BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> საახალწლო ფოტო კონკურსი ”ელიტ ელექტრონიქსისგან”, ElitElectronics

| |
Magdu
post Dec 10 2010, 23:10
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838



კონკურსის წესები: ”ელიტ ელექტრონიქსის” facebook-ის მეგობრებმა საახალწლო თემაზე უნდა გადაიღონ და გამოაგზავნონ ფოტო შემდეგ მეილზე: konkursi@elitelectronics.ge

ფოტო უნდა უკავშირდებოდეს ახალ წელს, წინასაახალწლო განწყობილებას ან ზამთრის თემატიკას.

აღნიშნული ფოტო აიტვირთება ”ელიტ ელექტრონიქსის” facebook-ის გვერდზე სპეციალურად შექმნილ ფოტო ალბომში და აღწერაში მიეთითება ავტორის ვინაობა. იმისთვის, რომ მოხდეს ფოტოს განხილვა, აუცილებელი პირობაა ფეისბუქზე თქვენმა ფოტომ დააგროვოს მინიმუმ 20 like.

ფოტოები მიიღება 21 დეკემბრამდე, ამის შემდგომ ჟიური 2 დღის განმავლობაში გადაარჩევს 20 ფოტოს - აქედან 15 ფოტო გამოვლინდება like-ების სიმრავლის მიხედვით, ხოლო დანარჩენი 5 აირჩევა ”ელიტ ელექტრონიქსის” თანამშრომლების მიერ.

საკონკურსო ფოტო უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის (სულ ცოტა 1200 პიქსელზე ზემოთ)!!!

23 დეკემბერს კი ”ელიტ ელექტრონიქსის” სათავო ოფისში მოეწყობა აღნიშნული ფოტოების გამოფენა. ამავე დღეს ”ელიტ ელექტრონიქსი” და ”ფუჯი” გამოავლენენ 3 გამარჯვებულს.

I ადგილი FUJI Finepix 3D-W1 (3D ფოტოაპარატი)

II ადგილი FUJI Finepix S 1800 (ნახევრად პროფესიონალური ფოტოაპარატი)

III ადგილი FUJI A235 (სამოყვარულო ფოტოაპარატი)

გამოფენაში მონაწილე 20 ფოტოდან 3 გამარჯვებულ ფოტოს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. პირველი ადგილის მფლობელს ”ფუჯი” საჩუქრად გადასცემს 3D ფოტოაპარატს (აღსანიშნავია, რომ ეს არის ”ფუჯის”ინოვაციური პროდუქტი ქართულ ბაზარზე. აღნიშნული ფოტოაპარატით, ჩვეულებრივი ფოტოების გარდა, თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ სურათი 3 განზომილებაში).

სხვა პირობები:

ფოტოსთან ერთად მეილში აუცილებლად უნდა მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი და facebook სახელი (იმ შემთხვევაში, თუ სახელი და გვარით არ ხართ დარეგისტრირებული).

ფოტო აუცილებელად უნდა იყოს თქვენ მიერ გადაღებული (ინტერნეტით მოძიებული ფოტოები ვერ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში).

ერთი მომხმარებლისაგან მიიღება მაქსიმუმ სამი საკონკურსო ფოტო.

Fake account – ებით მიცემული ხმები ავტომატურად გამოაკლდება ჯამურ Like-ებს.

თუ შენ ჯერ კიდევ არ ხარ ელიტ ელექტრონიქსის მეგობარი, მაშინ შემოუერთდი ჩვენს გვერდს:

http://www.facebook.com/ElitElectronics
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Magdu   საახალწლო ფოტო კონკურსი ”ელიტ ელექტრონიქსისგან”   Dec 10 2010, 23:10
Nino Baidauri   ისევ ფეისბუქი.... "ღმერთო დამთაგე და დ...   Dec 10 2010, 23:47
LOOSER   ფეისბუქმა დაღუპა საქართველოში კონკუ...   Dec 11 2010, 02:00
jafara12345   II ადგილი FUJI Finepix S 1800 (ნახევრად პროფესიონა...   Dec 11 2010, 20:15
Medea Sharikadze   Nino Baidauri, ჰაააააააააააააააააააააააააა...   Dec 15 2010, 10:11
PINO   და აი ელიტელექტრონიკსს რომ ვერ ვპოულ...   Dec 15 2010, 17:02
Magdu   PINO, პირველი პოსტის ბოლოს არის ლინკი   Dec 15 2010, 17:13
PINO   @Magdu ეგ ლინკი კი ვნახე და დავაკლიკე კიდე...   Dec 15 2010, 17:44
Magdu   PINO, http://www.facebook.com/album.php?aid=2316...140604509320894   Dec 15 2010, 18:52
PINO   @ Magdu მადლობა, მაგრამ... This content is currently unavailable The page...   Dec 15 2010, 19:58
User-Nikala   ჩემთან ხსნის   Dec 15 2010, 22:01
PINO   ნიკოლოზ შენ საქართველოში ხარ? მე არა დ...   Dec 16 2010, 17:35
User-Nikala   საქართველოში ვარ. მიწერე და გაასწორე...   Dec 16 2010, 19:10
Mikheil Samkharadze   ისა და სად გაქრა ელიტ ელექტრონიქსი ვა...   Feb 25 2011, 02:01


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 19th March 2024 - 14:34

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'