gif

Bidzia Babua,
QUOTE
იქნებ როგორმე მეც შემოგიერთდეთ ჩემს გოგონებთან ერთად...

როცა გენებოთsmile.gif)))
Oto
ოთო კერესელიძე. ვარ 18 წლის. ვცხოვრობ ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე. ვსწავლობ კავკასიის ბიზნეს სკლოლაში. დავამთავრე 55-ე სკოლა. მიყვარს სპორტი, მუსიკა და წიგნები. მიყვარს ავტო სპორტი, რაგბი და თხილამურები. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ავტო მბრბოლელი და არა ბანძი კასკაძიორიsmile.gif ვუსმენ house, chill out, lounge, ambients. თავისუფალ დროის 80% პროცენტს ვატარებ ძმაკაცებთან ერთად დანარჩენ დროს კი ვუსმენ მუსიკას და ვკითხულობ საინტერესო წიგნებს.
Boker
ზურაბ ბოკერია
32 წლის
ვარ დიპლომით პროგრამისტი. თვითგანათლებით კი პერსონალური კომპიუტერების და სპეციალისტი
მაქვს საკუთარი კომპიუტერულ-ელექტროტექნიკური მცირე ფირმა
მყავს 3 შვილი
ფოტოგრაფიით ვერთობი
მიყვარს სპორტი და დარბაზში ვთამაშობ მინი ფეხბურთს (წვივების და კოჭების მტვრევის სპეციალისტი ვარ)
თბილისელი
n.n.n.
.n.n.n. ანუ ნინა

პროფესიით ჟურნალისტი, ფინანსისტი, ვსწავლობდი NY-ში. ვმუშაობდი ტელევიზიაში ასევე ჰუმანიტარულ პროექტებში .

მიყვარს ფილოსოფია, ფსიქოლოგია და უპასუხო კითხვებზე პასუხების ძებნა smile.gif კითხვა, ცურვა. მაქვს უსაოცრესი იუმორი რომელიც მარტო მე მესმის და სხვა ყველას წყინსsad.gif

ფოტოგრაფიით 1 თვეა დავინტერესდი და მგონი სერიოზულად, იმიტომ რომ ჯერ არ მომბეზრებია rolleyes.gif

ხო ვარ 27 წლის, მყავს 1 შვილი smile.gif
ketusha
ეხლა აღმოვაჩინე ეს განყოფილებაbiggrin.gif
მე ვარ ქეთა ახობაძე 17 წლის(ანუ პატარაsmile.gif)დავიბადე 1988 წლის 13 ივნისს და ვგიჯდები ჩემ დაბადების დღეზეsmile.gifდავამთავრე მე-2 ქართული გიმნაზია ყოპილი მე-6 სკოლა.ახლა ვსწავლობ სტუში:(PR ალბათ ბევრ არ გეცოდინებათ რა არის pr მაგრამ მინდა გითხრათ რომ ძალიან საინტერესო სფეროა და უფრო კარგად რომ გამეგო რა არის მაგიტომაც ჩავაბარე.ისე ვარ პირველ კურსზე.
მიყვარს ფოტოების გადაღება და არა მარტო გადაღება არამედ პოზიორობაცsmile.gifასევ მიყვარს ცურვა საერთოდ წყალი და განსაკუთერეებით ზღვა,ცეკვა მუსიკის მოსმენა და მიყვარს გართობა საერთოდ.
ქმარი და შვილები არ მყავს smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif
ELENE
me var elene imnadze 18 clis ,davibade 1987 clis 6 dekembers!davamtavre 55 skola!exla vscavlob ketushastan ertad PRze!bolo ori tvea rac dzalian shemiyvarda potoebis gadaxeba smile.gif vgijdebi zapxulze, zxvaze da cekvaze rolleyes.gif daojaxebuli ar var smile_060.gif
tatuna
გამარჯობა!!!
თათუნა ვარ , დავიბადე 1985 წლის 18 აპრილს,თბილისში. პროფესია??? იმდენი ვიფიქრე ჩაბარებასთან დაკავშირებით რომ რა ვიცი, კონსერვატორიაო,თეატრალური ინსტიტუტიო , საბოლოოდ კი თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტზე ამოვყავი თავი, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ჩემი საბოლოო გაჩერება!!! biggrin.gif tongue.gif
ჰობი იმდენი მაქვს ,რომ ჯობია არ ჩამოვთვალო, ისე კი ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს და ვცდილობ ამ ბევრ რამეში გარკვევას , საბოლოოდ კი ვერაფერშიც ვერ ვერკვევი smile.gif tongue.gif
ფოტოგრაფია არის ის ,რაც ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა აპარატი ხელში არც თუ ისე დიდი ხნის წინ ავიღე!!!
ქმარი და შვილები არ მყავს, არც საკუთარი და არც ნაშვილები!!! smile.gif
Sue
მე მართალია ახალი ვარ, მაგრამ მაინც დავწერ ჩემს შესახებ. იქნებ ვინმეს დააინტერესოს.

apachi -ის არ იყოს მეც ქუთაისში დავიბადე, ოღონდ მხოლოდ წელიწად ნახევარი ვცხოვრობდი იქ.

დავამთავრე 12 კლასი, მაგრამ ვსწავლობდი 11 წელი.

მქვია მირანდა... Sue - ამერიკაში დამარქვეს ხვეული თმების გამო (ფილმი - "ხუჭუჭა სიუ"/"Curly Sue").

ვსწავლობ საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში. ვარ IV კურსის სტუდენტი.

ფოტოგრაფია, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ჰობია. ყველაზე მეტად მიყვარს თვითონ სურათის გადაღების პროცესი.

ფოტოგრაფიასთან ნაკლები შეხება აქვს, მაგრამ ადამიანების ფსიქოლოგიაზე დაკვირვებაც მომწონს. smile_116.gif

P.S. რჩევა: Never bite off more than you can chew smile.gif




Yngwie
აუ ყველამ დაწერა ვინაა და ტეხავს მე რომ არ ვთქვა... smile_015.gif
მე ვარ ლაშა მამათელაშვილი 19 წლის.... მუსიკოსი და ვებ დიზაინერი....
დავიბადე ქ. თბილისში..
3 წელი ვსწავლობდი სამედიცინოზე მაგრამ მივხვდი ჩემი საქმე რომ არ იყო და ჩავაბარე გპი-ში ვებ დიზაინზე...(მართლია ვიცი უკვე ეს პროფესია მაგრამ დიპლომიიიიიი...!) biggrin.gif

P.S. ვერ ვიტყვი ფოტოგრაფია ჰობია მეთქი იმიტომ რომ მინდა პროფესიონალი ვიყო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.... cool.gif
architeqt
მოგესალმებით ყველას.... smile.gif არქიტექტორი 23 წლის... rolleyes.gif
Professional
ნოდარ დევიძე. 17 წლის. ვსწავლობ თეუსუ -ში 1კურსზე საბანკო საქმეზე.
ჰობი: თხილამურებზე/სნოუბორდზე სრიალი,ფოტოგრაფია და კარტინგი unsure.gif
Messerschmitt
ჰო, აბა მე და მაგდუს ვინ მოგვერევა?! smile.gif 88

რაგბი მიყვარს !!! smile.gif 88
Sofia
ესე იგი ახალი ვარ მაგრამ მაინც დავწერ.... ამდენმა კაცმა დაწერა და ბარემ მეც..........
Sofia! იგივე:
სოფო ყიფიანი!
16 წლის (ჯერ სულ პატარა biggrin.gif )
ვსწავლობ ჯერ ისევ სკოლაში.........
აზრზე არ ვარ რაზე ჩავაბარებ, და არც ვიტვირთავ ტვინს მაგაზე ფიქრით tongue.gif
ჰობი? ჰმ.. smile_015.gif მიყვარს ბევრი რამე, იმდენი რო ყველას ვერც ჩამოვთვლი და როც დავაპირო მაინც რამე დამავიწყდება. მაგრამ მაინც: მიყვარს მუსიკა ძალიან მაგრა, ფოტოგრაფია, გიტარაზე დაკვრა tongue.gif კიდე.. აი ხო ვთქვი დამავიწყდებათქოtongue.gif
მოდებატე ვარ კიდე და მიყვარს დებატი (ბევრს ალბათ არც ეცოდინება რა არი, ეგ არაფერი, ისე კაი რაღაცაა biggrin.gif )
რათქმაუნდა გაუთხოვარი და ჯერ არც ვაპირებ, არც შვილები მყავს და არც მაგას ვაპირებ ჯერ smile.gif smile.gif
მემგონი ეს იყო და ეს....
კიდე ჩემზე რა უნდა დავწერო, ესეც ბევრია მემგონი.......... tongue.gif
Sue
დამავიწყდა დამეწერა

დავიბადე 1985 წლის 25 მარტს.

ვარ 20 წლის (5 დღეში 21 წლის) tongue.gif

P.S. დიდი მადლობა e.k.a.t.e.r.i.n.a , რომ ეს თემა გახსენი. უფრო ახლოს "გავიცანი" ხალხი
nanuli
მე ვარ ლიკა გავაშელი biggrin.gif ვარ 19 წლის ვსწავლობ თეატრალურ ისტიტუტში
კინომცოდნეობაზე : )
მიყვარს კინო , მუსიკა , კითხვა : ) ვოტ ტაკ! tongue.gif
ხო დავიბადე 1986 8 ივნის და ზოდიაქოთი ვარ ტყუპი biggrin.gif
smile_060.gif
levaniii
levaniii - 18 წლის
დავამთავრე 55 სკოლა. ეხა ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე და დიპლომატიაზე. მინდა გამოვიდე ელჩი ან ვიმუშაო გაეროში biggrin.gif
ჰობი: ელექტრონული მუსიკა პირველ რიგში smile.gif  ელექტრონული მუსიკის კეთება, მიქსვა (dj).  თხილამურები, მეგობრები რა თქმა უნდა smile.gif  მიყვარს წიგნების  კითხვა ცნობილ პოლიტიკოსებზე.
სურათების გადაგება ყოველთვის მომწონდა მაგრამ აქამდე ვერ მოვაბი თავი..  ეხლა მინდა კაი ფოტოები გადავიგო biggrin.gif
 
merci smile.gif
likuna
გაუმარჯოს!
ესეიგიიი.... 1985 წლის 20 აგვისტოს, სამშაბათ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინე მე, ლიკა ალექსის ას. ჭალაგანიძე. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე კი ძალიან გამიხარდა და ბეეეეეევრი ვიტირე .....
ზოდიაქოთი ვარ ლომი და ჩემდა გასაკვირად, ზუსტად ვამართლებ ლომის (ზოდიაქოს) თვისებებს.
ჰობები და გატაცებები ოხრად, უზომოდ ბევრი. ამჟამად კი "მაქვს თვალს მიდებული ზენიტი (როგორც მინდა) " და ვჯახირობ რაღაცეებს rolleyes.gif
ხოო, პროფესიით ვარ წმინდა წყლის ისტორიკოსი და ასევე არა წმინდა წყლის დიპლომატი.
დაუოჯახებელ, დაუქორწინებელი, დაუქმარებელ და დაუშვილებელი

ვსიო,

მადლობთ ყურადღებისთვის !
LilacWine
ნუს, ანონიმუსობა კი მიყვარს ძალიან, მაგრამ PR-ის გარეშე ვერაფერს გახდები დღევანდელ დღეს... : )) ასე რომ:
თათული წერეთელი, 20 წლის, მომავალი (სულ რაღაც 3 თვეში) ფსიქოლოგი, ფოტოგრაფიით 2 წლის წინ დავინტერესდი, მაგრამ ორი-სამი ფოტოს გადაღების შემდეგ ინტერესი ჩაკვდა ეგრევე (მიზეზი: იხ. ჩემი ფოტოები) მაგრამ 2006 წლის 4 მარტს ისევ მოვკიდე ხელი ჩემ ძველ აპარატს (შედეგი: იხ. ჩემი ფოტოები) დავიწყე ზენიტით, ვაგრძელებ ნიკონით და ლეიკით დამთავრების იმედი მაქვს. : ))
სახლის მისამართი, ტელეფონი, single/married უკვე თქვენ აღარ გეხებათ.

პ.ს. LilacWine ვარ Jeff Buckley-ს და არა Nina Simone-ს ხათრით. smile.gif
Zenitidze
ხოოო ჩემი დროც მოსულაა...
ვარ დათა ჩახუნაშვილი, დავიბადე 1986 წლის 16 ივნისს, ისე მგონი 17-ში
1 წელია ზენიტიძეს მეძახიან და მანამდე ჩახო მეორეს
(ჩემზე დიდი ტყუპი ძმა მყავს და იმიტო). სხვათა შორის ძაან ბევრი მიცნოფს და ეგეთი რომელიმე თუ იქნებით მომწერეთ

ვსწავლობდი 53-ში, ეხლა სა"ექიმოზე" ანუ სამედიცინოზე --- აკადემიკოსობას ვაპირეფ smile.gif

ეხლა მგონი ვიწყეფ რადიოში მუშაობას ძაან საინტერესო პროექტზე
ფოტოგრაფიას ჰობის არ ვეძახი, --- უფრო მოწოდებას biggrin.gif
ვგიჟდები კალათბურთზე, 182 სმ-ი ვარ (1სმ მაკლია IVERSON-ამდე)

დაოჯახებული ჯერ არ ვარ. НАЛИТАЙТЕ გოგოებო biggrin.gif

ღადაობის პაპა ვარ (მამების მამა) და აბა თქვენ იცით, იღადავეთ ჩემთან ერთათ

P.S. ვარ ძაან მაგარი ეგოისტი.

მგონი უკვე მიცნობთ 5-იანზე არაა? ჰმმ.. : blink:
sabai
მე საბა ვარ . . . საბა შენგელია, ამბობენ მეგრელი ხარო, გვარი მეგრული მაქვს, მაგრამ წინაპრები სამტრედიელები არიან, ასე რომ გამოდის სამტრედიელი შენგელია ვარ, ყოფილხართ ვინმე სამტრედიაში? მე რამოდენიმეჯერ, რავიცი... ან არ მახსოვს ან დიდი არაფერი. ეს რაც შეეხება ჩემ გვარს, სახელი არ მომწონდა ბავშვობაში, ეხლა მომწონს ძალიან, " საბა " ისე ჩემ შვილსაც რომ საბა ერქვას მე არ ვიქნებოდი წინააღმდეგი.. ... და თქვენ?
დღეს 19 წლის გავხდი, ამბობენ წლოვანება ბევრს ნოშნავსო, იმასაც ამბობენ როდესაც წლოვანება არ გაქვს ისიც ბევრს ნიშნავსო, ჩემთვის წლოვანება არაფერს ნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენის ხარ მთავარია რა გიდევს თავში...
ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში მესამე კურსზე, . . . არ ვარ არც პანკი არც როკერი და არც ბომჟი, ძირითადად ეს კითხვები უჩნდებათ ხოლმე როდესაც გაიგებენ რომ აკადემიაში ვსწავლობ, არც გრძელი თმები მაქვს....
არ ვეწევი სიგარეტს smile.gif ეს კითხვა ხშირად ტაქსისტებს უჩნდებათ ხოლმე, სამწუხაროდ ვერ ვამართლებ მათ იმედებს. ერთხელ ვცადე მოწევა და თურმე უკუღმა მოვუკიდე, მოკლედ რაც არ მეხერხება იმას არ ვეკარები ხოლმე .
ვმუშაობ , ტელევიზიაში, და ამიტომაც სულ გადავეჩვიე ტელევიზორის ყურებას, ამ ოთკუთხედი ყუთის ატანა არა მაქვს. მაგრამ არავისთან თქვათ smile.gif
რას ვაკეთებ თავისუფალ დროს.... მმმმმ , არ დავდივარ დისკოტეკებზე, არ მიზიდავს, ვცდილობ უფრო სხვანაირად გავერთო, ნუ არ ვიცი როგორ smile.gif მაგრამ დისკოტეკების გარეშე, მიყვარს ფილმები და მუსიკა....
ღამე როდესაც არ მძინავს ძირითადად ვხატავ ხოლმე, ან ვწერ, ან ფილმს ვუყურებ ან მუსიკას ვუსმენ ან ვარსკვლავებს ვითვლი, ეს უკანასკნელი მოვიტყუე.... ხომ გითხარით არაფერია ტელევიზიაში კარგი თქო, უბრალოდ ბევრ ტყუილს სწავლობ, მე არ მიყვარს ტყუილი, არ მიყვარს ფეხბურთი, ყოფილი რაგბისტი ვარ, ეს " ყოფილი" -ც ტელევიზიის ბრალია... ( ძაLიან პატარა ვიყავი სამსახური რომ დავიწყე , შევეშვი სპორტს)
მაქვს ბევრი მიზანი, ცოტა ოცნება და უფრო ბევრი ფიქრები.
მოდით მიზნებზე და იმაზე თუ რა მინდა რომ ვქნა არ ვილაპარაკებ smile.gif
ვარ რომანტიკოსი, და ჩემთვის სიყვარული ყველაფერია, და მეყვარება ყოველთვის ის ვინც შემიყვარდება smile.gif
მე ჯერ ჩემი თავით არ ვამაყობ....

მინდა ვიამაყო...

ძალიან გამიხარდა რომ გამიცანითsmile.gif
მე კიდევ ის რომ თქვენ გაგიცანით.... შევხვდებით კიდევ smile_116.gif კითხები არ მოგერიდოთ biggrin.gif
zaza
გამარჯობათ... მე ვარ ზაზა ჯანეზავილი 23-წლის,ნიკით zaza... პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი... ამჟამად ვმუშაობ მაგრამ სამწუხაროდ არა პროფესიით... ჰობი- ბევრი მავს ყველა რო დავწერო მგონი გევრი გამოვა... ძალიან გამიტაცა ბოლო დროს პოტოგრაფიამ და ერტი კვირაა აღმოვაჩინე ეს საიტი და ძაან გამიხარდა... ბევრი საინტერესო და პროფესიული რცჰევა მივიგე უკვეე... გამარჯობათ ყველას... smile.gif
taboo
სახელი: ------
ასაკი: 21
ჰობი: ლოთობა
პროფესია: უსაქმურობა
ზედმეტსახელი: ტაბუ
ამჯამად ვცხოვრობ ბათუმში....
biggrin.gif If u smile everythin' will be fine...Just try...
chaPPek
ჰეე, ნუ ერთმა ადამიანმა მითხრა ძალიან ანონიმური ხარო და ეგრეც არ შეიძლებაო და შემაწუხა მეც სინდისმა smile_015.gif smile_015.gif
სახელი _ანუკა ნიკი _ chaPPek
გვარი __საჭიროდ არ მიმაჩნია საერთოდ ლაივშიi
დავიბადე თბილისში 198... და ამის მერე ვცხოვრობდი მოსკოვში და რუენში (საფრანგეთი). ვსწავლობ თსუ-ში და პირველკურსელი ვარა მარა არანაირი მნიშვნელობა მასაც ჩ. პირადა არა აქვს smile_060.gif smile_060.gif
ნუ , არა__პროფესია ინტერესნო მარა, თსუ - ნაკლებად, ოქტომბრიდან აუცილებლად მივდივარ აქედან და პარიზში, მოკლეედ, პარიზის ფოტოებით იმედია მოგამარაგებთ, ფოტო ჯერ არ დამიდია იმიტო რომ მე თვითონ ვერ ვამუშავებ, ანუ აზრზე არ ვარ და მინდა რო ჯერ გავერკვე smile.gif
ვგიჟდები კინემატოგრაფიაზე და მგონი ყველა კაი ფილმი მაქ ნანახი თუ რამე ისეთი ფილმი იცით რაც ნანახი არ მაქ, მითხარით და აუცილებლად.............. ნუ, საბაის სპასსსსსsmile.gif( for movie)
პ.ს. ”მარტორქაზე ნადირობა”______ მოკლედ, ფილმია ეგეთი, ჰოდა, მაგას თუ იპოვით სადმე ამ სამ განზომილებაში, მომწერეთ რააააsmile.gif
ნუ ოჯახური მდგომარეობა single:)
Natura
კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაsmile.gif კაი ხანია აქ აღარ შემოვსულვარsmile.gif

საბა, როგორ მესმის შენი, მეც სამხატვრო აკადემია დავამთავრე და ჩემთანაც იგივე შეკითხვების დასმა უნდებოდათ ხოლმე, რაზეც შენ წინასწარ გაეცი პასუხიsmile.gif და ბოლოს ხანდახან დასკვნა გამოჰქონდათ, რომ არ ვგავდი აკადემიის სტუდენტსsmile.gif იმიტომ, რომ პანკი, როკერი, ბომჟი და "გარეკილი" არ ვიყვაი smile_060.gif ისე, მაინც აქვს ამ ჩვენს აკადემიას, რაღაც განსაკუთრებული, რაც მე ძალიან მიყვარს და სადღაც მგონია, რომ მივიღე... თუმცა ეს განსაკუთრებული ზემოთჩამოთვლილი თვისებები ნამდვილად არ არისsmile.gif მეც ტელევიზიაში ვმუშაობ და მეც ვეღარ ვიტან უკვე ამ საშინელ ყუთსsmile.gif ასე, რომ ესეც მესმისsmile.gif კეთილი იყოს შენი აქ გამოჩენა, გამეხარდა, რომ კიდევ ერთი კარგი ადამიანი შემოგვემატაsmile.gif
GURU LI
GURU LI - ანუ მიშა მდინარაძე.
პროფესიით ვარ ექიმი, ყბა-სახის ქირურგი.
5 წელი ვმუშაობდი კომპანია რადიოსაქართველოში რადიოსადგურების "ფორტუნა" და "ფორტუნა+" პროგრამების დირექტორად. ასევე მქონდა 8 საავტორო გადაცემა.
ამჟამად ვმუშაობ ტელეკომპანია "მზე"-ში მუსიკალური სამსახურის უფროსად.
ვარ კომპოზიტორი

ფოტოგრაფია დიდი სიყვარულიაsmile.gif
rija
ხოო არ ვიცი უნდა დავწერო თუ არა აქ მარა მაინც დავწერsmile.gif
სალომე მქვია, ნიკი-რიჟა smile.gif ისე ცხოვრებაში ყველა რიჟას მეძახისsmile.gif ხოოო აქ რა მინდაა? უბრალოდ ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია. მარა მე ვერ ვარ ამ საკითხში ნიჭიერი და ამიტომ მხოლოდ ვათვალიერებ smile.gif ჩემი მეგობრების გადამკიდე ბოკეზე დღეში 100ჯერ შემოვდივარ smile.gif
ხო ვარ 17 წლის და ვსწავლობ csb-შიsmile.gif 1ელ კურსზე ვარ (მეორე წელია) :როლლეყეს:
ხოო კიდე რა დავწერო ? მიყვარს გამის ცხოვრება და ვარ ზედმეტად რომანტიკოსი თუმცა ამას ვერავინ ვერ ამჩნევს smile.gif ყოველშემთხვევაში ვცდილობsmile.gif
დაუოჯახებელი ვარ და მემგინი csb-ის გადამკიდე კიდე დიდხანს ვიქნები ესეsmile.gif
მოკლედ ეს ვარ სულ smile.gif
Natura
ეკატერინა, აბა-აბაsmile.gif მზიდან არ ვიცი რამდენია ბოკელი, ჩვენ მე რაც ვიცი, 5-6 ვართsmile.gif

QUOTE(IKI @ Apr 19 2006, 13:46)
Natura და ასეთი აღქმა რატომ ქონდათ აკადემიის სტუდენტების მიმართ? ანუ პანკობას, ბომჟობას და გარეკილობას ვგულისხმობ smile.gif  blink.gif
*



იმიტომ რომ ასეთი სტერეოტიპია ჩამოყალიბებული... თუ აკადემიის სტუდენტი ხარ უნდა იყო პანკი, ბომჟი ან გარეკილი... ეს სამწუხაროდ დამახინჯებული გაგებაა იმისა, რაც სინმადვილეში იყო აკადემია... ანუ თავისუფალი აზროვნებისერთ-ერთი მოთავე , ავანგარდის შემომტანი საბჭოურ რეალობაშიsmile.gif აკადემია იყო ბოჰემური კარგი გაგებით, ახლა უკვე თავისთავად ბოჰემურობა ნიშნავს ზოგიერთისთვის ზემოთჩამოთვლილ ცნებეს და ლოთობა ან აუდიტორიაში დალევა, ან დაუბანელი სიარული კიდევ თავისუფლებას (ნუ... ცოტა გავაზვიადეsmile.gif )... ჰოდა, ამიტომ 90 -იანი წლებიდან შეიქმნა რაღაც სტერეოტიპი აკადემიის სტუდენტისა... უფრო სწორად დამახინჯდა რაღაც-რაღაცეების აღქმა... არ ვიცი რამდენად გასაგებად დავწერე... დღეს რაღაც ვერ ვალაგებ აზრებსsmile.gif მოკლედ, ალხა რომ იგებენ რომ აკადემიაში სწავლობ ან სწავლობდი ეგ კითხვები უჩნდებათ რა... თუმცა მინდა გითხრა, რომ აკადემიას მაინც აქვს შემორჩენილი ის თავისი ნამდვილი სული და თვისთავად ჩემთვის არის ძალიან, ძალიან, ძალიან საყვარელი ადგილი სადაც ძალიან ბევრი რამე ვისწავლე... მთავარია სწორად გაუგოsmile.gif
beki
მე ვარ ბეკი და აი უკვე 17 წელია (მალე 18:P) მეძახიან ბეკის..რატომ მეძახიან ეს ცალკე ისტორიაა..წესით ეხლა csb-ში უნდა ვიჯდე და თავს ვაკლავდე, მაგრამ მე ამერიკაში წავედი სასწავლებლად 1 წლით და სულ რაღაც 37 დღეში tongue.gif ჩამოვალ...საერთოდ ფოტოგრაფია ძალიან მიყვარს, მაგრამ მე თვითონ არ მეხერხება სურათების გადაღება და იქედან გამომდინარე რომ აქ ჩემი მეგობრები არიან მეც ვაკომენტებ და ვტკბბები მათი ნამუშევრებით.....
მიყვარს ვარკვლავები, ყვავილები, ფეხსაცმელები და მწვანე ბალახი rolleyes.gif
მიყვარს მუსიკა, მოგზაურობა, კითხვა და კიდე ძაალიან ბევრი სხვა რაღაც...
აი ესე............... smile_015.gif
Added @ [mergetime]1145475131[/mergetime]
მიკა ბეკი გოგოს სახელიაtongue.gif.....
Roma
მე ვარ რომა ლომიძე, 18 წლის...
ვსწავლობ თსუ-ში, მედიცინის ფაკულტეტზე, მეორე კურსზე
ჰობი-რა თქმა უნდა ფოტოგრაფია, აგრეთვე ალპინიზმი, კლდეზე ცოცვა-ბობღვა
ინტელექტკლუბის(რა?სად?როდის?)თამაში....
მიყვარს როკი....
ძალიან მინდა გავხდე პროფესიონალი ფოტაგრაფი, და ავიდე K2-ზე....
vaga_bond
რაგაც ორიგინალურის მოფიქრებას ვცდილობ საკუთარ თავზე, მაგრამ არ გამომდის რაღაც smile_060.gif უინტერესოა რომ უნდა დაცერო ის რაც უკვე ატასჯერ დაიწერა tongue.gif
უბრალოდ ვარ ლიკა smile_015.gif წელს დავამთავრე "თეუსუ", ეხლა კი პრაქტიკა მაქვს ერთ ბიზნეს ორგანიზაციაში. მაინტერსებს ყველაფერი საინტერესო და ახალი smile_015.gif
Added @ [mergetime]1145608133[/mergetime]
კიიიიდევ, მიყვარს როკი biggrin.gif ფოტოგრაფია ( თუმცა ჯერ დიდი არაფერი გამეგება) smile_060.gif
იმედი მაქვს რომ ბოკე დამეხმარება უფრო მეტის გაგებაში. სულ რამდენიმე დღის წინ დავრეგისტრირდი და უკვე ძალიან მომწონხართ ყველაsmile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.