e.k.a.t.e.r.i.n.a და ისე პოლიტიკასთან ჰობის ამბავში რა შეხება გაქვს?
თუ ჰობის განვიხილავთ მხოლოდ როგორც სასიამოვნო გატაცებას, მაშინ არ გამოვა პოლიტიკის ჰობიში გაყვანა მაგრამ თუ ჰობი ინტერესის ის სფეროა, რომელიც შენს ძირითად საქმიანობას არ წარმოადგენს, მაგრამ რაც მუდმივად გინდა არ გინდა, გაინტერესებს, მაშინ პოლიტიკა ჩემთვის უპირველესი ჰობი გამოდის
Bidzia Babua,
QUOTE
იქნებ როგორმე მეც შემოგიერთდეთ ჩემს გოგონებთან ერთად...
ოთო კერესელიძე. ვარ 18 წლის. ვცხოვრობ ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე. ვსწავლობ კავკასიის ბიზნეს სკლოლაში. დავამთავრე 55-ე სკოლა. მიყვარს სპორტი, მუსიკა და წიგნები. მიყვარს ავტო სპორტი, რაგბი და თხილამურები. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ავტო მბრბოლელი და არა ბანძი კასკაძიორი ვუსმენ house, chill out, lounge, ambients. თავისუფალ დროის 80% პროცენტს ვატარებ ძმაკაცებთან ერთად დანარჩენ დროს კი ვუსმენ მუსიკას და ვკითხულობ საინტერესო წიგნებს.
ზურაბ ბოკერია 32 წლის ვარ დიპლომით პროგრამისტი. თვითგანათლებით კი პერსონალური კომპიუტერების და სპეციალისტი მაქვს საკუთარი კომპიუტერულ-ელექტროტექნიკური მცირე ფირმა მყავს 3 შვილი ფოტოგრაფიით ვერთობი მიყვარს სპორტი და დარბაზში ვთამაშობ მინი ფეხბურთს (წვივების და კოჭების მტვრევის სპეციალისტი ვარ) თბილისელი
ეხლა აღმოვაჩინე ეს განყოფილება მე ვარ ქეთა ახობაძე 17 წლის(ანუ პატარა)დავიბადე 1988 წლის 13 ივნისს და ვგიჯდები ჩემ დაბადების დღეზედავამთავრე მე-2 ქართული გიმნაზია ყოპილი მე-6 სკოლა.ახლა ვსწავლობ სტუში:(PR ალბათ ბევრ არ გეცოდინებათ რა არის pr მაგრამ მინდა გითხრათ რომ ძალიან საინტერესო სფეროა და უფრო კარგად რომ გამეგო რა არის მაგიტომაც ჩავაბარე.ისე ვარ პირველ კურსზე. მიყვარს ფოტოების გადაღება და არა მარტო გადაღება არამედ პოზიორობაცასევ მიყვარს ცურვა საერთოდ წყალი და განსაკუთერეებით ზღვა,ცეკვა მუსიკის მოსმენა და მიყვარს გართობა საერთოდ. ქმარი და შვილები არ მყავს
გამარჯობა!!! თათუნა ვარ , დავიბადე 1985 წლის 18 აპრილს,თბილისში. პროფესია??? იმდენი ვიფიქრე ჩაბარებასთან დაკავშირებით რომ რა ვიცი, კონსერვატორიაო,თეატრალური ინსტიტუტიო , საბოლოოდ კი თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტზე ამოვყავი თავი, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ჩემი საბოლოო გაჩერება!!! ჰობი იმდენი მაქვს ,რომ ჯობია არ ჩამოვთვალო, ისე კი ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს და ვცდილობ ამ ბევრ რამეში გარკვევას , საბოლოოდ კი ვერაფერშიც ვერ ვერკვევი ფოტოგრაფია არის ის ,რაც ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა აპარატი ხელში არც თუ ისე დიდი ხნის წინ ავიღე!!! ქმარი და შვილები არ მყავს, არც საკუთარი და არც ნაშვილები!!!
აუ ყველამ დაწერა ვინაა და ტეხავს მე რომ არ ვთქვა... მე ვარ ლაშა მამათელაშვილი 19 წლის.... მუსიკოსი და ვებ დიზაინერი.... დავიბადე ქ. თბილისში.. 3 წელი ვსწავლობდი სამედიცინოზე მაგრამ მივხვდი ჩემი საქმე რომ არ იყო და ჩავაბარე გპი-ში ვებ დიზაინზე...(მართლია ვიცი უკვე ეს პროფესია მაგრამ დიპლომიიიიიი...!)
P.S. ვერ ვიტყვი ფოტოგრაფია ჰობია მეთქი იმიტომ რომ მინდა პროფესიონალი ვიყო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ....
ესე იგი ახალი ვარ მაგრამ მაინც დავწერ.... ამდენმა კაცმა დაწერა და ბარემ მეც.......... Sofia! იგივე: სოფო ყიფიანი! 16 წლის (ჯერ სულ პატარა ) ვსწავლობ ჯერ ისევ სკოლაში......... აზრზე არ ვარ რაზე ჩავაბარებ, და არც ვიტვირთავ ტვინს მაგაზე ფიქრით ჰობი? ჰმ.. მიყვარს ბევრი რამე, იმდენი რო ყველას ვერც ჩამოვთვლი და როც დავაპირო მაინც რამე დამავიწყდება. მაგრამ მაინც: მიყვარს მუსიკა ძალიან მაგრა, ფოტოგრაფია, გიტარაზე დაკვრა კიდე.. აი ხო ვთქვი დამავიწყდებათქო მოდებატე ვარ კიდე და მიყვარს დებატი (ბევრს ალბათ არც ეცოდინება რა არი, ეგ არაფერი, ისე კაი რაღაცაა ) რათქმაუნდა გაუთხოვარი და ჯერ არც ვაპირებ, არც შვილები მყავს და არც მაგას ვაპირებ ჯერ მემგონი ეს იყო და ეს.... კიდე ჩემზე რა უნდა დავწერო, ესეც ბევრია მემგონი..........
levaniii - 18 წლის დავამთავრე 55 სკოლა. ეხა ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე და დიპლომატიაზე. მინდა გამოვიდე ელჩი ან ვიმუშაო გაეროში ჰობი: ელექტრონული მუსიკა პირველ რიგში ელექტრონული მუსიკის კეთება, მიქსვა (dj). თხილამურები, მეგობრები რა თქმა უნდა მიყვარს წიგნების კითხვა ცნობილ პოლიტიკოსებზე. სურათების გადაგება ყოველთვის მომწონდა მაგრამ აქამდე ვერ მოვაბი თავი.. ეხლა მინდა კაი ფოტოები გადავიგო
გაუმარჯოს! ესეიგიიი.... 1985 წლის 20 აგვისტოს, სამშაბათ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინე მე, ლიკა ალექსის ას. ჭალაგანიძე. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე კი ძალიან გამიხარდა და ბეეეეეევრი ვიტირე ..... ზოდიაქოთი ვარ ლომი და ჩემდა გასაკვირად, ზუსტად ვამართლებ ლომის (ზოდიაქოს) თვისებებს. ჰობები და გატაცებები ოხრად, უზომოდ ბევრი. ამჟამად კი "მაქვს თვალს მიდებული ზენიტი (როგორც მინდა) " და ვჯახირობ რაღაცეებს ხოო, პროფესიით ვარ წმინდა წყლის ისტორიკოსი და ასევე არა წმინდა წყლის დიპლომატი. დაუოჯახებელ, დაუქორწინებელი, დაუქმარებელ და დაუშვილებელი
ნუს, ანონიმუსობა კი მიყვარს ძალიან, მაგრამ PR-ის გარეშე ვერაფერს გახდები დღევანდელ დღეს... : )) ასე რომ: თათული წერეთელი, 20 წლის, მომავალი (სულ რაღაც 3 თვეში) ფსიქოლოგი, ფოტოგრაფიით 2 წლის წინ დავინტერესდი, მაგრამ ორი-სამი ფოტოს გადაღების შემდეგ ინტერესი ჩაკვდა ეგრევე (მიზეზი: იხ. ჩემი ფოტოები) მაგრამ 2006 წლის 4 მარტს ისევ მოვკიდე ხელი ჩემ ძველ აპარატს (შედეგი: იხ. ჩემი ფოტოები) დავიწყე ზენიტით, ვაგრძელებ ნიკონით და ლეიკით დამთავრების იმედი მაქვს. : )) სახლის მისამართი, ტელეფონი, single/married უკვე თქვენ აღარ გეხებათ.
პ.ს. LilacWine ვარ Jeff Buckley-ს და არა Nina Simone-ს ხათრით.
ხოოო ჩემი დროც მოსულაა... ვარ დათა ჩახუნაშვილი, დავიბადე 1986 წლის 16 ივნისს, ისე მგონი 17-ში 1 წელია ზენიტიძეს მეძახიან და მანამდე ჩახო მეორეს (ჩემზე დიდი ტყუპი ძმა მყავს და იმიტო). სხვათა შორის ძაან ბევრი მიცნოფს და ეგეთი რომელიმე თუ იქნებით მომწერეთ
ვსწავლობდი 53-ში, ეხლა სა"ექიმოზე" ანუ სამედიცინოზე --- აკადემიკოსობას ვაპირეფ
ეხლა მგონი ვიწყეფ რადიოში მუშაობას ძაან საინტერესო პროექტზე ფოტოგრაფიას ჰობის არ ვეძახი, --- უფრო მოწოდებას ვგიჟდები კალათბურთზე, 182 სმ-ი ვარ (1სმ მაკლია IVERSON-ამდე)
დაოჯახებული ჯერ არ ვარ. НАЛИТАЙТЕ გოგოებო
ღადაობის პაპა ვარ (მამების მამა) და აბა თქვენ იცით, იღადავეთ ჩემთან ერთათ
მე საბა ვარ . . . საბა შენგელია, ამბობენ მეგრელი ხარო, გვარი მეგრული მაქვს, მაგრამ წინაპრები სამტრედიელები არიან, ასე რომ გამოდის სამტრედიელი შენგელია ვარ, ყოფილხართ ვინმე სამტრედიაში? მე რამოდენიმეჯერ, რავიცი... ან არ მახსოვს ან დიდი არაფერი. ეს რაც შეეხება ჩემ გვარს, სახელი არ მომწონდა ბავშვობაში, ეხლა მომწონს ძალიან, " საბა " ისე ჩემ შვილსაც რომ საბა ერქვას მე არ ვიქნებოდი წინააღმდეგი.. ... და თქვენ? დღეს 19 წლის გავხდი, ამბობენ წლოვანება ბევრს ნოშნავსო, იმასაც ამბობენ როდესაც წლოვანება არ გაქვს ისიც ბევრს ნიშნავსო, ჩემთვის წლოვანება არაფერს ნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენის ხარ მთავარია რა გიდევს თავში... ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში მესამე კურსზე, . . . არ ვარ არც პანკი არც როკერი და არც ბომჟი, ძირითადად ეს კითხვები უჩნდებათ ხოლმე როდესაც გაიგებენ რომ აკადემიაში ვსწავლობ, არც გრძელი თმები მაქვს.... არ ვეწევი სიგარეტს ეს კითხვა ხშირად ტაქსისტებს უჩნდებათ ხოლმე, სამწუხაროდ ვერ ვამართლებ მათ იმედებს. ერთხელ ვცადე მოწევა და თურმე უკუღმა მოვუკიდე, მოკლედ რაც არ მეხერხება იმას არ ვეკარები ხოლმე . ვმუშაობ , ტელევიზიაში, და ამიტომაც სულ გადავეჩვიე ტელევიზორის ყურებას, ამ ოთკუთხედი ყუთის ატანა არა მაქვს. მაგრამ არავისთან თქვათ რას ვაკეთებ თავისუფალ დროს.... მმმმმ , არ დავდივარ დისკოტეკებზე, არ მიზიდავს, ვცდილობ უფრო სხვანაირად გავერთო, ნუ არ ვიცი როგორ მაგრამ დისკოტეკების გარეშე, მიყვარს ფილმები და მუსიკა.... ღამე როდესაც არ მძინავს ძირითადად ვხატავ ხოლმე, ან ვწერ, ან ფილმს ვუყურებ ან მუსიკას ვუსმენ ან ვარსკვლავებს ვითვლი, ეს უკანასკნელი მოვიტყუე.... ხომ გითხარით არაფერია ტელევიზიაში კარგი თქო, უბრალოდ ბევრ ტყუილს სწავლობ, მე არ მიყვარს ტყუილი, არ მიყვარს ფეხბურთი, ყოფილი რაგბისტი ვარ, ეს " ყოფილი" -ც ტელევიზიის ბრალია... ( ძაLიან პატარა ვიყავი სამსახური რომ დავიწყე , შევეშვი სპორტს) მაქვს ბევრი მიზანი, ცოტა ოცნება და უფრო ბევრი ფიქრები. მოდით მიზნებზე და იმაზე თუ რა მინდა რომ ვქნა არ ვილაპარაკებ ვარ რომანტიკოსი, და ჩემთვის სიყვარული ყველაფერია, და მეყვარება ყოველთვის ის ვინც შემიყვარდება მე ჯერ ჩემი თავით არ ვამაყობ....
მინდა ვიამაყო...
ძალიან გამიხარდა რომ გამიცანით მე კიდევ ის რომ თქვენ გაგიცანით.... შევხვდებით კიდევ კითხები არ მოგერიდოთ
გამარჯობათ... მე ვარ ზაზა ჯანეზავილი 23-წლის,ნიკით zaza... პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი... ამჟამად ვმუშაობ მაგრამ სამწუხაროდ არა პროფესიით... ჰობი- ბევრი მავს ყველა რო დავწერო მგონი გევრი გამოვა... ძალიან გამიტაცა ბოლო დროს პოტოგრაფიამ და ერტი კვირაა აღმოვაჩინე ეს საიტი და ძაან გამიხარდა... ბევრი საინტერესო და პროფესიული რცჰევა მივიგე უკვეე... გამარჯობათ ყველას...
ჰეე, ნუ ერთმა ადამიანმა მითხრა ძალიან ანონიმური ხარო და ეგრეც არ შეიძლებაო და შემაწუხა მეც სინდისმა სახელი _ანუკა ნიკი _ chaPPek გვარი __საჭიროდ არ მიმაჩნია საერთოდ ლაივშიi დავიბადე თბილისში 198... და ამის მერე ვცხოვრობდი მოსკოვში და რუენში (საფრანგეთი). ვსწავლობ თსუ-ში და პირველკურსელი ვარა მარა არანაირი მნიშვნელობა მასაც ჩ. პირადა არა აქვს ნუ , არა__პროფესია ინტერესნო მარა, თსუ - ნაკლებად, ოქტომბრიდან აუცილებლად მივდივარ აქედან და პარიზში, მოკლეედ, პარიზის ფოტოებით იმედია მოგამარაგებთ, ფოტო ჯერ არ დამიდია იმიტო რომ მე თვითონ ვერ ვამუშავებ, ანუ აზრზე არ ვარ და მინდა რო ჯერ გავერკვე ვგიჟდები კინემატოგრაფიაზე და მგონი ყველა კაი ფილმი მაქ ნანახი თუ რამე ისეთი ფილმი იცით რაც ნანახი არ მაქ, მითხარით და აუცილებლად.............. ნუ, საბაის სპასსსსს( for movie) პ.ს. ”მარტორქაზე ნადირობა”______ მოკლედ, ფილმია ეგეთი, ჰოდა, მაგას თუ იპოვით სადმე ამ სამ განზომილებაში, მომწერეთ რაააა ნუ ოჯახური მდგომარეობა single:)
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კაი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ
საბა, როგორ მესმის შენი, მეც სამხატვრო აკადემია დავამთავრე და ჩემთანაც იგივე შეკითხვების დასმა უნდებოდათ ხოლმე, რაზეც შენ წინასწარ გაეცი პასუხი და ბოლოს ხანდახან დასკვნა გამოჰქონდათ, რომ არ ვგავდი აკადემიის სტუდენტს იმიტომ, რომ პანკი, როკერი, ბომჟი და "გარეკილი" არ ვიყვაი ისე, მაინც აქვს ამ ჩვენს აკადემიას, რაღაც განსაკუთრებული, რაც მე ძალიან მიყვარს და სადღაც მგონია, რომ მივიღე... თუმცა ეს განსაკუთრებული ზემოთჩამოთვლილი თვისებები ნამდვილად არ არის მეც ტელევიზიაში ვმუშაობ და მეც ვეღარ ვიტან უკვე ამ საშინელ ყუთს ასე, რომ ესეც მესმის კეთილი იყოს შენი აქ გამოჩენა, გამეხარდა, რომ კიდევ ერთი კარგი ადამიანი შემოგვემატა
GURU LI - ანუ მიშა მდინარაძე. პროფესიით ვარ ექიმი, ყბა-სახის ქირურგი. 5 წელი ვმუშაობდი კომპანია რადიოსაქართველოში რადიოსადგურების "ფორტუნა" და "ფორტუნა+" პროგრამების დირექტორად. ასევე მქონდა 8 საავტორო გადაცემა. ამჟამად ვმუშაობ ტელეკომპანია "მზე"-ში მუსიკალური სამსახურის უფროსად. ვარ კომპოზიტორი
ხოო არ ვიცი უნდა დავწერო თუ არა აქ მარა მაინც დავწერ სალომე მქვია, ნიკი-რიჟა ისე ცხოვრებაში ყველა რიჟას მეძახის ხოოო აქ რა მინდაა? უბრალოდ ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია. მარა მე ვერ ვარ ამ საკითხში ნიჭიერი და ამიტომ მხოლოდ ვათვალიერებ ჩემი მეგობრების გადამკიდე ბოკეზე დღეში 100ჯერ შემოვდივარ ხო ვარ 17 წლის და ვსწავლობ csb-ში 1ელ კურსზე ვარ (მეორე წელია) :როლლეყეს: ხოო კიდე რა დავწერო ? მიყვარს გამის ცხოვრება და ვარ ზედმეტად რომანტიკოსი თუმცა ამას ვერავინ ვერ ამჩნევს ყოველშემთხვევაში ვცდილობ დაუოჯახებელი ვარ და მემგინი csb-ის გადამკიდე კიდე დიდხანს ვიქნები ესე მოკლედ ეს ვარ სულ
ეკატერინა, აბა-აბა მზიდან არ ვიცი რამდენია ბოკელი, ჩვენ მე რაც ვიცი, 5-6 ვართ
QUOTE(IKI @ Apr 19 2006, 13:46)
Natura და ასეთი აღქმა რატომ ქონდათ აკადემიის სტუდენტების მიმართ? ანუ პანკობას, ბომჟობას და გარეკილობას ვგულისხმობ
იმიტომ რომ ასეთი სტერეოტიპია ჩამოყალიბებული... თუ აკადემიის სტუდენტი ხარ უნდა იყო პანკი, ბომჟი ან გარეკილი... ეს სამწუხაროდ დამახინჯებული გაგებაა იმისა, რაც სინმადვილეში იყო აკადემია... ანუ თავისუფალი აზროვნებისერთ-ერთი მოთავე , ავანგარდის შემომტანი საბჭოურ რეალობაში აკადემია იყო ბოჰემური კარგი გაგებით, ახლა უკვე თავისთავად ბოჰემურობა ნიშნავს ზოგიერთისთვის ზემოთჩამოთვლილ ცნებეს და ლოთობა ან აუდიტორიაში დალევა, ან დაუბანელი სიარული კიდევ თავისუფლებას (ნუ... ცოტა გავაზვიადე )... ჰოდა, ამიტომ 90 -იანი წლებიდან შეიქმნა რაღაც სტერეოტიპი აკადემიის სტუდენტისა... უფრო სწორად დამახინჯდა რაღაც-რაღაცეების აღქმა... არ ვიცი რამდენად გასაგებად დავწერე... დღეს რაღაც ვერ ვალაგებ აზრებს მოკლედ, ალხა რომ იგებენ რომ აკადემიაში სწავლობ ან სწავლობდი ეგ კითხვები უჩნდებათ რა... თუმცა მინდა გითხრა, რომ აკადემიას მაინც აქვს შემორჩენილი ის თავისი ნამდვილი სული და თვისთავად ჩემთვის არის ძალიან, ძალიან, ძალიან საყვარელი ადგილი სადაც ძალიან ბევრი რამე ვისწავლე... მთავარია სწორად გაუგო
მე ვარ ბეკი და აი უკვე 17 წელია (მალე 18:P) მეძახიან ბეკის..რატომ მეძახიან ეს ცალკე ისტორიაა..წესით ეხლა csb-ში უნდა ვიჯდე და თავს ვაკლავდე, მაგრამ მე ამერიკაში წავედი სასწავლებლად 1 წლით და სულ რაღაც 37 დღეში ჩამოვალ...საერთოდ ფოტოგრაფია ძალიან მიყვარს, მაგრამ მე თვითონ არ მეხერხება სურათების გადაღება და იქედან გამომდინარე რომ აქ ჩემი მეგობრები არიან მეც ვაკომენტებ და ვტკბბები მათი ნამუშევრებით..... მიყვარს ვარკვლავები, ყვავილები, ფეხსაცმელები და მწვანე ბალახი მიყვარს მუსიკა, მოგზაურობა, კითხვა და კიდე ძაალიან ბევრი სხვა რაღაც... აი ესე............... Added @ მიკა ბეკი გოგოს სახელია.....
მე ვარ რომა ლომიძე, 18 წლის... ვსწავლობ თსუ-ში, მედიცინის ფაკულტეტზე, მეორე კურსზე ჰობი-რა თქმა უნდა ფოტოგრაფია, აგრეთვე ალპინიზმი, კლდეზე ცოცვა-ბობღვა ინტელექტკლუბის(რა?სად?როდის?)თამაში.... მიყვარს როკი.... ძალიან მინდა გავხდე პროფესიონალი ფოტაგრაფი, და ავიდე K2-ზე....
რაგაც ორიგინალურის მოფიქრებას ვცდილობ საკუთარ თავზე, მაგრამ არ გამომდის რაღაც უინტერესოა რომ უნდა დაცერო ის რაც უკვე ატასჯერ დაიწერა უბრალოდ ვარ ლიკა წელს დავამთავრე "თეუსუ", ეხლა კი პრაქტიკა მაქვს ერთ ბიზნეს ორგანიზაციაში. მაინტერსებს ყველაფერი საინტერესო და ახალი Added @ კიიიიდევ, მიყვარს როკი ფოტოგრაფია ( თუმცა ჯერ დიდი არაფერი გამეგება) იმედი მაქვს რომ ბოკე დამეხმარება უფრო მეტის გაგებაში. სულ რამდენიმე დღის წინ დავრეგისტრირდი და უკვე ძალიან მომწონხართ ყველა