BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> დავეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახს, თუ შეიძლება რომ ამას ოჯახი დაერქვას :(

| |
LOOSER
post May 29 2010, 00:52
#1 

Amateur+ Amateur+
7,355


გუშინწინ გამოფენიდან გამოვედით მე და ზურა (qartgraphy) და გადავწყვიტეთ რომ გადაგვეღო ძველი თბილისის სახლები, ასე დავდიოდით 3 საათზე მეტი და ვიღებდით ფოტოებს ავედით ნარიყალაზე და შემდეგ ავლაბარში, ერთერთ ეზოში შევიცედეთ სადაც ის კადრი დაგვხვდა რაც გვინდოდა ძველი გაურემონტებელი თბილისის საცხოვრებელი სახლის ინტერიერი. ეზოში 2 ქალი იდგა და გვკითხეს რატომ ვიღებდით ფოტოებს, ჩვენკი ვუპასუხეთ რისთვისაც გვინდოდა, ამ ლაპარაკ ლაპარაკში გაირკვა რომ ამ ეზოში, პადვალში ცხოვრობდნენ ბებია და შვილიშვილი, მოხუცი ბებია და 7 წლის გოგო ( სახელი არ მახსოვს) გვანახეს სარდაფი სადაც ცხოვრობდნენ, შევედით და ვნახეთ, ძალიან მძიმედ ცხოვრობენ, 1 ოთახია სადაც როგორც იტყვიან თაგვი კუდს ვერ მოიქნევს, ჩასდით წყალი და არის საშინელი სინესტე. მშობლების გზაკვალი არ ვიცით, როგორც მეზობლებმა გვითხრეს ლუკმაპუს ყოველთვის უნაწილებენ ბებიას და შვილიშვილს, ეს პაწუა კი სკოლაშიც ვერ მიდის რადგან საშუალება არ აქვთ არაფრიდან.

ძალიან დამწყდა გული და ვიფიქრე რომ გამეხსნა თემა და გამოგვეჩინა გულისხმიერება და დავხმარებოდით რითიც შეგვეძლება. ძალიან გაუხარდათ რომ ვუთხარი შევეცდები აუცილებლად დაგეხმაროთთქო. თვალცრემლიანებმა გამოგვისტუმრეს იქედან.

მე როგორც ყოველთვის კამერა უდროოდროს მიჯდება (LOOSER) blink.gif

მხოლოდ 2 ფოტოს გადაღება მოვასწარი.

ეგებ რამენაირად ან მცირედი თანხით ან 1 კლასის წიგნებით სახატავი რვეულებით ფანქრებით ან თუნდაც მიზერული თანხით დავეხმაროთ.

ცხოვრობენ ხიდის ქუჩაზე ავლაბარში.

მათთვის დარწმუნებული ვარ 100 150 ლარი 100 და 150000 ლარის უდრის.

იმედი მაქვს თქვენი გულისხმიერების და გამოხმაურების. ამ თემაში დაწერეთ თუ გამოეხმაურებით რითიც შეძლებთ და მიიჩნევთ რომ დაეხმარებით.

ასევე მეზობელ ფოტოსაიტებზეც გავხსნი ამ თემას.

ესეც ჩემი 2 ფოტო, ზურა ხვალ მომაწვდის ფოტოებს

user posted image
user posted image


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Giorgi Janibegashvili
post May 29 2010, 01:01
#2 
Freedom

Amateur+ Amateur+
5,771


დავთქვათ ერთი დღე,შევხვდეთ მოვიტანოთ ყველამ ის რითაც შეგგვიძლია დახმარება და წავუღოთ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post May 29 2010, 01:13
#3 

Amateur+ Amateur+
7,355


გაიხარე გიო პირველი მერცხალი ხარ ამ თემის, დაველოდით სხვებსაც და დავთქვათ შემდეგ დღე და მივიდეთ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
pepillota
post May 29 2010, 01:38
#4 

NewBie NewBie
498


რომ წავიკითხე ეს თემა ძალიან მომინდა რომ რამე დახმარება გამომეჩინა. მინდა რომ მცირედი ფინანსური დახმარება აღმოვუჩინო ამ ოჯახს თუ გადაცყვიტავთ რაიმეს მისვლას ან რაიმე სხვას მოიფიქრებთ ვინმემ იქნებ მესიჯი გამომიგზავნოთ შემეხმიანოთ შეიძლება წამოსვლით ვერ წამოვიდე სამსახური მაქვს არა ნორმირებული და თანხას გადმოგცემთ კარგით? ჩემი ნოემრია 858 468657 ია ყაყიჩაშვილი.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
aqilevsa
post May 29 2010, 09:24
#5 

NewBie NewBie
1,422


რომელიმე ჩვენს ყბედ მერობის კანდიდატს უნდა ვუთხრათ ამ ფაქტის შესახებ
ჩვენ დღეს დავეხმარებით, ხვალ... მარა მთელი ცხოვრება ჭირდებათ ამათ დახმარება. რაღაც პატარა წესიერი ჩამოხურული ჭირდებათ, ასევე ყოველთვიური სტაბილური დახმარება.

898 555 893 გიორგი -- შეიძლება დათქმულ ადგილზე ვერ მოვიდე (დროის უქონლობის გამო), მარა მაინც თუ რაიმე ანგარიშის ნომერზე შეაგროვებთ თანხას sms სახით მომწერეთ ბანკის კოდი და ანგარიშის ნომერი.

აუცილებელია ეს ინფორმაცია პრესის სახით მიეწოდოს უფრო ფართო საზოგადოებას რომ მეტი ყურადღება მიაქციოს ჩვენმა მთავრობამ შემდეგ არა მარტო ამ ოჯახს, არამეთ სხვა მრავალ ასეთ გაჭირვებულ ოჯახებს.
თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხმა პრესამდე, არ დაიზაროთ.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post May 29 2010, 10:09
#6 

Amateur+ Amateur+
7,355


pepillota,
გაიხარე აუცილებლად მოგწერ როდესაც უკვე დავაპირებთ მისვლას, კიდევ ნახოს ხალხმა თემა, რაც მეტ რამეს მოგავროვებთ მით უკეთესი.

aqilevsa,
ჩემი აზრით ჯერ პრესამდე ამ ამბის მიტარა არაა კაი იდეა, დარწმუნებული ვარ რომელიმე მერობის კანდიდატი ამას ბოროტად გამოიყენებს, და თავს საშინლად გაიპიარებს 5 წუთიანი რეპორტაჟიც კი რომ გაკეთდეს, არჩევნების შემდეგ შეიძლება მიწვდენა პრესამდე, ზურა (qartgraphy) პრაიმთაიმსშია და დაველაპარაკები.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TIHIRO
post May 29 2010, 11:02
#7 

Amateur Amateur
427


მეც თქვენთან ვარ. აუცილებლად გამოვნახავ რამეს. როგროც კი რამეს გადაწყვეტთ. ...მოკლედ მთელი გულიტ და სულით, როგორც იტყვიან
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Liza Niniashvili
post May 29 2010, 18:40
#8 
Чайка

Photographer Photographer
17,182


ლევან, სჯობს პირდაპირ დაიწეროს შეხვედრის კონკრეტული დღე და დრო.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post May 29 2010, 19:00
#9 

Amateur+ Amateur+
7,355


კარგი მაშინ შევხვდეთ 2 ივნისს ავლაბრის მეტრისთან 3 საათზე და ვისაც რა გვექნება ყველამ მივუტანოთ ერთად.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Liza Niniashvili
post May 29 2010, 21:32
#10 
Чайка

Photographer Photographer
17,182


რჩევა : სჯობს დასვენების დღე იყოს, რადგან ბევრს შეიძლება გაუჩნდეს დახმარების სურვილი, მაგრამ სამსახურის გამო ვერ შესძლოს დანიშნულების ადგილზე მისვლა.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post May 29 2010, 21:48
#11 

Amateur+ Amateur+
7,355


კარგი იყოს მაშ 4 რიცხვი კვირაა, ზოგი სამსახუი შაბათ დღესაც მოითხოვს მუშაობას რავიცი ყოველიშემთხვევისთვის

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post May 30 2010, 11:02
#12 
Club Founder

Administration Administration
4,838


LOOSER,
ესტაფეტის და მულტიექსპრესის ზომის ბანერს თუ მომაწვდით, დავდებ ფორუმზე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post May 30 2010, 11:41
#13 

Amateur+ Amateur+
7,355


Magdu,

ბანერის დამზადება არ ვიცი სამწუხაროდ ვეცდები გავაკეთო და PM ში გამოგიგზავნით
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
pepillota
post May 30 2010, 12:18
#14 

NewBie NewBie
498


4 რიცხვი პარასკევია. თუ ოთხში იკრიბებით მითხარით რომელ საათზე მოვიდე. თბილისში არ ვმუშაობ სანამ ავლაბარში მოვალ დრო მინდა .
და თუ კვირას მაშინ 6 რიცხვი გამოდის smile.gif Kვირას სამ საათზე?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post May 30 2010, 12:40
#15 

Amateur+ Amateur+
7,355


ბოდიშით თარიღი ამერია მე.

კვირას 6 რიცხვში 3 საათზე შევიკრიბოთ ავლაბრის მეტროსთან
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
pepillota
post May 30 2010, 12:49
#16 

NewBie NewBie
498


კეთილი და პატიოსანი. მერე ნომერი მომეწერეთ ვის შეიძლებ\ა დაგიკავშირდეთ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post May 30 2010, 14:24
#17 

Amateur+ Amateur+
7,355


pepillota,

ყველას დაგიკავშირდებით პარასკევს 2 დღით ადრე

პ.ს ბანერი მგონი ნორმალური გამომივიდა არცოდნის კვალობაზე

მივაწვდი ირაკლის (MAGDU) ს PM ში და დადებს საიტზე რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეამჩნიოს

user posted image

Uploaded with ImageShack.us
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DaNi
post May 30 2010, 17:36
#18 

Amateur Amateur
839


ყოჩაღ, ლევან, ძალიან კარგია, რომ ჩვენამდე მოიტანე ამ ხალხის გაჭირვება, მართლაც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ.
ჯერ არ ვიცი, ამ ეროვნულების გადამკიდე, თუ მეცლება, მაგრამ ვეცდები შემოგიერთდეთ, გაიხარეთ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jun 3 2010, 19:50
#19 

Amateur+ Amateur+
7,355


მოგესალმებით ყველას, თემას წამოვწევ, და ყველას ვინც დაწერეთ ნომრები და დაკავშირება ითხოვეთ დაგიკავშირდებით

კვირას არ დაგავიწყდეთ 3 საათზე ვიკრიბებით ავლაბრის მეტროსთან.

aqilevsa,
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს მოგწერ სმს ით.

თხოვნა იქნება მომწეროთ ვინ რამდენს როცხავთ

შემდეგ ასევთქვათ აჩოტს დავწერ ამ თემაში რამდენი შემოვიდა საკომისიოს რამდენი დაჭირდა და ასე შემდეგ.


ასევე PM ებს მოგწერთ ყველას ვინც ამ თემას გამოეხმაურეთ
Added @
პ.ს შევინახავ ასევე ყველანაირ ჩეკს და ფოტოების სახით დავდებ ფორუმზე.
ყველაფერი რომ გამოვრიცხოთ და სრული წესრიგით რომ ჩატარდეს ეს საქველმოქმედო შეკრება
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
pepillota
post Jun 4 2010, 15:41
#20 

NewBie NewBie
498


ველოდები შენს PM-s კვირამდე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TIHIRO
post Jun 6 2010, 12:50
#21 

Amateur Amateur
427


ისე ხალსო კი სვანურად გამომდის ,მაგრამ ვინმემ მომწერეთ ნომერი პმში.ტორე როგორ გიცნოტ აბა. მეტროსტან მდგომ ყველა შეჯგუფულ ხალხ შევეკითხო...


... მომიწევს მგონი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jun 6 2010, 13:29
#22 

Amateur+ Amateur+
7,355


TIHIRO,
PM ნახე

პ.ს 20 წუტს დავიცდით თუ დაგაგვიანდებათ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jun 6 2010, 18:01
#23 

Amateur+ Amateur+
7,355


ვიყავით მისულები diax.gif diax.gif
რეპოსრაჟს დავწერ საღამოს gavcitldi2.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jun 6 2010, 22:09
#24 

Amateur+ Amateur+
7,355


მოგესალმებით, დღეს როგორც იცით ვაპირებდით მისვლას ამ ოჯახთან smile.gif
მივედით მე, TIHIRO(თეო) pepillota(ია), (იას მეგობარი სახელი არ მახსოვს ბოდიშს ვიხდი)

მივედით იმ ადგილას დადაც ცხოვრობენ, ჩემდა გასაკვირად სახლში ამ გოგონას დედა დაგვხვდა, (მეგონა მასაც მიტოვებული ყავდა და მარტო ბებია და შვილიშილი იყვნენ) ვუთხარით თუ რატომ ვესტუმრეთ და გაუხარდათ საკმაოდ იმედიანად მიგვიღეს. გამოველაპარაკეთ, მოკლედ ადრე რომელი სახლის სარდაფშიც ეხლა ცხოვრობენ ის სახლი მათ ეკუთვნოდათ, მარა ამ ქალის მამას კიბო ქონია და სამკურნალოდ გაუყიდიათ სახლი და 6 თვე აცოცხლეს, შემდეგ ეს კაცი დაიღუპა და მას შემდეგ 4 წელია უკვე სარდაფში ცხოვრობენ, ოჯახში არავინ არ მუშაობს და ყოველთვიულად დახმარება არის მხოლოდ მათი შემოსავალი რომელიც დაახლოებით 80 ლარამდეა, ბებია ცელოფნებს ყიდის და ასე კაპიკებით ყიდულობენ ბავშვს საჭმელს. ჰიგიენაზე არაფერს ვამბობ, ელემენტარული წალი არ მოდის იქ რომ ადამიანმა ნორმალურად იბანაოს.
ბავშვის მამას მიტოვებული ყოლია ოჯახი, ამ ქალის ნათესავები კი ცხოვრობენ თბილისსში მაგრამ როგორც თვითონ გვითხრა დხმარების სათხოვნელად ამათთან მოდიან, ამ ქალის ძმა კი 18 წელია რუსეთშია წასული და მისგან არაფერი არ ისმის.
გვითხრა რომ ბერვჯერ გაგზავნეს მერის და მერიის სახელზეც წერილები მაგრამ უშედეგოდ, გვეუბნებიან რიგშიხ ართო მარა კაი ხანი გავიდა და არავის არაფერი არ თქვამსო.
გვაჩვენა უამრავი წერილი მათსახელზე გაგზავნილი, ასევე შუქის გადასახადის ჩეკი რომელიც ძალიან დიდ თანხას უდრიდა, თელასშიც ქონიათ წერილი გაგზავნილი მარა ასევე ამაოდ.
ზამთარში გასათბობი საშუალება არ აქვთ ელემენტარულად, იფ ღუმელი ვერ დაიდგმება, და გამათბობელიც არ აქვთ არაფერი, ანუ ზამთარში იყინებიან ფაქტიურად.
პატარას ძალიან გაუხარდა საჩუქრები, ძალიან ბედნიერი იყო ამდენი სათამაშოები და სახატავი ფანქრები ფუნჯები და რვეულები რომ ნახა.
პატარა ეხლა ამთავრებს ბაღს და როგორც გვიტხრეს ძალიან ნიჭიერი ყოფილა, 3 ენაზე შეუძლია ლაპარაკი, და უნდათ რომ სკოლაში მიიყვანონ. წინაწელს ვერ მიიყვანეს სკოლაში რადგან არანაირი საშუალება, (ალბათ ჩასაცმელი) არ ქონდა ბავშვს რომ მისულიყო, ეხლა 27 ში ზეიმი აქვსო და თანხაც არ მაქვს რომ ბავშვი ზეიმზე გამოვიყვანოო. ჩვენ გადავეცით რაც მოვაგროვეთ თანხა, ზეიმისთვის და უბრალო ახალი ჩასაცმელისთვის ნამდვილად ეყოფა.
გიომ ჩაიწერა მათი რეკვიზიტები ასევთქვათ და ვგეგმავთ, უკეთეს ორგანიზებას. რაშიც თქვენი იმედიც გვაქვს.

ჩემს მეგობართან და ასევე თეოს ნაცნობთან გავარკვევთ რამდენად არის შესაძლებელი რომ ეს ამბავი გადაცემა პროფილამდე მივიდეს.
გამოხმაურება უფრო მეტი ექნება.

მოკლედ რსაა რაც დღეს გავარკვიეთ ამ ოჯახზე, უ რაიმე გამომრჩა შემისწორეთ.

ფოტოებს დავდებ 1 საათში
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Zaza Gabaidze
post Jun 6 2010, 22:20
#25 

Amateur Amateur
3,176


LOOSER,
TIHIRO,
pepillota,

ძალიან კარგი საქმე გაგიკეთებიათ!!! 2kiss.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TIHIRO
post Jun 6 2010, 22:33
#26 

Amateur Amateur
427


...მოკლედ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ... მე სხვა რარაცეებიც მენიშნა
ჯერ რომ მივედით ის ქალი დაგვხვდა და უნდობლობა და რაღაც აგრესიასავით დაეტყო( არ იცოდა რაში იყო საქმე , ბებია არ იყო შინ) მერე სავარაუდოდ მერიის ან რამე სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები ვეგონეთ და სახლს( სარდაფს sad.gif ) რომ გვათვალიერებინებდა "ვალდებულები ხართ რომ მიშველოთო" სახე ქონდა. შემდეგ,( არ ვიცი რამდენად გაიგო ფორუმი ფოტოგრაფები და ბოკე) როცა ვუთხარით საიდანაც ვიყავით, საერთოდ დაბნეულობა დაეწერა სახეზე, ვეგარ გაიგო რატომ ვცდილობდით დახმარებას და საერთოდაც რატომ მოვიკითხეთ ბავშვი და გადავეცით რაღაცეები და როცა კონვერტით ფული მიცსა ლუზერმა(smile.gif საკმაოდ უხერხული მოძრაობით) აუცრემლდა თვალები...

გული მისკდება როცა მოზრდილი ადამიანი ტირის...არ შემიძლია ყურება.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
marianita
post Jun 7 2010, 00:01
#27 

Amateur Amateur
2,330


სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ შევძლებ დახმარებას sad.gif
ძალიან კარგები ხართ, ყოჩაღ თქვენ smile.gif ღმერთმა შეგიწიროთ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jun 7 2010, 00:49
#28 

Amateur+ Amateur+
7,355


TIHIRO,

მართალი ხარ თე.

ბებია უკეთ გაგვიგებდა დარწმუნებული ვარ.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
pepillota
post Jun 7 2010, 00:51
#29 

NewBie NewBie
498


Eს თემა რომ გაიხსნა მთელი კვირა იმაზე ვფიქრობდი თუ როგორ მივიდოდით და როგორ ი იქნებოდა ამ ხალხის რექცია. დღესაც ბევრი ვიფიქრე და იმდენად დაბნეული ვიყავი რომ ჯერ პლასტიკური ბარათი დამრჩა ბანკომატში მათთვის ფულს როცა ვანაღდებდი და მერე კიდე მობილური დამრჩა მაღაზიაში. ბევრი რამე გადამხდენია და ბევრ სიტუაციაში ვყოფილვარ და არასოდეს მეგონა რომ როცა ბავშვი სათამაშოებზე კითხულობს ეს ყველაფერი ჩემიაო ასეთი რთული აღმოჩნდეს მისთვის პასუხის გაცემა. ვფიქრობ რომ დღევანდელი ჩვენი ვიზიტი პატარა სვეტლანას მისცემს სტიმულს იყოს ისეთივე გულუბრყვილო და ნათელი როგორიც მე დავინახე.
საკმაოდ მძიმე იყო ის რექციაც რაც გამოსვლის მერე მქონდა. ახალგაზრდა გოგოა როგორც ზურამ ჩაიწერა 31 წლისაა არის მარტოხელა დედა არავისი იმედი არ აქვს და ყავს ასაკოვანი დედა. ძალიან მინდა რომ ამ გოგომ დაინახოს თავის ცხოვრებაში პერსპექტივა იმისა რომ ყველაფერი ყოველთვის ასე არ იქნება. არ მინდა რომ ერთხელაც შეეგუოს თავის მდგომარეობას და თუ შეგვიძლია რაიმეთი დავმხმაროთ აუცილბლად უნდა ვეცადოთ იმიტომ რომ არავინ ვიცით მომავალში თითოეულ ჩვენგანს რა როგორ შემოუტრიალდება.
Added @
თეოს დავეთანხმები და ლევანისაც რომ თავდაპირველად გაუკვირდა და ვერ მიხვდა ჩვენი მოსვლის მიზეზსს. ალბათ ასეთი დროა მეორეს მხირვ კი ვიტყოფი რომ კიდევ კარგად არის რომ გზას არ აცდა და ცდილობს ბავშვისთვის დაალაგოს კიდევაც და სხვა არაკანონიერი გზით არ იშოვოს ლუკმა-პურის ფული.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post Jun 7 2010, 01:12
#30 

Amateur+ Amateur+
7,355


user posted image
კიდევ ბევრი ფოტოა უბრალოდ ეხლა მოვრჩი კომპიუტერის კეთებას და თავი არ მაქვს დამუშავების. ხვალ დილიდანვე დავდებ ფოტოებს
Added @
გულიანი დამუშავება უნდა ფოტოებს
ხვალ ვიზამ ამ ყველაფერს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 27th April 2024 - 04:40

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'