მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
e.k.a.t.e.r.i.n.a - ე.ი. ეკა ონიანი , 23 წლის, იურისტი (პროფესიით და მგონი მოწოდებითაც), ჰობი - ფოტოგრაფია (თუმცა პრაქტიკულად ნაკლებად ვახორციელებ((), პოლიტიკა (!), და სხვა ათასი სისულელე და სიჭკვიანე....
ნიკა ვარძელაშვილი. 31 წლის. პროფესიით მათემატიკოსი. ვმუშაობ ძირითადად ფინანსურ სფეროებში (ბანკები, ფონდები და სხვ.) ჰობი: ფოტოგრაფია, ჰაიკინგი (სიარული ბუნებაში), თევზაობა.
e.k.a.t.e.r.i.n.a, კაი არ იტირო მე თამთა ვარ ბერძენაძე 21 წლის, სტუდენტი, საბანკო საქმეს ვეუფლები ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჯერ არ ვმუშაობ. ჩემთვის ჰობი ჩემი სპეციალობაა, შეიძლება ითქვას, რომ ბანკზე მაბოდებს! რაც შეეხება ჩემს აქ გაწევრიანებას, მართლა მიყვარს ფოტოგრაფია და ვწუხვარ, რომ მე არაფერი არ მაქვს აქ დადებული, მაგრამ ვიმედოვნებ_ ამის დროც მოვა ჯერ_ჯერობით კი თქვენ და თქვენს ნამუშევრებს ვგულშემატკივრობ!
საინტერესო წამოწყებაა... იმედია სხვებიც აგვყვებიან... ისე ეს ინფორმაცია წერია (უნდა ეწეროს) წევრების პირად Profile-ში... ისე კითხვები რომ ჩამოგეყალიბებინა მემგონი უკეთესი იქნებოდა...
მე ვარ გიორგი ჯაყელი, 26 წლის, მახტვარ-დიზაინერი, (პოლიგრაფია/რეკლამა)... ფოტოგრაფია ჩემთვის უფრო დიაგნოზია ვიდრე ჰობი....
საინტერესო წამოწყებაა... იმედია სხვებიც აგვყვებიან... ისე ეს ინფორმაცია წერია (უნდა ეწეროს) წევრების პირად Profile-ში... ისე კითხვები რომ ჩამოგეყალიბებინა მემგონი უკეთესი იქნებოდა...
მე ვარ გიორგი ჯაყელი, 26 წლის, მახტვარ-დიზაინერი, (პოლიგრაფია/რეკლამა)... ფოტოგრაფია ჩემთვის უფრო დიაგნოზია ვიდრე ჰობი....
ნიკი - Sopho Nadareishvili სახელი, გვარი - სოფო ნადარეიშვილი პროფესია, ძირითადი საქმიანობა - ხელოვნებათმცოდნე, ვდიზაინერობ ხოლმე ჰობი - ნუ ამას მგონი კითხვა არც უნდა, რა თქმა უნდა ფოტოგრაფია, თუმცა მარტო ამით არ შემოვიფაგრლები, მიყვარს ყველანაერი სიახლეები და მაქსიმალურად ბევრი ახალი და საინტერესო (მომავალში გამოსადეგი) ინფორმაციის მიღება. ოჯახურ მდგომიარობა - ჯერ ჯერობით დაუოჯახებელი
მოკლედ... ვიწყებ გრძლად.. 1982 წლის 27 სექტემბრის გვიანი ღამე იყო როცა ქუთაისის ერთ ერთ უძაანმაგრეს და კოლორიტულ უბანში, საფიჩხიაზე, დაიქუხა თოფმა, ამდროს მოევლინა საქართველოს ერთი დიდი და თავის ქალაქზე უზომოდ შეყვარებული ჭაბუკი არჩილ მიხაილოვიჩ გეგენავა, იგივე აპაჩით წოდებული, დავამთავრე ქუთაისის არანაკლებ უძველესი და უძაანმაგრესი უბნის სკოლა, ჭომის 26 საშუალო სკოლა ხოდა ამის მერე სტავლა გავაგრძელე ნ. ნიკოლაძის სახელობის ეკ. ლიცეუმში საკმაოდ პატარამ და ტანმორჩილმა, ესეიგი ლიცეუმი რო დავამთავრე მერე გავიფურჩქნე და ავიყარე ტანი რომელის შემდეგაც 6 წელი გავიდა და ახლა უკვე 1, 84 ვარ, რაც შეეხება უნივერსიტეტს ესეიგი ვსწავლობ (ჯერ კიდევ) საქართველოს სუბტრ. მეურ. სახ უნიში (წელს ვამთავრებ) აგრ. სამრ. კომპლ. დარგ. ეკ და მართ. - -დამთავრების შემდეგ მექნება ეკ. მენეჯ კვალიფიკაცია, ვმუშაობ ქ. ქუთაისის ადგ თვითმმ-ში დამლაგებლად (კომპ სისტემის), ესეიგი ფოტოგრაფია ჩემი ჰობია, მიყვარს ხინკალი, მწვადი ხაჭაპური და კაი იმერული რვინო!.. ესეც ასთე........ e.k.a.t.e.r.i.n.a, კმაყოფილი ხარ? ---------- ხო ისა.. დამავიწყდა... ვარ პერსპექტიული სასიძო... მიცნობს ქუთაისის ნაღები საზოგადოება, და დაინტერესების შემთხვევაში შემეხმიანეთ!...
MAO მაია გოშაძე 42წ. პროფესია- ჩოგბურთის მწვრთნელი ჰობი-ადერენალინი ფოტოგრაფიასთსან დამოკიდებულება შორეული ძალიან მომწონს ძალიან მიყვარს ფოტოების თვალიერება და გარჩევა Rebeccaსთან ერთად
Shanghai ლაშა აბუსერიძე 20წ. მრავალი სკოლის, ლიცეუმის, კოლეჯის, თუ უნივერსიტეტის გამოვლის შემდეგ ჩამოვაღწიე ჩინეთამდე, მეორეჯერ და ისიც სტუდენტად ჰობი რა თქმა უნდა ფოტოგრაფია, მიუხედავად არაპროფესიონალიზმისა. რაც შეეხება მისამართს, შანხაის მისამართი რო დავწერო, ბევრი სტუმარი მეყოლება ერთდროულად და ამიტომ საიდუმლოდ დავტოვებ
ჩემზე უმეტესობამ ალბათ ბევრი იცის: შოთა მეგრელიშვილი 26 წლის პროფესიით - მაგისტრი მათემატიკაში პროფესიული კარიერა - ასაკისთვის საკმაოდ დიდი: საინფორმაციო ტექნოლოგიების და მარკეტინგის ექსპერტი. ვმუშაობ მაგთიკომის მარკეტინგის განყოფილებაში. გამოვლილი მაქვს რამდენიმე პრესტიჟული კომპანიის სამსახური. მართვის და მენეჯმენტის კარგი გამოცდილება დაქვემდებარებულ სამუშაო ჯგუფებთან, მასს-მედიასთან, უცხოელ პარტნიორებთან. რამდენიმე ინტერნეტ-დიზანინისა და პროგრამირების კონკურსის გამარჯვებული. ჰობი - კინემატოგრაფია, ფოტოგრაფია. ექსტრემალური სპორტი (ვარ ბაიკერ კლუბი "კამელოტის" ერთ-ერთი თანადამაარსებელი), წყალქვეშა სამყარო, სპორტი, ცურვა. სახლის მისამართი კლუბის ბევრმა წევრმა იცის. ჩემი სახლის კარები ყოველთვის ღიაა ჩემი მეგობრებისთვის ფოტოკლუბიდან ოჯახური მდგომარეობა - დასაოჯახებელი, მაგრამ აპაჩის კონკურენციას არ გავუწევ, პირობას ვიძლევი ეს ძალიან მოკლედ ჩემს შესახებ (რომ ეკატერინემ ეხლა იმაზე არ იჩივლოს, როდის მორჩება ეს კაცი წერასო )
გიორგი მაჭარაშვილი დავამთავრე Csb, ფინანსების განხრით, ვმუშაობ ბანკში (რომელ ბანკში ალბათ არ არის საჭირო). მეორე პროფესიდ შეიძლება ჩაითვალოს ხალხური სიმღერა , ვმღეროდი 15 წელი, სამწუხაროდ 3 წელია აღარ ვმღერი! ჰობს რაც შეეხება ფოტოგრაფია, თევზაობა, ნადირობა, ხეტიალბოდიალი! აა უუ დაღლილი ვარ თუ რამე გამახსენდა კიდე დავწერ!
1. ნიკი - Blakk 2. სახელი, გვარი - Stanislav Kozliacovsky 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - Designer, Head Designer "Imedi" TV 4. ჰობი - Foto, Music 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს - icq-3250945 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე" - single
შევეცდები მოკლედ მოგახსენოდ. არ მინდა ვინმემ თავის გამოჩენაში ჩამითვალოს, უბრალოდ დავწერ იმას რაც ვარ. ამავე დროს არ მინდა რომელიმე ჩემს საქმიანობას ვაწყენინო და გამომრჩეს. მოკლედ კარლოსი არის დავით ელბაქიძე-მაჩავარიანი. არ დავიწყებ ისტორიის მოყოლას თუ რატომ ორი გვარი, არამგონია ვინემს აინტერესებდეს უბრალოდ ვიტყვი რომ ეს ორივე მშობლების გვარებია. 27 წელია ვამძიმებ ამ პლანეტას... ოფიციალური პროფესიები: საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი - დიპლომატია, სამართალცოდნეობა - სისხლის სამართალი, კრიმინალისტიკა ნუ ეს უკვე სხვა სფეროდან არის... სამუშაო სიტუაციები, დაწყებული სასცენო განათებიდან დამთავრებული სცენაზე გამოსვლებით (დიდი ხნის წინ). ჯურნალ კაკადუს თავდაპირველად ტექნიკური ჯგუფის ხელძღვანელი შემდეგში კი ტექნიკური რედაქტორი. გრძელდებოდა 3 წელი. დღევანდელი სიტუაცია. გრიბოედოვის თეატრი - დიზაინერ გრაფიკოსი. ძირითადი 5 წლის საქმიანობა პოლიგრაფია და კომპიუტერული გრაფიკა. პარალელურად ვმუშაობ მუსიკალურ ალბომზე (ეს სხვა სფეროა არ დავიწყებ დაკონკრეტებას). გატაცებები: ასტრონომია, ხეზე მუშაობა, ფერწერა, არქიტექტურა... საინტერესო სფეროები. მითოლოგია, დასხვა ხალხის რელიგიები. მათ შორის მკდვარი რელიგიები. განსაკუთრებით სკანდინავიური მიმდინარეობები (25 პროცენტი სკანდინავიური სისხლია ჩემსი და ამით არის ეს განპირობებული), ისტორია. ეხლა იმაზე თუ რა კავშირში ვარ ფოტოგრაფიასთან? ადამიანის დიდ ნიჭად მიმაჩნია მისი ხედვა და აღქმა, იმის აღქმა რასაც იგი თავისი ოლიმპიდან უყურებს... ეს ეხება ყველა ხელვნების დარგს რაც კი არსებობს. ფოტოგრაფია მიმაჩნია ხელოვნებად (მართალია მე ვაჩხაკუნებ, მაგრამ...) აქედან გამომდინარე მინდა ვცადო ამ ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდა. ჰო რაც მთავარია დამავიწყდა მე უბრალოდ ადამიანი ვარ...
ვასო გაბუნია 45 წლის პროფესია _ ბიოლოგი ვმუშაობდი პალეონტოლოგიაში, მოვიარე სსრკ_ს თითქმის ყველა გრძედი და განედი. 91 წლიდან ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის განყოფილება, სატელევიზიო სამსახურის უფროსი, სტუდია პილიგრიმის დირექტორი. დოკ.ფილმების სცენარისტი, რეჟისორი, ზოგჯერ ოპერატორი.
ჰობი და პროფესიები გადაჯაჭვული _ ეკოლოგია, ბუნება, ვიდეო და ფოტო გადაღება.
ინტერესები _ საიდუმლო ორდენები (ტამპლიერები, როზენკრეიცერები, შარაძეს არ გააგებინოთ _ მასონები), სიმბოლოები, რელიგიები და ტრადიციები, გეოლოგია, ასტრონომია, პოლიტიკა.
შესაბამისი ლიტერატურა+სამხრეთამერიკული და 20 ს. რუსული ლიტერატურა, ცალკე ედგარ პო. 60-80-იანი წლების როკი, ცალკე როჯერ უოტერსი, ყველანაირი ჯაზი და კლასიკური კლასიკა. იტალიური, რუსული და ქართული კინო.
ცოლი, ორი გოგო და ერთი შვილიშვილი. ცალკე კესო (Irish setter).
მიკა ვერულაშვილი 21 წლის სტუდენტი ვსწავლობ სამედიცინოზე ჩემი ჰობი არაა ფოტოგრაფია მაგრამ ყელას გონია რომ ასე არაა კიდევ ვსწავლობ ანტროპოლოგიის ინსტიტუტში ფაკულტეტი პსყჩოლოგია) მინდა გავხდე პსყჩიატრი მაქვს დამთავრებული სამხატვრო 10წლედი(გრაფიკის განხრით) და ვაპირებდი აკადემიაში ჩაბარებას (მაგრამ გადავიფიქრე) ჰობყს ზუსტი დეფინიცია არ ცივი ამიტომ რა დავწერო არ ვიცი :ლოლ:
მე ვარ თინათინ მაჭავარიანი 20 წლის.ვსწავლობ საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებზე(საბანკო საქმის განხრით).დავიბადე და გავიზარდე თბილისში. არ ვარ გათხოვილი მაგრამ მყავს შვილობილირომელზეც ვგიჟდები და ისიც ასევე გიჟდება ჩემზე. მისამართები ალბათ არაა საჭირო. ჰობს რაც შეეხება მალე ვიბეზრებ ყველაფერს ერთადერთი რაც დიდი ხანი მიტაცებდა ჰერბარიუმის გაკეთება იყო.საკმაოდ დიდი კოლექცია მქონდა და ბოლოს ბიოლოგიის მასწავლებელს ვაჩუქ. ფოტოგრაფიით სულ რამოდენიმე თვეა რაც დავინტერესდი ისიც ჩვენმა მეგობარმა აილახვარმა დამაინტერესა მოკლედ მგონი ბევრი და უაზრობა ვილაპარაკე
1. nachkebia 2. ვლადიმერ ნაჭყებია (ვენიკო) 22 წლის 3. დიზაინი, ძირითადად ტელე და კორპორატიული დიზაინი.......ამ წელს მოვიგე 2 Promax BDA ფოტოგრაფია ჩემთვის იგივე დიზაინია ანუ ფოტოებს რო ვიღებ ისევ ჩემ საქმეს ვაკეთებ პრინციპში 5. ))))))))) 6. კი ცოლი მყავს
ქეთა გაბუნია(ვასოს შვილი) 19 წლის. დავამთავრე 6 სკოლა(პეტრიაშვილზე), ეხლა ვსწავლობ ენისა და კულტურის უნივერსტეტში(უცხო ენები, ვაკის პარკთან) ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე. ინტერესები: მუსიკა(ელექტრონული ანუ dance და როკი), კლუბური ცხოვრება, ისევ და ისევ ელექტრონული მუსიკის სიყვარულის გამო. ოცნება: წავიდე red hot chilli pepers, zemfira, deep purple კონცერტზე და ლონდონის კლუბ fabric_ში და მოვუსმინო რესიდენტ დიჯეის terry francis და freq nasty_ს, აქ კი იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ სად adjara music hall და სად ყველა ქლაბეირს საოცნებო fabric-ი. ფოტოგრაფია ჩემთვის ჰობი არ არის, მაგრამ რა არის მაგას ვარკვევ 1 წელია და რომ გავარკვევ გეტყვით
1. ნიკი - vanichkebi 2. სახელი, გვარი - ვანიკო (ივანე) გოლიაძე 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - სტუდენტი (ტურიზმის მენეჯერი) 4. ჰობი - 1 ფოტოგრაფია 2 ავტო-მოტო (ოლდტაიმერები) 3 ფრენა ანუ N რაოდენობით ადრენალინი 4 სხვა და სხვა კოლექციები 5 პოეზია (სხვისიც და საკუთარიც) 6 მოგზაურობა 7 ასე შემდეგ ვუსმენ კლასიკურ როკს, ძირითადად PINK FLOYD-ს. ვერ ვიტან რეპს, თან ქართულს ხო საერთოდ დავიბადე 1983 წლის შემოდგომის ბოლო წუთებში 30 ნოემბერს
2. სახელი, გვარი - კონსტანტინე იანტბელიძე, 24 წლის
3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - (ყოფილი მოკრივე-თბილისის ჩემპიონი,მაგრამ კრივში შემთხვევით მოვხვდი -გოგოს გულისთვის გამლახეს ერთხელ და... )ფილოლოგი. ვსწავლობ ასპირანტურაში, ენის მეთოდიკის განხრით
4. ჰობი - არქეოლოგიური თხრები ადრე დილიდან გვიან საღამომდე , ლაშქრობა, ფოტოგრაფია-ც , პიქტოგრამები,იეროგლიფები, მკვდარი ენები ნახირში სიარული(ფეხშიშველი), მუზზიკა და ქართული ცეკვა, რომლის დროსაც აუცილებლად მბურძგლავს სცენარების წერა, ეჰ, დავიღალე წერით ბევრი კარგი რამეა ამ სიაში
გივი დათიაშვილი. დაბადების თარიღი: 28/09/1973; პროფესია: საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი; სამუშაო ადგილი: თურქეთის საელჩო საქართველოში. ვარ ფოტომოყვარული და სურვილი მაქვს გავიღრმაო ჩემი არცთუ ისე დიდი ცოდნა ამ სფეროში. ვარ მშვიდობის მოყვარული და არ მიყვარს უაზრო კამათი.
ნიკი: გუკა-დევიდ გილმორი სახელი, გვარი: გური(გუკა) გოლიაძე დაბადების თარიღი: 1990 3 თებერვალი გარდაცვალების თარიღი: ჯერ უცნობია საქმიანობა: ჯერ სკოლას ვერ გავცდი ჰობი: ჩემი ძმის გადამკიდე რა ჰობი უნდა მქონდეს თუ არა მანქანები და ცოტა ხანში ფოტოგრაფობასაც დამაწყებინებს თუ უკვე არ დავიწყე Pink Floyd-ს მეც ვუსმენ და ვანიჩკები უკვე ჩემი გადამკიდე უსმენს მაგათ
სალამი ყელას,მე ვარ მხატვარი და ცოტასაც ვწერ,მიყვარს ყველაფერი რაც სილამაზესტანაა დაკავშირებული!!! სასიამოვნოა რომ ამდენ ნიჭიერ ადამინს მოყრილი გაქვთ თავი!!! გაიხარენიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიით