Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ვინ ვინაა?
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
www.boke.ge
მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით. smile.gif

ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...

მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........

.............

რაც შეეხება კითხვებს:
1. ნიკი
2. სახელი, გვარი
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა
4. ჰობი
5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროსsmile.gif
6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)

სხვა თუ რამე გაგახსენდეთ, თქვენც დაამატეთ DDDD.gif
e.k.a.t.e.r.i.n.a
e.k.a.t.e.r.i.n.a - ე.ი. ეკა ონიანი , 23 წლის, იურისტი (პროფესიით და მგონი მოწოდებითაცsmile.gif), ჰობი - ფოტოგრაფია (თუმცა პრაქტიკულად ნაკლებად ვახორციელებsad.gif((), პოლიტიკა (!), და სხვა ათასი სისულელე და სიჭკვიანეsmile.gif....

თუ რამე გამომრჩა, შემახსენეთsmile.gif

Nika
ნიკა ვარძელაშვილი. 31 წლის. პროფესიით მათემატიკოსი. ვმუშაობ ძირითადად ფინანსურ სფეროებში (ბანკები, ფონდები და სხვ.) ჰობი: ფოტოგრაფია, ჰაიკინგი (სიარული ბუნებაში), თევზაობა.
tamta
e.k.a.t.e.r.i.n.a,
კაი არ იტირო blink.gif
მე თამთა ვარ ბერძენაძე 21 წლის, სტუდენტი, საბანკო საქმეს ვეუფლები ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჯერ არ ვმუშაობ. ჩემთვის ჰობი ჩემი სპეციალობაა, შეიძლება ითქვას, რომ ბანკზე მაბოდებს! რაც შეეხება ჩემს აქ გაწევრიანებას, მართლა მიყვარს ფოტოგრაფია და ვწუხვარ, რომ მე არაფერი არ მაქვს აქ დადებული, მაგრამ ვიმედოვნებ_ ამის დროც მოვაsmile.gif ჯერ_ჯერობით კი თქვენ და თქვენს ნამუშევრებს ვგულშემატკივრობ!

ხო აღარ იტირებ e.k.a.t.e.r.i.n.a?! tongue.gif
GrigolS
მე ვარ გრიგოლ სიდამონიძე, 18 წლის. ვსწავლობ ბიზნეს-სამართალს, მაღლივში. ჰობია ფოტოგრაფია და მანქანები. სპორტზე დიდად არ ვგიჟდები (თუ ავტოსპორტი არაა biggrin.gif )
GJ.
e.k.a.t.e.r.i.n.a,

საინტერესო წამოწყებაა... იმედია სხვებიც აგვყვებიან...
ისე ეს ინფორმაცია წერია (უნდა ეწეროს) წევრების პირად Profile-ში...
ისე კითხვები რომ ჩამოგეყალიბებინა მემგონი უკეთესი იქნებოდა... smile_116.gif

მე ვარ გიორგი ჯაყელი, 26 წლის, მახტვარ-დიზაინერი, (პოლიგრაფია/რეკლამა)... ფოტოგრაფია ჩემთვის უფრო დიაგნოზია ვიდრე ჰობი.... smile.gif

e.k.a.t.e.r.i.n.a
QUOTE(GJ. @ May 20 2005, 19:13)
e.k.a.t.e.r.i.n.a,

საინტერესო წამოწყებაა... იმედია სხვებიც აგვყვებიან...
ისე ეს ინფორმაცია წერია (უნდა ეწეროს) წევრების პირად Profile-ში...
ისე კითხვები რომ ჩამოგეყალიბებინა მემგონი უკეთესი იქნებოდა... wick.gif

მე ვარ გიორგი ჯაყელი, 26 წლის, მახტვარ-დიზაინერი, (პოლიგრაფია/რეკლამა)... ფოტოგრაფია ჩემთვის უფრო დიაგნოზია ვიდრე ჰობი.... smile.gif
*



მართალი ხარ, და პროფილ-ში თითქმის არაფერი წერია.
Sopho Nadareishvili
ნიკი - Sopho Nadareishvili
სახელი, გვარი - სოფო ნადარეიშვილი
პროფესია, ძირითადი საქმიანობა - ხელოვნებათმცოდნე, ვდიზაინერობ ხოლმე smile_116.gif
ჰობი - ნუ ამას მგონი კითხვა არც უნდა, რა თქმა უნდა ფოტოგრაფია, თუმცა მარტო ამით არ შემოვიფაგრლები, მიყვარს ყველანაერი სიახლეები და მაქსიმალურად ბევრი ახალი და საინტერესო (მომავალში გამოსადეგიsmile.gif) ინფორმაციის მიღება.
ოჯახურ მდგომიარობა - ჯერ ჯერობით დაუოჯახებელიsmile.gif
apachi
მოკლედ... ვიწყებ გრძლად..
1982 წლის 27 სექტემბრის გვიანი ღამე იყო როცა ქუთაისის ერთ ერთ უძაანმაგრეს და კოლორიტულ უბანში, საფიჩხიაზე, დაიქუხა თოფმა, ამდროს მოევლინა საქართველოს ერთი დიდი და თავის ქალაქზე უზომოდ შეყვარებული ჭაბუკი არჩილ მიხაილოვიჩ გეგენავა, იგივე აპაჩით წოდებული,
დავამთავრე ქუთაისის არანაკლებ უძველესი და უძაანმაგრესი უბნის სკოლა, ჭომის 26 საშუალო სკოლა ხოდა ამის მერე სავლა გავაგრძელე ნ. ნიკოლაძის სახელობის ეკ. ლიცეუმში საკმაოდ პატარამ და ტანმორჩილმა, ესეიგი ლიცეუმი რო დავამთავრე მერე გავიფურჩქნე და ავიყარე ტანი რომელის შემდეგაც 6 წელი გავიდა და ახლა უკვე 1, 84 ვარ,
რაც შეეხება უნივერსიტეტს ესეიგი ვსწავლობ (ჯერ კიდევ) საქართველოს სუბტრ. მეურ. სახ უნიში (წელს ვამთავრებ) აგრ. სამრ. კომპლ. დარგ. ეკ და მართ. - -დამთავრების შემდეგ მექნება ეკ. მენეჯ კვალიფიკაცია,
ვმუშაობ ქ. ქუთაისის ადგ თვითმმ-ში დამლაგებლად (კომპ სისტემის), ესეიგი ფოტოგრაფია ჩემი ჰობია,
მიყვარს ხინკალი, მწვადი ხაჭაპური და კაი იმერული რვინო!..
ესეც ასთე........
e.k.a.t.e.r.i.n.a,
კმაყოფილი ხარ? biggrin.gif biggrin.gif
----------
ხო ისა.. დამავიწყდა...
ვარ პერსპექტიული სასიძო... მიცნობს ქუთაისის ნაღები საზოგადოება, და დაინტერესების შემთხვევაში შემეხმიანეთ!... smile_060.gif
Mao
MAO
მაია გოშაძე 42წ.
პროფესია- ჩოგბურთის მწვრთნელი
ჰობი-ადერენალინი
ფოტოგრაფიასთსან დამოკიდებულება შორეული biggrin.gif ძალიან მომწონს ძალიან მიყვარს ფოტოების თვალიერება და გარჩევა Rebeccaსთან ერთად smile.gif
Rebecca
Rebecca biggrin.gif
მარიამ ნანობაშვილი
სტუდენტი(Iკურსი)
ჰობებიდან ერთ ერთერთია ფოტოგრაფია biggrin.gif biggrin.gif
shanghai
Shanghai
ლაშა აბუსერიძე 20წ.
მრავალი სკოლის, ლიცეუმის, კოლეჯის, თუ უნივერსიტეტის გამოვლის შემდეგ ჩამოვაღწიე ჩინეთამდე, მეორეჯერ და ისიც სტუდენტად
ჰობი რა თქმა უნდა ფოტოგრაფია, მიუხედავად არაპროფესიონალიზმისა.
რაც შეეხება მისამართს, შანხაის მისამართი რო დავწერო, ბევრი სტუმარი მეყოლება ერთდროულად და ამიტომ საიდუმლოდ დავტოვებ smile_060.gif

p.s. მგონი ჩემი პირველი პოსტია
Shota Megrelishvili
ჩემზე უმეტესობამ ალბათ ბევრი იცის:
შოთა მეგრელიშვილი
26 წლის
პროფესიით - მაგისტრი მათემატიკაში
პროფესიული კარიერა - ასაკისთვის საკმაოდ დიდი: საინფორმაციო ტექნოლოგიების და მარკეტინგის ექსპერტი. ვმუშაობ მაგთიკომის მარკეტინგის განყოფილებაში. გამოვლილი მაქვს რამდენიმე პრესტიჟული კომპანიის სამსახური. მართვის და მენეჯმენტის კარგი გამოცდილება დაქვემდებარებულ სამუშაო ჯგუფებთან, მასს-მედიასთან, უცხოელ პარტნიორებთან. რამდენიმე ინტერნეტ-დიზანინისა და პროგრამირების კონკურსის გამარჯვებული.
ჰობი - კინემატოგრაფია, ფოტოგრაფია. ექსტრემალური სპორტი (ვარ ბაიკერ კლუბი "კამელოტის" ერთ-ერთი თანადამაარსებელი), წყალქვეშა სამყარო, სპორტი, ცურვა.
სახლის მისამართი კლუბის ბევრმა წევრმა იცის. ჩემი სახლის კარები ყოველთვის ღიაა ჩემი მეგობრებისთვის ფოტოკლუბიდან smile.gif
ოჯახური მდგომარეობა - დასაოჯახებელი, მაგრამ აპაჩის კონკურენციას არ გავუწევ, პირობას ვიძლევი biggrin.gif
ეს ძალიან მოკლედ ჩემს შესახებ (რომ ეკატერინემ ეხლა იმაზე არ იჩივლოს, როდის მორჩება ეს კაცი წერასო biggrin.gif )
amilaxvari
გიორგი მაჭარაშვილი
დავამთავრე Csb, ფინანსების განხრით, ვმუშაობ ბანკში (რომელ ბანკში ალბათ არ არის საჭირო).
მეორე პროფესიდ შეიძლება ჩაითვალოს ხალხური სიმღერა smile_116.gif, ვმღეროდი 15 წელი, სამწუხაროდ 3 წელია აღარ ვმღერი!
ჰობს რაც შეეხება ფოტოგრაფია, თევზაობა, ნადირობა, ხეტიალბოდიალი!
აა
უუ დაღლილი ვარ თუ რამე გამახსენდა კიდე დავწერ! smile_038.gif
Blakk
1. ნიკი - Blakk
2. სახელი, გვარი - Stanislav Kozliacovsky
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - Designer, Head Designer "Imedi" TV
4. ჰობი - Foto, Music
5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს - icq-3250945
6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე" - single
Beqa
Beqa - ბექა ონიანი, თითქმის 18 წლის, მომავალი იურისტი, სტაჟიანი მოცურავე smile.gif), ასევე მორაგბე...

ჰობი - მთაში ხეტიალი, სურათების გადაღებაც, ფოტოაპარატი თუ ჩავიგდე ხელში. biggrin.gif biggrin.gif

მიყვარს ჯაზი, Barry White, Michael Franks, Bobby McFarrin, El Jearou, და რა ჩამოთვლის კიდე ვინ...... ქართული ხალხური სიმღერაც, რა თქმა უნდაsmile.gif)

დაოჯახებული, რა თქმა უნდა არ ვარ, და ჯერ არც ვაპირებ biggrin.gif biggrin.gif
KARLLOS
შევეცდები მოკლედ მოგახსენოდ. არ მინდა ვინმემ თავის გამოჩენაში ჩამითვალოს, უბრალოდ დავწერ იმას რაც ვარ. ამავე დროს არ მინდა რომელიმე ჩემს საქმიანობას ვაწყენინო და გამომრჩეს.
მოკლედ კარლოსი არის დავით ელბაქიძე-მაჩავარიანი. არ დავიწყებ ისტორიის მოყოლას თუ რატომ ორი გვარი, არამგონია ვინემს აინტერესებდეს უბრალოდ ვიტყვი რომ ეს ორივე მშობლების გვარებია. 27 წელია ვამძიმებ ამ პლანეტას... ოფიციალური პროფესიები: საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი - დიპლომატია, სამართალცოდნეობა - სისხლის სამართალი, კრიმინალისტიკა ნუ ეს უკვე სხვა სფეროდან არის... სამუშაო სიტუაციები, დაწყებული სასცენო განათებიდან დამთავრებული სცენაზე გამოსვლებით (დიდი ხნის წინ). ჯურნალ კაკადუს თავდაპირველად ტექნიკური ჯგუფის ხელძღვანელი შემდეგში კი ტექნიკური რედაქტორი. გრძელდებოდა 3 წელი. დღევანდელი სიტუაცია. გრიბოედოვის თეატრი - დიზაინერ გრაფიკოსი. ძირითადი 5 წლის საქმიანობა პოლიგრაფია და კომპიუტერული გრაფიკა. პარალელურად ვმუშაობ მუსიკალურ ალბომზე (ეს სხვა სფეროა არ დავიწყებ დაკონკრეტებას). გატაცებები: ასტრონომია, ხეზე მუშაობა, ფერწერა, არქიტექტურა... საინტერესო სფეროები. მითოლოგია, დასხვა ხალხის რელიგიები. მათ შორის მკდვარი რელიგიები. განსაკუთრებით სკანდინავიური მიმდინარეობები (25 პროცენტი სკანდინავიური სისხლია ჩემსი და ამით არის ეს განპირობებული), ისტორია. ეხლა იმაზე თუ რა კავშირში ვარ ფოტოგრაფიასთან? ადამიანის დიდ ნიჭად მიმაჩნია მისი ხედვა და აღქმა, იმის აღქმა რასაც იგი თავისი ოლიმპიდან უყურებს... ეს ეხება ყველა ხელვნების დარგს რაც კი არსებობს. ფოტოგრაფია მიმაჩნია ხელოვნებად (მართალია მე ვაჩხაკუნებ, მაგრამ...) აქედან გამომდინარე მინდა ვცადო ამ ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდა.
ჰო რაც მთავარია დამავიწყდა მე უბრალოდ ადამიანი ვარ...
Vaso
ვასო გაბუნია
45 წლის
პროფესია _ ბიოლოგი
ვმუშაობდი პალეონტოლოგიაში, მოვიარე სსრკ_ს თითქმის ყველა გრძედი და განედი.
91 წლიდან ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის განყოფილება, სატელევიზიო სამსახურის უფროსი, სტუდია პილიგრიმის დირექტორი. დოკ.ფილმების სცენარისტი, რეჟისორი, ზოგჯერ ოპერატორი.

ჰობი და პროფესიები გადაჯაჭვული _ ეკოლოგია, ბუნება, ვიდეო და ფოტო გადაღება.

ინტერესები _ საიდუმლო ორდენები (ტამპლიერები, როზენკრეიცერები, შარაძეს არ გააგებინოთ _ მასონები), სიმბოლოები, რელიგიები და ტრადიციები, გეოლოგია, ასტრონომია, პოლიტიკა.

შესაბამისი ლიტერატურა+სამხრეთამერიკული და 20 ს. რუსული ლიტერატურა, ცალკე ედგარ პო. 60-80-იანი წლების როკი, ცალკე როჯერ უოტერსი, ყველანაირი ჯაზი და კლასიკური კლასიკა. იტალიური, რუსული და ქართული კინო.

ცოლი, ორი გოგო და ერთი შვილიშვილი. ცალკე კესო (Irish setter).
mika
მიკა ვერულაშვილი
21 წლის სტუდენტი ვსწავლობ სამედიცინოზე
ჩემი ჰობი არაა ფოტოგრაფია მაგრამ ყელას გონია რომ ასე არაა
კიდევ ვსწავლობ ანტროპოლოგიის ინსტიტუტში ფაკულტეტი პსყჩოლოგია)
მინდა გავხდე პსყჩიატრი
მაქვს დამთავრებული სამხატვრო 10წლედი(გრაფიკის განხრით) და ვაპირებდი აკადემიაში ჩაბარებას (მაგრამ გადავიფიქრე)
ჰობყს ზუსტი დეფინიცია არ ცივი ამიტომ რა დავწერო არ ვიცი :ლოლ:
tika M
მე ვარ თინათინ მაჭავარიანი 20 წლის.ვსწავლობ საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებზე(საბანკო საქმის განხრით).დავიბადე და გავიზარდე თბილისში. არ ვარ გათხოვილი მაგრამ მყავს შვილობილიsmile.gifრომელზეც ვგიჟდები და ისიც ასევე გიჟდება ჩემზე. მისამართები ალბათ არაა საჭირო. ჰობს რაც შეეხება მალე ვიბეზრებ ყველაფერს ერთადერთი რაც დიდი ხანი მიტაცებდა ჰერბარიუმის გაკეთება იყო.საკმაოდ დიდი კოლექცია მქონდა და ბოლოს ბიოლოგიის მასწავლებელს ვაჩუქ. ფოტოგრაფიით სულ რამოდენიმე თვეა რაც დავინტერესდი ისიც ჩვენმა მეგობარმა აილახვარმა დამაინტერესა smile_060.gif მოკლედ მგონი ბევრი და უაზრობა ვილაპარაკე rolleyes.gif
nachkebia
1. nachkebia
2. ვლადიმერ ნაჭყებია (ვენიკო) 22 წლის smile.gif
3. დიზაინი, ძირითადად ტელე და კორპორატიული დიზაინი.......ამ წელს მოვიგე 2 Promax BDA biggrin.gif biggrin.gif ფოტოგრაფია ჩემთვის იგივე დიზაინია ანუ ფოტოებს რო ვიღებ ისევ ჩემ საქმეს ვაკეთებ პრინციპში biggrin.gif
5. smile.gif)))))))))
6. კი ცოლი მყავს smile.gif
keta_
ქეთა გაბუნია(ვასოს შვილი)
19 წლის. დავამთავრე 6 სკოლა(პეტრიაშვილზე), ეხლა ვსწავლობ ენისა და კულტურის უნივერსტეტში(უცხო ენები, ვაკის პარკთან) ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე. ინტერესები: მუსიკა(ელექტრონული ანუ dance და როკი), კლუბური ცხოვრება, ისევ და ისევ ელექტრონული მუსიკის სიყვარულის გამო. ოცნება: წავიდე red hot chilli pepers, zemfira, deep purple კონცერტზე და ლონდონის კლუბ fabric_ში და მოვუსმინო რესიდენტ დიჯეის terry francis და freq nasty_ს, აქ კი იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ სად adjara music hall და სად ყველა ქლაბეირს საოცნებო fabric-ი. ფოტოგრაფია ჩემთვის ჰობი არ არის, მაგრამ რა არის მაგას ვარკვევ 1 წელია და რომ გავარკვევ გეტყვით biggrin.gif
Vanichkebi
1. ნიკი - vanichkebi
2. სახელი, გვარი - ვანიკო (ივანე) გოლიაძე
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - სტუდენტი (ტურიზმის მენეჯერი)
4. ჰობი - 1 ფოტოგრაფია
2 ავტო-მოტო (ოლდტაიმერები)
3 ფრენა ანუ N რაოდენობით ადრენალინი
4 სხვა და სხვა კოლექციები
5 პოეზია (სხვისიც და საკუთარიც)
6 მოგზაურობა
7 ასე შემდეგsmile.gif
ვუსმენ კლასიკურ როკს, ძირითადად PINK FLOYD-ს.
ვერ ვიტან რეპს, თან ქართულს ხო საერთოდ
დავიბადე 1983 წლის შემოდგომის ბოლო წუთებშიsmile.gif 30 ნოემბერს
smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif
kotetbeli
1. ნიკი -kotetbeli

2. სახელი, გვარი - კონსტანტინე იანტბელიძე, 24 წლის

3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - (ყოფილი მოკრივე-თბილისის ჩემპიონი,მაგრამ კრივში შემთხვევით მოვხვდი -გოგოს გულისთვის გამლახეს ერთხელ და... smile_116.gif )ფილოლოგი. ვსწავლობ ასპირანტურაში, ენის მეთოდიკის განხრით

4. ჰობი - არქეოლოგიური თხრები ადრე დილიდან გვიან საღამომდე smile_116.gif, ლაშქრობა, ფოტოგრაფია-ც smile.gif , პიქტოგრამები,იეროგლიფები, მკვდარი ენები smile_116.gif ნახირში სიარული(ფეხშიშველი), მუზზიკა და ქართული ცეკვა, რომლის დროსაც აუცილებლად მბურძგლავს smile.gif სცენარების წერა, ეჰ, დავიღალე წერით smile.gif ბევრი კარგი რამეა ამ სიაში
SaNi
გამარჯობათ! smile.gif
მე მამუკა გახლავართ, დავიბადე 1973წლის 11 თებერვალს.
ვარ დიზაინერი + უაპარატო ფოტო მოყვარული rolleyes.gif

თუ დამატებით ინფორმაცია დაგაინტერესებთ გზადაგზა მოგაწვდით.
ANUKA
ehh rogorc chans me kvelaze patara var ak,sul ragats 17is
mkvia anuka abesadze,cels vabareb kavkasiss biznes skolashi(imedia chavabareb).potograpiaa mikvars didi xania da ianvridan mokolebuli vcdilob patara gamocdileba mivigo.potograpia mainc hobit rcheba,iseve rogorc cekva.
uzomod mikvars txilamurebi da kvela extremaluri sporti
ocnebaa mkavdes sportuli moto
pantazia
გივი დათიაშვილი. დაბადების თარიღი: 28/09/1973; პროფესია: საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი; სამუშაო ადგილი: თურქეთის საელჩო საქართველოში. ვარ ფოტომოყვარული და სურვილი მაქვს გავიღრმაო ჩემი არცთუ ისე დიდი ცოდნა ამ სფეროში. ვარ მშვიდობის მოყვარული და არ მიყვარს უაზრო კამათი.
Guka_David Gilmour
ნიკი: გუკა-დევიდ გილმორი
სახელი, გვარი: გური(გუკა) გოლიაძე
დაბადების თარიღი: 1990 3 თებერვალი
გარდაცვალების თარიღი: ჯერ უცნობია smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif
საქმიანობა: ჯერ სკოლას ვერ გავცდი biggrin.gif
ჰობი: ჩემი ძმის გადამკიდე რა ჰობი უნდა მქონდეს თუ არა მანქანები და ცოტა ხანში ფოტოგრაფობასაც დამაწყებინებს თუ უკვე არ დავიწყე
Pink Floyd-ს მეც ვუსმენ და ვანიჩკები უკვე ჩემი გადამკიდე უსმენს მაგათ smile_060.gif tongue.gif
LeonARTo
სალამი ყელას,მე ვარ მხატვარი და ცოტასაც ვწერ,მიყვარს ყველაფერი რაც სილამაზესტანაა დაკავშირებული!!!
სასიამოვნოა რომ ამდენ ნიჭიერ ადამინს მოყრილი გაქვთ თავი!!!
გაიხარენიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიით smile.gif smile.gif
Olegito
mec chota davcer chemze tu sheidzkeba smile.gif

oleg tskitishvili, 26 chlis, 2 bavshvis mama, vmushaob dizainerad web-studiadhi, professia...xm biggrin.gif
var amjamat studenti ( scavlas me mgoni chovrebis bolomde ver davanebeb) mihvars fhotohelovneba, kompiuteruli grafika, musika - roki, pop -s ver vitan, curva kide, ho, mihvars
TAMAR_MEPE
მაშინ მე თეა ვარ,შოთაშვილი
დავიბადე-1975წ. 2 აგვისტოს
პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი
ჰობი:მუსიკა, მოგზაურობა,ფოტოგრაფია,კულინარია,
ოღონდ ნამცხვრები არა. ხატვა, ძერწვა, შუშის ჭურჭელის მოხატვა და ასე შემდეგ biggrin.gif
მომწონს გულწრფელ და თბილ ხალხთან ურთიერთობა.
თვითონ ემოციური და სენტიმენტალური ვარ.
არასდოს არ ვიბოღმები და 2 საათში გამდის წყენა .
სულ ეს იყო და თუ რამე გავიხსენე კიდევ დავწერ smile_060.gif smile_060.gif smile_060.gif
lolski
დავიტანჯე, ძალიან ნელა ტვირთავს ჩემთან mad.gif

me-lolski, 32yo, მყავს შვილი 11 წლის cool.gif , ვცხოვრობ შვეიცარიაში rolleyes.gif

PC games, Photo, Photoshop, Illustrator... ნელნელა ვითვისებ Flash-ს!
nini
ხო ეხლა მეც გაგეცნობით. ნინი კაკაბაძე, დავიბადე1987წ. 23 მარტს ვარ 18წლის დავამთავრე მედიისა და ტელე ხელოვნების კოლეჯი და ჩავაბარე თუ არ ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ეგ ჯერ არ ვიცი smile.gif ფოტოგრაფია ჩემ კოლეჯში ვისწავლე და ვარ მოყვარული ფოტოგრაფი.
ჰობი კლდეებზე ცოცვაა ასევე ვგიჟდები ველოსიპედზე მაგრამ ჯერჯერობით არ მაქ smile_053.gif . ხო ვუსმენ როკს როკს და კიდე როკს სხვას არაფერს. ი ვსიო ესა ვარ მე. და უი ის დამავიწყდა ზოდიაქოთი ვარ ვერძი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Nan
ნანა,
29 წლის,
იურისტი, ვმუშაობ სპეციალობით,
მაქვს სანის გაკეთებული ავატარი biggrin.gif,
კიდევ რა გითხრათ, ფოტოსურათების გადაღება რომ ჰობია, შემატყობდით ალბათ.
დანარჩენი კი აროს პროფილში თავის სურათიანად biggrin.gif.
Raulito
ვახ, ვახ! საინტერესო ამბებია აქა: მე ვფიქრობდი რამ გამაგიჟა ეს იურისტი კაცი ფოტოგრაფიაზე-თქო და თურმე ეს "პროფესიული დაავადება" biggrin.gif ყოფილა, იმდენი იურისტი გაიჩითა ამ ფორუმზე ფოტოგრაფიით დაშპრიცული! კაია, მაინც როცა ხვდები, რომ მარტო არა ხარ "გადახრებით".. biggrin.gif biggrin.gif

მე ვარ ზურა, ვარ 30 წლის. დავამთავრე საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და ვასწავლიდი კიდეც ამავე ფაკულტეტზე - რეფორმამდე. ეხლა არ ვიცი რა იქნება. პრეზიდენტის სიტყვა მახსოვს "პროფესიონალები და ქალები მჭირდებაო"! ქალებში ასრულებს სიტყვას და პროფებში არ ვიცი, არ ვიცი.. biggrin.gif biggrin.gif (ტაკ ჩტო, უნკასო, შეიძლება ჩემს ხელშიც გაიარე, თუ თსუ-ში იყავი smile_116.gif )
ჯერჯერობით პროფესიით ვმუშაობ, მაგრამ კოშმარები მტანჯავენ და ალბათ ვეღარ გავუძლებ და ფოტოგრაფიაში გადავდგამ რაკავოი ნაბიჯს! biggrin.gif სხვა თუ არაფერი, ერთით მეტი ლოთი-ფოტოგრაფი კი გამოვა ამ ამბიდან და .. smile.gif
chaba
სახელი: დავით ჭაბაშვილი
განათლება: მარკეტინგის მაგისტრი, CSB
დაბათების თარიღი: 1978 წლის 23 თებერვალი
საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
სამუშაო ადგილი: UGT
ჰობი: კინემატოგრაფია (ჰობიზე მეტია, მაგრამ სერიოზულად არ დავკავებულვარ ჯერ) , ფოტოგრაფია (მთელი ცხოვრება მიყვარდა, მაგრამ ჩემი ზენიტი 2 თვეა რაც ჩამოვიღე თაროდან და შედეგს ჩემთან ერთად კლუბიც ადევნებს თვალს), კითხვა, მუსიკა, ბილიარდი, ფეხბურთი
სად შიგიძლიათ მიპოვოთ: MSN - dchabashvili, Yahoo - dchabashvili. ასევე htt://chaba.boom.ge
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული და თანაც 2 შვილი
InsaneClown
მე ვარ თინათინ შელიაuser posted image , ვარ 22 წლის, დავამთავრე ESM, ეხლა კი ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მაგისტრატურაში, ჩემი ჰობია მთები , ტყეები და ბუნება საერთოდ, მიყვარს ჩემ ავჩარკასთან ერთად ბუნებაშI ხეტიალი...და რასაკვირველია მიჩნდება დიდი სურვილი ამ ბუნებისთვის სურათის გადაღების....ასე რომ მოყვარულ ფოტოგრაფად ვითვლები ალბათ user posted image
Gruzinus_Vulgaris
1. Gruzinus Vulgaris
2. დათო მაღრაძე, (75წ 6 ნოემბერი)
3. იურისტი, ამჯერად ვმუშაობ ერთ-ერთი არასამთავრო ორგანიზაციის კანონის უზენაესობის პროექტში.
4. ფოტოგრაფია, თხილამურები და კარგი მუსიკა.
5. თბილისელი.
6. დაოჯახებული, ორი შვილის მამა.

არ მიყვარს ფოტოგრაფიას ფოტოხელოვნებას რომ ეძახიან და ფოტოგრაფს ფოტოხელოვანს.
Liza Niniashvili
1. PsixOdino4ka biggrin.gif
2. სახელი : Psix , გვარი : Odino4ka , smile_060.gif t.e ლიზი (1986წ, 11 აგვისტო)
3. ტექნიკური უნივერსიტეტის (მარტივად GPI-ის), ინფორმატიკის ფაკუკტეტის 3 კურსის სტუდენტი, "პასტაიანი" სამსახური ჯერ არ მაქვს, მაგიტომ ჯერ ტო ტამ, ტო სიამ biggrin.gif
4. ფოტოგრაფია, "ლუბიტელსკი" თეატრი, მუსიკა... (ყველაფერს აღარ ჩამოვწერ)
5. no comments biggrin.gif
6. adino4ka biggrin.gif
mika
მე დავწერე თუ არა არ მახსოვს.....მგონი კი მაგრამ კიდე ვწერ

1. მიკა ვერულაშვილი
2. სამედიცინო უნივერსიტეტი 6 კურსი
3. ხეტიალი ბუნებაში. თხილამურები. ხატვა
4. ფოტოგრაფიამ დამაინტერესა მას შემდეგ რაც ამ საიტზე აღმოვჩნდი....უფრო სწორად ბორჯომი ხარაგაულის ლაშქრობის შემდეგ.....

5.21 წლის

Lis


1. ნიკი "პატარა პრინცის" ერთერთი გმირის ხათრით.
2. ნინო ჯანჯღავა ( 5 აპრილი 1980წ. )
3. ექიმი-ნეონატოლოგი (ე.ი. ახალშობილების smile.gif ), ვმუშაობ პროფესიით.
4. ჰობი - ფოტოგრაფია, მოგზაურობა, მისალოცი ბარათების კეთება "იზ პოდრუჩნიხ მატერიალოვ", კინო ( არა თანამედროვე გოლივუდი), მულტიპლიკაცია (იაპონური ანიმე), მუსიკა, პოეზია ..... თუ დრო მაქვს.
5. ბოლო 10 წელია - მოსკოვი.
6. no comments

paatavar
1. ნიკი - paatavar
2. სახელი, გვარი - პაატა ვარდანაშვილი
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - მარკეტოლოგი, კომპიუტერის სპეციალისტი (პოლიგრაფია, დიზაინი),ფოტო რედაქტორი, PR სპეციალისტი
4. ჰობი - მოგზაურობა, ცხოველები, ფოტოგადაღება, სპორტი
kat
1. kat;
2. ქეთევან ხარებავა, 25 წლის;
3. პროფესია _ მატემატიკოს-ინფორმატიკოსი, ვმუშაობ სპეცილობით;
4. ჰობი_ მაქვს პლაკატების კოლექცია, თავისუფალ დროს ვაკეთებ პლაკატს, მქონდა 2 გამოფენა;
5. biggrin.gif ;
6. biggrin.gif დაუოჯახებელი.

პატივისცემით , kat
keto
1. keto
2. ქეთი ოთიაშვილი, 28/06/83- ში დავიბადე.
3. დავამთავრე თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ამჟამად ვსწავლობ ენისა და კულტურის სახ. უნივერსიტეტში სინქრონული თარგმანის განყოფილებაზე (ინგლისური).
4. მიყვარს ცურვა, თხილამურები, მთა.
ფოტოგრაფია დიდი ხანია მიტაცებს, რაღაცეებიც მაქვს გადაღებული, მაგრამ ხარისხი ბევრი არაფერია და არც მიცდია აქ დადება. გუშინ ვიყიდე ციფრული და იმის შემდეგ რაც ცოტა გავერკვევი გადაგების ტექნიკაში (აქაც თქვენ უნდა გთხოვოთ დახმარება ალბათsmile.gif ) ჩემი სურათებიც გაჩნდება გალერეაშიsmile.gif
5. cool.gif
6. single
mr_dadada
1. ნიკი -mr_dadada

2. სახელი, გვარი - დავით (დადა) ხიტირი დადაიზმთან არაა კავშირში
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - ჟურნალისტი

4. ჰობი - ფოტოგრაფია,

5. Deutschland, frankfurt, margaretenstr 3
6.ბევრჯერ დამადეს და ამიტომ ხალასტოიsmile.gif
duraji
პირველად რომ ვნახე ეს საითი, მას შემდეგ გამორიცხულია რომ ყოველდღე რამოდენიმეჯერ არ შემოვიდე, დამისვეს კიდეც დიაგნოზი - ესე თქვეს www.boke.ge არისო.
მე ვარ დათო კორძაძე, 28 წლის, 1 სპეციალობა იურისტი - სისხლის სამართალი, 2 სპეციალობა უცხო ენები - ძირითადი ინგლისური და + მესამეც სამხედრო განათლება. ჰობია ასტრონომია და წყალქვეშა სამყარო, აი ესე ზემოთ ქვემოთ ვარ მოდებული. smile.gif . ერთადერთი, რაზეც მწყდება გული, რომ ჯერჯერობით ჩემ სურათებს ვერ ვდებ, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ (იმედია). სხვა მეტი რა?, უფრო ავატარში თუ დაინახავთ რამეს biggrin.gif
lama
მე მქვია კახა და გვარად ვარ ოღაძე. დავიბადე 1981 წლის 24 აგვისტოს. ჩემს დაბადების დღეს იხსნება ქალწულის ზოდიაქო. მყავს სამი ძმა დავამთვრე 65-ე საშ. სკოლა. შემდგომ 1998წელს ჩავაბარე ს.ს. ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე რელიგიის განხრით ამჟამად ვარ ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი.
ჩემი ჰობია მოგზაურობები მთასა და ბარში.
Nata
ბიოგრაფია, რომელიც შეგიძლიათ გამოტოვოთ!
აბა, ხომ არ მოიწყინეთ უჩემოდ? biggrin.gif
1. გახლავართ ნატა იორდანიშვილი. თუმცა ყველა ნატალის მეძახის. ამ ფორუმზეც ძალიან მინდოდა ეგ ნიკი მქონოდა, მაგრამ არაო.
2. დავიბადე 82-ში, სექტემბერში.(თუმცა ქალწულის ნიშნის ბევრი არაფერი მცხია!)
3. ვსწავლობ უცხო ენებში. მარადმწვანე სტუდენტი ვარ და ვაპირებ გავაგრძელო!
4. საყვარელი საქმიანობა-ვინ მოსთვლის. ნამეტანი ინტერესიანი ვარ და ყველაფერს ვეპოტინები. ჯერ ბოლომდე ვერაფერი მივიყვანე-მოკლედ ძიებაში ვარ! ა) ხატვა
ბ)პოეზია- საკუთარი და ბრიტანული. განსაკუთრებით ინგლისელი მეტაფიზიკოსები (ვწერ წიგნს მაგათზე)
გ) მუზზზიკა- ზემფირას ოფიციალური ფანი. ჯგ. კინო. ნიკ ქეივი. ბრაზილიური ჰანგები. ბობ მარლი. გორან ბრეგოვიჩი. როდ სტიუარტი, კლასიკური ჯაზი და კიდევ ვინ მოსთვლის რა.
დ)ფოტოხელოვნება (ოღონდ ჯერჯერობით უბრალოდ ვაჩხაკუნებ! smile_060.gif )
ე)ადამიანებთან ურთიერთობა, სიყვარულიიიი (ეს უმთავრესი საქმიანობაა!! კაი გაგებით, რა თქმა უნდა) biggrin.gif
ვ) და ა.შ.
5) ამჟამად თბილის-ქალაქში ვცხოვრობ, მაგრამ ისე სუფთა კახელი ვარ და ამით ვამაყობ! აპაჩის გასაგონად-ჩემთვის დედაქალაქი- თელავია!!!!
6) ვეძებ, და იმედია -მეძებენ! cool.gif smile_060.gif
ბოდიში. რამდენი დამიწერია?! ohmy.gif
Tarkhan Gasviani
1.თარხანი ნადმვილი სახელიაsmile.gif
2.ვეიქი
3.ვმუშაობ
4.ჰობი დიდი ხანია რაც ჰობი გამიჩნდა ფოტოგრაფია
5.ვარ ჯიგარი biggrin.gif


Magdalena
1 Magdalena
2 მაგდა თურქაძე
3 ჯერ არ მაქვს პროფესია თუ გამიმართლა და 4 წელი არ გამომაგდეს რეჟისორი ვიქნები smile_015.gif tongue.gif
4 წერა,მუსიკა და ზაფხული biggrin.gif tongue.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.