მოგესალმებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ თამაშის წესებს.
თამაშის წესები.
1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
ამ თემაში სურათების ატვირთვის ფუნქცია ჩართულია!
თამაშის თემაა - "ავტოპორტრეტი" თემას კურირებს წინა ესტაფეტის გამარჯვებული - PsixOdino4ka,
აი ამ ფოტოს D_A_D_A-ს (სალის) ნებართვის გარეშე ავუტვირთავ. მართალია ამ საღამოს ჩამოდის, მაგრამ ეხლა აქ არ არის და რომ იყოს ეჭვი მაქვს მონაწილეობას მიიღებდა ამ თემაში :P ალბათ სხვა ავტოპორტრეტს აარჩევდა მე შენ გეტყვი ცოტა აქვს (ნარცისკა :P) მაგრამ მაინც :P მე ეს მომწონს :P