BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
9 გვერდი  1 2 3 > »  
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> სიღნაღიც დაპყრობილია!, კიდევ ერთი ძალიან კარგი ლაშქრობა

| |
Leonsio
post Sep 24 2007, 14:10
#1 

Amateur+ Amateur+
5,652


მოკლედ გუშინ 23 სექტემბერს კვირა დღეს ბოკელები გავემგზავრეთ სიღნაღში..
ამდენი ბოკელი ერთად ლაშქრობაზე მე ჯერ არ მინახავს:

leonsio,
pantazia
sopuna,
InvisibleM
Giorgi Makharashvili
Luichka
MINI
DIKARKA
xatunia
Modigliani
beshqena
gelsomina - მეგობართან ერთად
vaxtanga
Otar Ratiani
November Rain
etushki
MAMONT
NUCA 11
giorgi_gj
cariocaaa
nusa
tagvi
nodari82
sandriko
jodaseni
Rebecca
be_qa -თავის ორი მეგობარით (გიო და დათო)

-----------------------------------------------------------------------------------------
მოკლედ დილით 8:00 საათზე მივედი სპორტის სასახლესთან და თითქმის
ყველა იქ დამხვდა, როგორც ყოველთვის რამდენიმე აგვიანებს ხოდა სადღაც
9:00 საათამდე ვიკრიბებოდით.
შეკრების შემდეგ ტრადიცილად პირველი მარშუტი საყიდლებზე არის დაგეგმილი.
გამოვიტანეთ მთელი სუპერ მარკეტი და დავადექით კახეთის გზას...
დამავიწყდა მეთქვა თუმცა ამას რა თქმა უნდა ორი სამარშუტო ტაქსით წავედით.
ხო გიორგი მახარაშვილმა როგორც შეგვპირდა წამოიღო გიტარა და გზაში
კაი ერთი (ორიც, სამიც...) ჩვენებური (და არამარტო) შეუბერაააა...
არც beshqena დააკლო და ისეთი სიმღერები მოცხო მეგონა სადღაც ლაივ კონცერტზე ვიყავი...
მოკლედ გიორგის და ბექას ანუ (beshqena)-ს დიდი მადლობა! ასე გრძელდებოდა მთელი გზა ჩვენთან სამარშუტო ტაქსში,
აი იქეთ რახდებოდა ძალიან მაინტერესებდა და ამიტომ გავაჩერე მანქანა და გადავსახლდი იქეთა სამარშუტო ტაქსში...
ო იქ ამბავი დამხვდა იცოცხლე...
ზოგს აკიმარებს, ზოგს უკვე ძინავს, ზოგი მუსიკას უსმენს, ზოგი არ უსმენს და ისე
აქვს ჩართული DDDD.gif რამდენიმე კიდევ ფოტოგრაფიაზე საუბრობს და ერთს რული ეჭირა DDDD.gif
აღარ ვუთხარი რომ ჩვენთან გიტარა აჟღერებულიყო თორემ ეს ამოდენა ხალხი იქეთ ჩვენთან სამარშუტო ტაქსში ამოყოფდა თავს DDDD.gif
მოკლედ აქ რომ ყველაფერი "რიგზე" დამხვდა.... ისევ დავბრუნდი ჩემს "მარშუტკაში" და ისევ
ლაივ კონცერტზე ამოვყავი თავი.
როგორც იქნა ჩავედით წმინდა ნინოს მონასტერში სადაც უამრავი ხალხი დაგხვდა.
"მარშუტკიდან" ჩამოსვლის თანავე ყველა თავის გზით გაიქცა..
სადრაც ერთ საათში რომ მოითავეს გადაღება იქ,
ყველა ჩავჯექით "მარშუტკებში" და შუაგულ სიღნაღისკენ გავეშურეთ..
რომ ჩავედით სიმართლე გითხრათ სიღნაღი ძლისვ ვიცანით ისეთი გალამაზებული ისეთი შეფერადებული იყო რომ აღფრთოვანებულები დავრჩით.
იმედია ამ სანახაბოს ფოტოების მეშვეობით თქვენც ნახავთ.
ხო მოკლედ როგორც გაირკვა ჩვენი გზა წნორისკენ უნდა გაგრძელებულიყო
რომ რთველი გვენახა... (გზაში შევიტყეთ რომ სოფუნას ჩანთა დარჩა წმ.ნინოს მონასტერში და მისი მობილურიც ჩანთაში იდო, ხოდა დავრეკეთ, ვიღაცამ გვიპასუხა და გვითხრა რომ ამ ყველაფერს იქ მესანთლესთან დატოვებდა)
ხო ამ დროს ბავშვებმა გვშიაო და ამიტომ წნორთან
ახლოში გავჩერით შუაგზაზე და ერთ-ერთმა კეთილმა იქაურმა მოსახლემ (სახელი აღარ მახსოვს გარკვეული მიზეზების გამო DDDD.gif ) დაგვითმო თავისი ფაცხა
სუფრის გასაშლელად... ხოდა გოგოებმა ივაჟკაცეს და სუფრა გააწყვეს...
ყველა ისეთი მშიერები ვიყავით რომ ვეღარ მოვითმინეთ და ვეცით საჭმელს მშიერი მგლებივით... ჩვენმა მასპინძელმა რომ დაგვინახა რა დღეში ვიყავით
გაგვეცალა და რომ დავამთავრეთ რაც კი გაგვაჩნდა რამდენიმე მტევანი ყურძენი მოგვიტანა... ხო სულ დამავიწყდა მეთქვა რომ კარგი წითელი ღვინო ვიყიდეთ და
მართლაც გემრიელათ დავლიეთ... უხ კაი იყო...
ამ მგლების ჭამის შემდეგ გაიმართა ლაივ კონცერტი ორი.
აი აქ კი ყველას მიეცა ამ კონცერტზე დასწრების უფლება ისევ ბეშქენამ და გიორგიმ დაუკრეს იმღერეს კიდეც თუმცა არა მარტო მათ.. როგორც აღმოჩნდა
ჩვენი Modigliani მომღერალი ბულბული ყოფილა ისეთი იმღერა რომ bravo.gif
ზოგი ამ კონცერტიდან იპარებოდა სადღაც და ისევ ბრუნდებოდნე მერე მივხვდი
რომ გადასაღებლად გადიოდნენ DDDD.gif
ხოდა დასრულდა კონცერტი ჰორიზონტს გავხედეთ მზე ყველაზე კარგ
მდგომარეობაში იყო ანუ კარგი შუქი მოჰფენოდა კახეთს ხოდა დრო დადგა რთველში წასვლისა და ფოტოების გადაღებისა...
თუმცა ჩვენმა მასპინძელმა გვითხრა: ახლა პანტაპუნტით თუ ვინმე კრიფავს ყურძენს.. ისე მასიური კრეფა ერთ-ორ კვირაში იქნება.
ეხ გვეწყინა...... თუმცა მეორე წუთს გაგვიხარდა რადგან როგორც
აღმოჩნდა ჩვენს მასპინძელს თავისი პატარა, იშვიათი ჯიშის ყურძნის
პლანტაცია ჰქოინია... რომელიც ასფალტზე იყო პირდაპირ ამოსული
მე პირველად ვნახე ყურძენი სპეციალურად ასფალტზე ამოყვანილი...
მოკლედ ვეცით ამ ვაზებს და ვუღეთ და ვუღეთ გაძღომამდე...
მოვრჩით თუ არა გადაღებას, დავბრუნდით მანქანებში და გავეშურეთ კვლავ
სიღნაღისკენ... მოხდა ისე რომ სიღნაღისკენ წავედით მეორე გზით და რომ მივედით შესასვლეთან მთელი გზა გადათხრილი დაგხვდა... როგორც გაირკა მიდიოდა სარემონტო სამუსაოები ხოდა გვითხრეს რომ ისევ იმ გზით თუ
გავახწევდით აქედან რომელითაც მოვედით...
ბავშვები ჩამოვედიტ მძღოლს უთხარი რომ წრე გაეკეთებინათ ჩვენ კიდე სიღნაღის ცენტრში დავხვდებოდით ანუ ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ.
დავადექით სიღნაღის ცენტრისკენ მიმავალ გზას.
ოხ რა ძნელი ყოფილა 30 კაცს თავი ერთად მოუყარო... DDDD.gif
დაიფანტნენ ყველა... ზოგი სად წავიდა გადასაღებათ ზოგი სად...

ნუ რომ მივედით ცენტრთან ახლოს გადავწყვიტეთ გალავანზე ასვლა მაგრამ მანამდე ნახევარი საათი ლოდინში და რეკვაში გავატარე რომ ყველა ერთ ადგილას შევკრებილიყავით და ერთად ავსულიყავით.. თუმცა დარეკეს მონასტრიდან და გვითხრეს რომ 19:00 საათზე იხურებოდნენ და მანამდე უნდა წაგვეღო სოფუნას ჩანთა... ხო გალავანზე ასვლა გადაიდო...
თუმცა უცებ რეკავს ჩვენი მძღოლი და მეუბნება რომ წმ. ნინოს მონასტერთანაა და ჩანთას წამოვიღებო... მეთქი აი მძღოლიც ასეთი ჯიგარი უნდათქო bravo.gif
ხოდა ასე გადაგვარჩინა ჩვენმა დათომ (მძღოლი) ახლა ყველა შევიკრიბეთ და გალავანზე ასვლს ვაპირებთ რომ უცებ ხალხმა გადაიფიქრა და ცენტრისაკენ წასვლა მოისურვა...
როგორც იქნა მივედით სიღნაღის ცენტრში სადაც ცოტახანი გავჩერდით
ვიჭუკჭუკეთ, საერთო ფოტო გადავიღეთ... ვნახეთ ჩვენი თანაფორუმელი ALQIMIK-ი და შემდეგ გამოვეშურეთ თბილისისკენ.
აი ასე და ამგვარად მოვიარეთ სიღნაღი იმედია ყველა კმაყოფილია smile.gif
(აქვე დამავიწყდა მეთქვა რომ ჩვენი ეს ლაშქრობა იყო საინტერეს კიდევ იმით
რომ ეთუშკიმ და დიკარკამ მოაწყეს მინი საპროტესტო აქცია "PM/დფ" ანუ არავითარი დღის ფოტო პიემით!! ასეთი შინაარს ატარებდა ეს საპროტესტო აქცია)

თუ რამე კიდევ გამომრჩა აუცილებლად ჩავამატებ.
ხო ფოტო კოლაჟიც სულ მალე იქნებაsmile.gif




Added @
xatunia-ს გადაღებული ფოტოები.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Leonsio
post Sep 24 2007, 14:20
#2 

Amateur+ Amateur+
5,652


xatunia-ს გადაღებული ფოტები

user posted image

user posted image
Added @

DIKARKA-ს გადაღებული ფოტოები

user posted image

beshqena
user posted image
user posted image
Added @
November Rain-ს გადაღებული ფოტოები


user posted image

user posted image

user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Leonsio
post Sep 24 2007, 14:31
#3 

Amateur+ Amateur+
5,652


jodaseni-ს გადაღებული ფოტოები

აჰა დაპირებულ ფოტოებსაც ვდებ smile.gif

აქ უკვე ყველა დაპურებულია ასე თუ ისე smile.gif მათ შორის ჩვენი მოდერატორიც და კარგ ხასიათზეა. ლეონ გაიხარე. მათ უკან კი ხალხი ემზადება კონცერტის მოსაწყობად.
user posted image

ანდრო და სანდრო
user posted image

აქ ყველა ვემზადებით გალავანზე წასასვლელად,ყველას უნდა წამოსვლა,მაგრამ გაირკვა რომ სოფიას თავის ტელეფონი და ჩანთა დარჩენია ბოდბეში ამიტომ აზრი აღარ ჰქონდა გალავანზე ასვლას იმიტო რო ეკლესია იკეტებოდა მერე. მაგრამ ჩვენმა მძღოლმა ივაჟკაცა და ჩვენს გარეშე ამოიტანა ტელეფონი. ამ დროს საქმე საქმეზე რო მიდგა და გალავანზე წასვლაზე იყო საუბარი ყველამ უარი განაცხადა 2 თუ 3 კაცის გარდა smile.gif
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Sep 24 2007, 14:58
#4 

Amateur+ Amateur+
28,968


მშვენიერი რეპორტაჟი შემოგვთავაზა ლეონსიომ,თუმცა ბევრი საინტერესო რამ გამორჩა,შეძლების დაგვარად შევეცდები დავამატოDDDD.gif
პ.ს
ისე სურათებს ხომ არ აჯობებს რომ დავაწეროთ ვინ ვინ არის?

უპირველეს რიგში ლეონსიოს სიტყვებში მინდა შესწორება გავაკეთო და ავღნიშნო რომ "მინი" აქცია ,დილის 8 საათიდან დაიწყო სპორტის სასახლესთანDDDD.gif
რომელშიც შემდგომ შემოგვიერთდნენ ბოკელები.სამწუხაროდ ბევრი პლაკატი არ გვქონია(დროუს უქონლობის გამო)თუმცა საბოლოო შედეგძE ამას არ უმოქმედია,რაც მთვარია ხალხი აგვყვა და მინდა განვაცხადო რომ ჩვენი აქციები PM/დ/ფ(PMში გაგზავნილი თხოვნების მიერ როდესაც ხდება სურათი დ/ფ ანუ დღის ფოტო)გაგრძელდება მთელი საქართველოს მაშტაბით lol.gif lol.gif
ესეც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე
ქალბატონი
etushki(სობსტვენოი პერსონი) B).gif
user posted image

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mariam Villy
post Sep 24 2007, 15:05
#5 

Amateur Amateur
14,129


აჰჰჰჰჰჰ რა კარგიაააა .. .. მენატრებიიით .


გული დაწყდა რომ ვერ წმაოვედი მაგრამ მომავალში თქვენთან ერთად ვარრრ ..ჩაოსვლა რომ მეღირსება DDDD.gif თქვნეთან ვარ. angel.gif angel.gif angel.gif angel.gif




პ.ს რა ცოტა ფოტოებია რა არის ეს გამაბრაზეთ DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Sep 24 2007, 15:06
#6 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


მმმაგარია!!!
ლევან დამეხმარე თორემ გავაფრენ!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
etushki
post Sep 24 2007, 15:10
#7 
Unregistered





PM დ/ფ : )))))))))))))))))))))) lol.gif
აქცია გაგრძელდება tongue.gif
ყველას მოგელანდებით : ))))))))))))))))))))) jado.gif

  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
TeaG
post Sep 24 2007, 15:11
#8 

Amateur Amateur
1,310


რა ცუდები ხართ რაsad.gif ცავიდნენ გადაიგეს ფოტოები და ეხლა დადება ეზარებათ cry.gif cry.gif

რაც დაბრუნდით მას შემდეგ მეთქი ან ეხლა დადებენ ან ეხლათქო და ეს არის სულ? cry.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Sep 24 2007, 15:12
#9 

Amateur+ Amateur+
28,968


სპორტის სასახლესთან,როგორც კი მოვიდა ბოლო ადამიანი რომელსაც ველოდებოდით და ეს იყო beshqena,ჩვენ წავედით დასაყოფად,ანუ ვინ რომელ სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდებოდა.
ჩემი "მარშუთკის"ხალხს შემოგთავაზებთ B).gif
user posted image
ს ლევა ნა პრავოDDDD.gif
ლეონსიო,სოფუნა, გიორგი მახარაშვილი,ოთარ რატიანი,გელსომინია,გიორგი-გჯ,ხათუნია,ბეშქენა და ინვისიბლემ
ხო ახლა ის ხალხი რომელიც კადრს მიღმა დარჩნენDDDD.gif
ბებე,ანუ რებეკა,ეთუშკი,ვაახტანგა ანუ (პაატა)და ნოდარი ანუ ნოდარი 82
მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო კვლავ იმ ნივთზე,იმ პატარა თუმცა ძალიან მნიშვნელოვან ფურცელზე რომელიც უჭირავს ჩვენ ხათუნია,ეს ისევ და ისევ PM/დ/ფ -ს ნიშანიაDDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
sandriko
post Sep 24 2007, 15:12
#10 

Amateur+ Amateur+
2,963


TeaG

მართალი ხარ, რაწესია უუუF

გაინძერით ცოტა ხალხს ფოტოების ნახვა სურს.......
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TeaG
post Sep 24 2007, 15:12
#11 

Amateur Amateur
1,310


DIKARKA

"PM/დფ" ანუ არავითარი დღის ფოტო პიემით!!" DDDD.gif B).gif მაგარია
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Sep 24 2007, 15:14
#12 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


მეც მინდა ჩემი ფოტოების ნახვა მაგრამ არის NEF ფორმატში რაც ვერაფრით გავხსენიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!! დამეხმარეთ და იმდენს დავყრი გააფრეენთ!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
sandriko
post Sep 24 2007, 15:16
#13 

Amateur+ Amateur+
2,963


Giorgi Makharashvili

photoshop-მა უნდა გაგიხსნას და გადაგიყვანოს ჩველუებრივად, პრობლემების გარეშე.......
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TeaG
post Sep 24 2007, 15:16
#14 

Amateur Amateur
1,310


Giorgi Makharashvili

აუ რატომ ვერ ხსნი?? cry.gif
Added @
ეეჰ მეორე მარშუტის ხალხს რა დონეზე ჩაძინებია ნახეთ რა DDDD.gif , ეხლაც არ გაუღვიძიათ მგონი თუ რით ვეღარ მოიცალეს ფოტოების დასადებად? DDDD.gif DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Sep 24 2007, 15:19
#15 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


sandriko,
არა არ იხსნება არაააა თორემ აქამდე ხო გადავიტანდი

ამდენი ფოტო გადავიღე და არცერთI არ მინახავს ვაიმეეეე
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TeaG
post Sep 24 2007, 15:20
#16 

Amateur Amateur
1,310


sandriko

მგონი ტყილად ვიცდით რა DDDD.gif DDDD.gif
Added @
ტყუილად lol.gif lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Sep 24 2007, 15:20
#17 

Amateur+ Amateur+
28,968


ეს მშიერ მდგომარეობაში მყოფი ჩემი ერთ-ერთი ქალი B).gif gavcitldi2.gif
ბებე
რომელიც "აბლიზივაეტსიას"აკეთებს lol.gif
უკანა პლანზე მყოფი არა ფოკუსში ბეშქენა
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TeaG
post Sep 24 2007, 15:20
#18 

Amateur Amateur
1,310


Giorgi Makharashvili


რა უნდა ქნა??? unsure.gif unsure.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Sep 24 2007, 15:22
#19 

Amateur+ Amateur+
28,968


აუ ხალხნო იქნებ გვაცალოთ ფოტოების დადება??
700 ხელი არ გვაქვს! angry.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Rebecca
post Sep 24 2007, 15:22
#20 

Amateur+ Amateur+
5,674


კერგია მაგრამ აი უცებ რომ ყველა გაჟმოტდება ხოლმე და ფოტოებს არ დებს ეგ მაგიჟებს smile.gif

არა კი მესმის საჩალიჩოა ასე რომ ვინმემ სადმე ერთად აყარეთ და მე დავაწყობ ბაზარი არაა რაა DDDD.gif

ვახ! unsure.gif rolleyes.gif

DIKARKA,
QUOTE
რომელიც "აბლიზივაეტსიას"აკეთებს lol.gif

ოხ დურა ბაბა DDDD.gif
შენ ქალი ცეხლი რა ერთადერთი ვინც არ იზარებს DDDD.gif


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TeaG
post Sep 24 2007, 15:23
#21 

Amateur Amateur
1,310


DIKARKA

ნუ ბრაზობ შემოგევლე, შენთვის არავის უსაყვედურებია, მაგარამ შენს გარდა 30 ადამიანი იყო იქ...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
M I N I
post Sep 24 2007, 15:26
#22 

Amateur+ Amateur+
33,956


აი მეც მოვედი
მინდა გითხრათ რომ მართლაც შესანიშნავი დრო გავატარეთ, ყოველივე ეს კი ლეონსიოს და ბოკელების დამსახურებით smile.gif

რამოდენიმო ფოტოთი მეც გასიამოვნებთ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DIKARKA
post Sep 24 2007, 15:26
#23 

Amateur+ Amateur+
28,968


Rebecca,
შენღა მაკლდი ახლა ქალო! lol.gif lol.gif

vaxtaanga(რეალ ნეიმ-პაატა)(ს ბუტილკოი კიი არა და ს ბანოჩკოი პივა)DDDD.gif
InvisibleM(რეალ ნეიმ -დათო)
user posted image
user posted image
Added @
ეს სურათი არის ეXსკლუზივი(ნუ მე მეგონა იქამდე სანამ Xატუნია არ დადებდა ამ სურათის მოჭრილ ვერსიასDDDD.gif)
ახლა აქ რა ხდება:
ეს სურათი მოვიპარე ამ ოჯახის საოჯახო ალბომიდან,ესენი გახლავთ
მამონტაშვილები lol.gif
მამა-ინჟინერი
დედა-პედაგოსი
შვილი-ლოთი ანუ პიანიცა!

ხოდა ეს არის მათი ერთი მშვენიერი დღე ,კერძოდ კი მზადება სიღნაყში გასასეირნებლადDDDD.gif

მთვარ რომელბში:
მამა-MAMONT
დედა-Rebecca
შვილი-Otar Ratiani
user posted image
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
TeaG
post Sep 24 2007, 15:34
#24 

Amateur Amateur
1,310


მამონტაშვილები lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Sep 24 2007, 15:35
#25 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


ოთO რა სერიოზულად იყურებააა lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Rebecca
post Sep 24 2007, 15:35
#26 

Amateur+ Amateur+
5,674


DIKARKA,
QUOTE
მთვარ რომელბში:
მამა-MAMONT
დედა-Rebecca
შვილი-Otar Ratiani

ფენომენალურია აქ უკეთ ჩანს DDDD.gif

მარა ნუ კომეტმა ამაყირავა DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
etushki
post Sep 24 2007, 15:38
#27 
Unregistered





ბებე რისი მასწავლებელი ხარ ? lol.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
M I N I
post Sep 24 2007, 15:40
#28 

Amateur+ Amateur+
33,956


შვილს ანუ (ოთარ რატიანს) სახის გამომეტყველებაზე ეტყობა რომ დიდი მომავალი აქვს smile.gif

ყველანი კარგები ხართ smile.gif

Rebecca ისე გამოიყურება თითქოს და იავნანას უმღერისო DDDD.gif

დაიძინე გენაცვალე იავნანინაო >>>> smile.gif smile.gif smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Rebecca
post Sep 24 2007, 15:40
#29 

Amateur+ Amateur+
5,674


etushki,
QUOTE
ბებე რისი მასწავლებელი ხარ ? lol.gif

მაგას აქ ვერ დავწერ rolleyes.gif gavcitldi2.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
etushki
post Sep 24 2007, 15:41
#30 
Unregistered





რომელ ფილიას ასწავლი? lol.gif lol.gif lol.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 19th April 2024 - 21:08

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'