BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
5 გვერდი  1 2 3 > »  
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> "ჩამო!-კვეთილი" -- მოგზაურობა ქართულ მიწაზე, დაგვიანებული რეპორტაჟი ტაო-კლარჯეთიდან

| |
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Jul 10 2006, 12:39
#1 
Unregistered





აქა ამბავი ჩვენი ქართულ მიწაზე მოგზაურობისა.



N.B. ფოტოები ბევრია და ძნელად იხსნება, თანაც უცხოურ სერვერზეა ატვირთული, ამიტომ გირჩევთ, რამდენჯერმე დაარეფრეშოთ.
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Aug 10 2006, 18:18
#2 

Photographer Photographer
8,572


"ჩამო!-კვეთილი"

30 ივლისი 7:00 -- ერთი ჩვეულებრივი თბილისური დილა. ჩვეულებრივი, მაგრამ არა იმ 36 ადამიანისთვის, რომლებიც წინასწარ დათქმულ ადგილისკენ თბილისის სხვადასხვა უბნიდან მოემართებოდა.
ჯერ არ ვიცოდით რა გველოდა წინ. წინ იყო გზა… გრძელი??? არა! რთული??? არა! რთული, რომ არ იყო ესეც ვიცოდით. უბრალოდ გველოდა გზა რომელზედაც წინდაწინვე უამრავი კითხვის ნიშანი ჩაგვემწკრივებინა თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენსავე გონებაში. რამდენჯერ შემხვედრია კითხვა კროსვორდში: საქართველოს ისტორიული მხარე? და სამი ცარიელი უჯრა. ცარიელი კვადრატები! რამდენჯერ მიძებნია საქართველოს რუქაზე ეს სამი ასო! ტაო! ტაო! ტაო! ვერ მიპოვნია! ისევ მიძებნია! და ისევ… და ისევ … ბოლოს გამიგია რომ აღარ გვქონია ის რაც გვქონია და … მახსენდებოდა სიტყვა: “ისტორიული” .

ყორნებს? არა! სვავებს? არც სვავებს არ წაუღიათ! “წაღება“? “წაღება” ვთქვი? მომიტევეთ. გამოგლეჯა უნდა მეთქვა. ან თუნდაც ჩამო-კვეთა! “ჩამო” --- და იმ დილით სწორედ იქ ჩასასვლელად ვიკრიბებოდით.

შევიკრიბეთ და შევუდექით გზას.
"ფანტასტიური" - მოკლედ და ლაკონურად ასე შეიძლება ამ სევდიანი მოგზაურობის შეფასება, რომელმაც აუწონავ სიხარულთან და ემოციებთან ერთად დიდი ნაღველიც დაგვიტოვა, რადგან საქართველოს ტკივილი იქ ყველამ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. ერთის მხრივ, გვიხაროდა იმ დიდებული, არქიტექტურულად, თუ ძალმოსილებით ბრწყინვალე ტაძრების ხილვა, მაგრამ ხასიათს მათი სავალალო დღევანდელობა გვიფუჭებდა. კიდევ, ჩვენი უსუსურობის შეგრძნება...

ყველა ამაღლებულ განწყობაზე ვიყავით. სწრაფად გავიარეთ ვალემდე გზა და გადავედით "ნანატრ საქართველოში?!
ვალედან გადასულებმა გავიარეთ ერუშეთი, არტაანი, კოლა და ტაო.მისი გოროზი ბუნება სრულად ამართლებს გამოთქმას - "ბებერი ტაო". ავტობუსიდან შევათვალიერეთ ჯაყელთა საგვარეულო *ჯაყის ციხე*, მერე - ყველის ციხეც და ავედით ბანაზე.

ეს იყო პირველი ემოციური დარტყმა! ხან ტაძარს ვუყურებდით გაოგნებულნი, ხან ერთმანეთს. მოულოდნელად იმაზე მეტი დამხვდა, მე პირადად, ვიდრე ველოდი. დაგვხვდა მაგრამ ძალიან დაგვწყვიტა გული! თითქოს ობლობის განვლილი საუკუნეები დაუზარელად მოგვიყვა და თავისი ტკივილი გაგვიზიარა. ნუ სიტყვებით ამის აღწერა ძნელია. მე არ შემიძლია ყოველშემთხვევაში.

ძლივს მოვწყდით იქაურობას. და ორი საათის დაგვიანებით გავუდექით იუსუფელის გზას. აქ პირველად მოგვეცა საშუალება ერთმანეთისთვის აზრი და ემოციები გაგვეზიარებინა. მივხვდი რომ მარტო ჩემზე არ მოეხდინა შესამჩნევი ცვლილება პირველ სტუმრობას. ეს იყო რაღაც ... რასაც არ ველოდით!

დაბნელებული იყო იუსუფელში რომ ჩავედით... იქ უკვე გვქონდა დარეკილი და გველოდებოდა სასტუმროს მეპატრონე - ოსმანა ბატონი. თურქი იყო, სუფთა თურქი, თუმცა ჰოი საოცრებავ თითქმის მთელი იუსუფელი გურჯებით არაა სავსე! თანაც ქართულს გელაპარაკებიან. არც ამას ველოდით ბევრი. მოკლედ დავაყარეთ კითხვები. ვიკითხეთ რა და როგორ!? რაც ყველაზე აღსანიშნავია შვილებს, ლაზურად - ღანჭებს, ყველა ასწავლის ქართულს პატარაობიდანვე. სასიამოვნო მოსასმენია 21-ე საუკუნეში ძველ ქართული სიტყვებით შეჯერებული ქართულის მოსმენა. თუმცა წერა კითხვა არ იციან!

დაგვაბინავეს ---- შეიძლება ასეც ითქვას . სასტუმრო მდინარე პარხალის ნაპირზე იყო განლაგებული. ლამაზი ადგილი იყო. მოკლედ ყველა რომ დავლაგდით აღმოჩნდა რომ 4 ყაზილარი ოთახის გარეშე დავრჩით. ოთხივეს ფოიეში გვეძინა, თუმცა ეს არაფერი იყო იმასთან რომ დენი და წყალი გაითიშა იმავე დღეს. თუმცა ეს ცალკე თემაა და ამაზე მოგვიანებით.

დილით იშხანის, ოშკისა და ხახულის სანახავად დავიძარით! ვნახეთ კიდეც ! იშხანისა და ოშკიში არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია. ოშკში და იშხანშიც მიუხედავად გიდის მკაცრი გაფრთხილებისა, რადგან მოსახლეობა იყო და გაღიზიანებას ვერიდებოდით, სანთლების დანთება და ლოცვის წაკითხვაც მოვახერხეთ. დროშაც გავშალეთ იშხანში. აი ხახული კი მოგეხსენებათ დღესაც მეჩეთად არის გადაკეთებული. კარი დაკეტილი დაგვხვდა. 4 საათი იყო, როგორც შევნიშნეთ ლოცვის დრო იყო მუსულმანთათვის. გაივსო ეზო იქაური თურქებით. ჩვენც ვთხოვეთ კარი გაეღოთ. როგორც ყოველთვის თავი დაგვიქნიეს, კიო, რაზეა ლაპარაკი.. იოხტ ბაზარიო. კარგათ გამოსდით ეს. ჩვენც ველოდეთ... ველოდეთ 2 საათი... ბოლოს ერთმა ჩვენიანმა შენიშნა რომ ტაძარში შიგნით ვიღაც იყო და ის ვიღაცა იმალებოდა. ნათელი იყო კარს არ გაგვიღებდნენ და რადგან ოშკი სანახავი გვქონდა ჩვენც უაზრო ლოდინს ჩვენი მსვლელობის გაგრძელება ვარჩიეთ. გავეშურეთ ოშკისაკენ! ვნახეთ ვიგრძენით მოვეფერეთ მოგვეფერა... ემოციებზე უკვე არ ღირს ლაპარაკი ! ვერაგ თურქებს ამ უდიდესი და უბრწყინვალესი ტაძრის კედელთან ორ სართულიანი საპირფარეშო მიუდგამთ ისე რომ ერთი კედელი საერთო აქვთ ტაძარსა და ტვალეტს. ეხ ძნელი სანახავი იყო ! იმის გაფიქრებაზე, თუ რისთვის უწვალიათ ამდენი ჩვენს წინაპრებს, რისთვის უშრომიათ ასე ტიტანურად და რა უმწეოები ვართ ჩვენ, ბევრს ტირილი მოგვერია.

ბინდდებოდა სასტუმროსკენ გეზი რომ ავიღეთ. იმედი გვქონდა წყალიც იქნებოდა დენიც და საწოლიც. მართლაც იყო. თუმცა ყველა ნომერში არა. ზოგან იყო ზოგანაც არა. მოკლედ დავჯექით სავახშმოდ. წაღებული ძლიერმოქმედი ჭაჭაც გამოჩნდა და რამოდენიმე წუთში იმ მივიწყებულ საქართველოს, ის მივიწყებული ქართული ქეიფიც შევახსენეთ რომელიც ასე აკლია იმ ადგილებს. მადლიანი ქართული სიმღერაც შემოვძახეთ. ლამამ ეგრე არ უნდაო, ხელებიც გაშალა და სიმღერას ქართული, არანაკლებ მადლიანი, ცეკვაც მოყვა! მოკლედ კარგათ მოვილხინეთ! იქ იყო ყველაფერი. ცრემლ მორეული სადღეგრძელოები, ომახიანი სიმღერა და ნატიფი ქართული ცეკვაპაექრობაც კი გავმართეთ თურქებთან სიმღერაში. მათ სასახელოდ უნდა ითქვას რომ ტოლი არაფერში დაგვიდეს და ბოლომდე გამოგვყვნენ. ბოლოს ჩვენც და თურქებმაც ჩვენ-ჩვენი ჰიმნები ვიმღერეთ, და ეს პაექრობა ერთობლივი სიმღერით "ნანაიდა"-თი დავასრულეთ
კარგათ გვიანი იყო რომ ნომრებში დავნაწილდიით!!!!


მესამე დღეს ოთხთა და პარხალი მოვინახულეთ! პარხლისაკენ გზად შორიდან ქართული სოფლებიც დავინახეთ! აღსანიშნავია ბალხი რომელიც გორაკის წვერზეა და ამაყად გადმოჰყურებს იქაურობას! პარხალიც ვნახეთ ! ფოტოს გადასაღებად მოვუარე და როგორ არ ვიცი იქაური მაცხოვრებლის ბოსტანში ამოვყავი თავი! ოოოოოო მელანოოოოოო! იქიდან ყიჟინით და ჯოხის ქნევით ქალი გამოვარდა. მართლაც შემაშინა. თუმცა ბოდიშიც მოვუხადეთ გამოვესაუბრეთ და დავუმეგობრდით კიდეც. ქართულ წიგნში თავისი თავიც ვანახეთ და ისე გაუხარდა რომ ბოლოს წამოსვლისას მხარზე ხელი დამარტყა და ღიმილით მითხრა ალალი იყოს შენზე ჩემი პამიდვრის სრესაო!

პარხალიდან ოთხთასაკენ გზად ჩანჩქერი შევნიშნეთ. "დათვთა აბანო" ასე ერქვა. დათვი არ ვიცი მარა ჩვენც მშვენივრად გავგრილდით! განსაკუთრებით ლამამ იხალისა. ფოტოები დაგიმოწმებენ. არც შორენას დაუზოგია თავი

ეჰ ოთხთა იქაურად დორთგილისე! ერთერთი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. როგორ არის დაბერებული. მაგრამ თავი ისე უჭირავს თითქოს არც გასჭირვებოდეს! ამაყი მოხუცის შთაბეჭდილებას ტოვებს.
დაბრუნებულებს სიურპრიზი დაგვხვდა. ოსმანამ გამოგვიცხადა რომ 12 კაცი სხვაგან უნდა გადაგიყვანოთ რადგან 25 დოლარად ებრაელები ჩამოვიდნენო და თქვენ აბა როგორო... ამას ისიც დაემატა რომ მისულებს ჩვენი ოთახები ღია, ხოლო ბარგი გარეთ გამოყრილი დაგვხვდა დაიძაბა სიტუაცია ! ქართველი ასე ადვილად თავს არ დაიმცირებს. ჩვენგან 4 კაცს ისედაც მისაღებში ეძინა იატაკზე და ამით აღშფოთებულებმა საერთოდ დავტოვეთ ოსმანას სასტუმრო.
თუმცა საბოლოოდ ეს იმდენად ბედნიერი ნაბიჯი აღმოჩნდა, რომ მერე ოსმანას ვლოცავდით კიდეც ამისთვის - ყველაზე ნაყოფიერი სწორედ მომდევნო დღე აღმოჩნდა.

იმ ღამესვე ჩავედით ართვინში, მაგრამ სასტუმროებში ადგილები არც იქ იყო და არტანუჯისკენ გავუყევით.


დილის 6 საათისთვის არტანუჯში ჩავედით. აქ კიდევ ერთ საოცარ შემთხვევას მოგიყვებით! ამინდი გაფუჭდა მოიღუბლა და წვიმა წამოვიდა!!!! ნისლი ჩამოწვა ირგვლივ! ამინდი კარგს არაფერს გვიქადდა. ისედაც რთულად მისასვლელ ადგილებში წვიმა ასვლას შეუძლებელს ხდიდა. თურქმა მძღოლებმაციმედიგადაგვიწურეჼbr />? ერთი პერიოდი მთელი დელეგაცია დავდუმდით და ძალიან ვინერვიულეთ. მაგრამ ბოლოს ძლიერმა სურვილმა თავისი ქნა და მიუხედავად წვიმისა მარშუტკები ვიშოვეთ და წასვლაც გადავწყვიტეთ. ჰოი საოცრებავ !!! სად გაქრა წვიმა?! იკლო, იკლო და შეწყდა. ქალაქიდან გასულებს კი გზები მშრალი დაგხვვხვდა, თურმე სულ არ უწვიმია. თითქოს ბუნების დედამ შეისმინა ჩვენი მუდარა და გზა გაგვიხსნა.

დოლისყანა ვნახეთ ჯერ, შემდეგ ხანძთისკენ გზას დავადექით. ძნელად თუ წარმოვიდგენდი რომ ასეთ გზაზე მომიწევდა გატენილი მანქანით მგზავრობა! ფეხით გამიჭირდებოდა ! მოწითალო ფერდობებს მაღლა და მაღლა მიყვება ძალიან ვიწრო გზა. ალბათ უფრო ფართო ბილიკი შეილება ეწოდოს. ზოგიერთს ისე შეეშინდა თვალები დახუჭა და სირაქლემასავით თავი წაღებულ ბარგში "ტუცა". ნაწვიმარიც არ იყო. მივადექით მართლაც და უუუუულამაზეს ადგილს! ბილიკით, ვინ იცის შეიძლება ამ ბილიკზე თვით გრიგოლ ხანძთელიც დადიოდა, ავუყევით ტაძრისკენ გზას! მივადექით და ჩვენ წინ ულამაზესი სურათი გაიშალა. თუმცა ძალიან დაზიანებულია, მაგრამ ....... არა რა სიტყვებით ამას ვერ იტყვი.სანთლები დავანთეთ , ლოცვა დავიწყეთ და ჰოი საოცრებავ ! უცებ ძალიან ძვრილად და ნაზად წვიმა წამოვიდა... თითქოს იქაურობა ცრემლით გვეგებებოდა და ტკივილისგან მოძალებულ სევდას ვერ მალავდა. შემდეგ კი ზუსტად 5 წუთში მზემ გამოანათა და ოქროსფერი დაედო ყველაფერს! ეს მართლაც რაღაც ის იყო რასაც ვერ ახსნი... ეს უნდაშეიგრძნო.

მიუხედავად იმის რომ ოპიზის ნახვა თავიდან არ გვქონდა დაგეგმილი, ცდუნებას ვერ გავუძელით და მისკენ წავედით. ალბათ ყველაზე ცუდად თავი იქ ვიგრძენით ყველამ!!! მხოლოდ რამოდენიმე კედელია დარჩენილი!!! აფეთქებული ტაძარი! თან რისთვის აფეთქებული!? იმისათვის რომ სოფლის გზა ვიღაცამ 50 მეტრით გვერძე ვერ დაგეგმა და პირდაპირ ეკლესიაზე გაატარა! აღშფოთებამ და სიბრაზემ ყელში წამიჭირა... მერე ისევ საკუთარი უსუსურების შეგრძნება. მოვუარეთ ამ კედლებს და ვნახეთ გამონგრეული კედელი შევიხედეთ და გაძარცვული საძვალეები აღმოჩნდა. თანაც როგორც ჩანს ვიღაც მნიშვნელოვანი ადამიანის იყო რადგან კარები არ ქონდა! ვერაგ თურქებს კი კედელი შეუნგრევიათ გაუძარცვიათ. ძვლები პირდაპირ მიწაზეა მოფენილი ! ვუყურებდი მეგობრებს და ვხედავდი თუ როგორ განიცდიდა თითოეული მათგანი. ...და ისევ უსუსურების შეგრძნება.

შემდეგ გეზი შატბერდისკენ ავიღეთ. მივედით.ჰოი საოცრებავ მის კედელზე "უძველესი" მე-20 საუკუნის სომხური წარწერა აღმოვაჩინეთ!!!:(

დავიძარით არტანუჯის ციხისაკენ! ეს მართლაც ძალიან ხეირიანი დაგვირგვინება გამოგვდიოდა! ძლიერების და სიამყის, სევდისა და ტკივილის სუნი ტრიალებდა ამ ბუნებრივ ციხეზე! ულამაზესი და უმკაცრესი ადგილია!!
შემდეგი გაჩერება ჯოჯოხეთის კარიბჭეო გამოგვიცხადა გიდმა და მოემზადეთო! მართლაც აღარ გვეგონა თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა იმ დღეს!!!!! ეს ულამაზესი დაკლაკნილი უზარმმაზარი "კორიდორი" რომელიც კლდეში გველივით მიიკლაკნება და დარბაზული ჩიხით მთავრდება ზოგან ისეთი ვიწროა რომ ორი კაცი ერთად ვერ გაივლის! იქ ასულებს ქართველობის გრძნობა გაგვიათმაგდა! გაბრწყინებული თვალებით ჩვენდაუნებურად სიმღერა წაგვსკდა ბაგეთაგან! ეს მართლაც რაღაც ძლიერი განცდა სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მეც და დარწმუნებული ვარ ყველა იქ მყოფებს! ექო განსაკუთრებულ ხიბლს ძენდა ისედაც ულამაზეს ქართულ სიმღერას! დროშაც გაიშალა და ბოლოს ჰიმნიც გაისმა!

ემოციებისგან დაცლილნი ხოფასკან გავეშურეთ. ვიშოვეთ საკმაოდ ნორმალური სასტუმრო. რაშიც იქაური ქართველი გურადი დაგვეხმარა.

დილით ხოფადან თამარის ხიდის სანახავად მურღულის ხეობაში წავედით. რაზმში მყოფ მერღულიათა მოზრდილ რაზმს ქალაქ მურღულში საკუთარ ფესვებთან დაბრუნება და მოგვარეთა მოძიება უნდოდა. მურღულში მისვლით პენალი დავარტყით - თურმე იქ სულ ქართველები ცხოვრობენ და მთელი ქალაქი ჩვენ შემოგვესია. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ჩვენთან სასაუბროდ და ცენტრალური ქუჩა გაივსო ხალხით. რომელიმე ჩვენგანი სადაც გაჩერდებოდა, მის ირგვლივ მაშინვე იკვრებოდა დიდი წრე. თან, იუსუფელის ქართველებისგან განსხვავებით, ესენი მშვენიერი ქართულით საუბრობენ. იმ დღეს მურღულს ართვინის გუბერნატორიც სტუმრობდა, მაგრამ ჩვენი სტუმრობა ბევრად მასშტაბური ამბავი იყო. მურღულიები ქალაქის მერიაში შეხვდნენ მერის წარმომადგენელს !!!!! ავიანთი მოგვარეებიც იპოვეს !!!

იქ ერთი ჩოლოყაშვილიც გავიცანით - არისტოკრატიული, მართლა თავადური იერის დარბაისელი კაცი, რომელმაც თავისი ქართული ტიპაჟით ყველა მოგვხიბლა. "ჩოლოყ-ოღლუს მეძახიან ეს შობელძაღლებიო" ჩაილაპარაკა ჩვენთან საუბრისას და ცრემლიც მოერია. გზად თამარის ხიდიც ვნახეთ და გეზი ბათუმისკენ ავიღეთ!

ბათუმში 3 საათიანი შესვენება მოვაწყვეთ. მონატრებული ქართული კერძები დავაგემოვნეთ და 1 საათისთვის თბილისის გზას დავადექით! ჩაძინებულები ტაო-კლარჯეთის იმ ულამაზესი ადგილების კადრებით ვტკბებოდით, რომლებიც გასული ხუთი დღის განმავლობაში ცხადში გვიდუღებდა სულს.


პ.ს. სპეციალური მადლობა ბატონ ოსმანს ! მის გარეშე ამდენს ვერ მოვასწრებდით!!!! ოსმან არხეინად იყავი ! ხო ხედავ ვერც ვერაფერი დაგვაკელი!!!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Aug 19 2006, 14:31
#3 
Unregistered





პირველი ფოტოები ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან.....
რეგისტრაციის გავლაზე 2 საათი დაგვაკარგინეს......

ეს ნათურაა
user posted image
Added @
თამუნა - ჩვენი ელექსირი biggrin.gif
user posted image
(და სათვალეში კიდევ მე ვარsmile_116.gif )
Added @
მამია
user posted image
Added @
ლამა
user posted image
Added @
შორენა
user posted image
Added @
აი ასეთ სახე ჰქონდა მესაზღვრეს, რომ დაინახა "ჩერეზ" საბარგული ვუღებდიbiggrin.gif
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Aug 19 2006, 14:46
#4 
Unregistered





ბანა

ბანას ტაძარი ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე მდებარეობს, მდინარე ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ბანა არა მხოლოდ ტაო-კლარჯეთის, არამედ მთელს ქართულ ხუროთმოძღვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რადგან ის არის ფაქტობრივად ერთადერთი მრგვალი ტაძარი (ამავე მასშტაბების მრგვალი ტაძარი არსებობს სასომხეთში “ “ სხვა ანალოგია კავკასიაში არ მოეძებნება). პირველად ტაძარი აშენდა მე-7 საუკუნის შუა ხანებში, ხოლო მეფე ადარნესე II-ის დროს დაარსდა ბანას საეპისკოპოსო, რომლის პირველი ეპისკოპოსი და ბანას ხელახლა აღმშენებელი იყო კვირიკე ბანელი. 1031 წელს ბანას ტაძარში ბაგრატ IV და ბიზანტიის იმპერტორის ძმისშვილმა ელენემ დაიწერეს ჯვარი. ბანაშია დაკრძალული ერთიანი საქარტველოს ერთ-ერთი უკანასკნელი მეფე ვახტნგ IV და მისი მეუღლე სითი ფანასკერტელი. 1555 წლიდან ბანა ოსმალეთის ფარგლებშია. 1853 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ციხედ იყო გადაქცეული და იქ ოსმალეთის გარნიზონი გამაგრებული, ამის გამო ბანას ულამაზესი თაღოვანი გარსშემოსავლელი ამოაშენეს და დაამახინჯეს. ომის დროს რუსული ქვემეხების ყუმბარებმა ბანას გუმბათი ჩამოაქცია და ნელ-ნელა ტაძარმა ნგრევა დაიწყო... მოგვიანებით მიწისძვრამ კიდევ უფრო სავალალო დღეში ჩააგდო ულამაზესი ტაძარი. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ საკრთხევლის აფსიდი, ამოშენებული გარსშემოსავლელის ნაწილი, მეორე სართლის კედლის ნაწილი და დასავლეთით ორი უზარმაზარი თაღი... მოიხედავად იმისა, რომ ძალიან ძნელია წარმოვიდგინოთ თუ როგორი იყო ტაძარი თავდაპირველად, ის დღესაც საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს... მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება რამდენიმეგან ულამაზესი ორნამენტის ამოკითხვა (ვაძის ფოთლები, ბროწეულის ყვავილი, ბოლნური ჯვრები), ასევე შემორჩეილია რამდენიმე სვეტი თავისი კაპიტელებიანად...

user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
ხედი ბანადან
user posted image
Added @
პორტრეტობანა ბანაში - ანა (ქონგურის და)
user posted image
Added @
შორენა (ქონგურის კიდევ ერთი დაsmile.gif )
user posted image
Added @
ნათია
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Meqanikuri Portoxali
post Aug 19 2006, 15:03
#5 

NewBie NewBie
380


rolleyes.gif ra silamazeaaaaaaaaaaa,ras xedavs chemi tvalebi.mec minda mand kopnaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa unsure.gif smile_015.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Aug 19 2006, 15:04
#6 
Unregistered





ბანას მიდამოები:
user posted image
Added @
და ფოტოს გადაღების მცდელობები პურის ყანაში biggrin.gif
user posted image
Added @
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Aug 19 2006, 15:23
#7 
Unregistered





პაწა საოჯახოებიც ხომ გვინდოდა (დანარჩენი ყველა შედევრია biggrin.gif )
user posted image

Added @


შემდეგ ისევ დამღლელი 2 საათის გზა და იუსუფელში დაბინავება
user posted image
Added @
და შომის კომპოუტერში იმედიანი კირკიტი მემორი ქარდების გასათავისუფლებლადsmile.gif
user posted image
Added @
დანარჩენი ზეგ...... დავიღალეsad.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
fani
post Aug 19 2006, 16:06
#8 

Amateur+ Amateur+
11,521


გაიხარე ეკა !
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Aug 19 2006, 16:11
#9 
Unregistered





ჯერ სადა ხარ, ეგ პირველი დღეა, კიდე 4 დარჩა biggrin.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
fani
post Aug 19 2006, 16:40
#10 

Amateur+ Amateur+
11,521


მერე აქამდე სად იყავი biggrin.gif smile_038.gif smile_038.gif smile_038.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Aug 21 2006, 19:46
#11 
Unregistered





ოოოოო სად ვიყავი და მეზარება, მარტო რო ვმუშაობ კაიაააააა biggrin.gif

არა შომმა კი მომაწოდა ცოტა სარეპორტაჯე ფოტოები დაპატარავებული, მაგრამ მაინც, სულ ცალცალკე უნდა ატვირთო იმიჯშეკზე, რეპორტაჯების თემას რომ ბროუზი არ ჰქონდეს გაგონილა?
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
fani
post Aug 28 2006, 02:53
#12 

Amateur+ Amateur+
11,521


ჰოდა იცი რა ქენი ერთი 40 ფოტო დაარქივე და აქაჩეზე ატვირთე ლინკი მომეცი და დაგეხმარები smile_015.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 12 2006, 19:27
#13 
Unregistered





დღე მეორე
იშხანი

user posted image
Added @
user posted image
Added @

ესეც ხახული, სადაც არ შეგვიშვეს sad.gif

თუმცა ჩვენ მაინც ვიმღერეთ ყველა საგალობელი, რომლის გახსენებაც შევძელით smile.gif ვიდრე არ გვითხრეს, აქაურებს არ სიამოვნებთ, და ცოტა ხმადაბლა მაინც იმღერეთო smile.gif

user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 12:01
#14 
Unregistered





ხო ეს გამომრჩა, ვიდრე იშხანიდან ხახულისკენ მივდიოდით, გზად გავიარეთ ულამაზესი კანიონი და 2 საუკუნის წინ ჩაწყვეტილი მდინარე, 40 კმ-იანი ტბა.
თუმცა ჩვენი ლურჯა ისე მიქროდა, ვერ შევბედეთ, ძია გაგვიჩერეთო და ეეეჰ რა პეიზაჟები გავმაზეთ smile_053.gif

მხოლოდ ავტობუსის დაბურული და ჭუჭყიანი ფანჭრიდან გადაღებული ეს რამდენიმე კადრი შემომრჩა sad.gif
user posted image



Added @
user posted image
wub.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 12:17
#15 
Unregistered





ესეც ოშკი
user posted image
ძნელია თქმა, თუ რომელი უფრო შთამბეჭდავი იყო იმ ძეგლებიდან, რაც ტაო-კლარჯეთში ვნახეთ.
ერთი კი ფაქტია, აქეთა საქართველოში ასეთი ხუროთმოძღვრება ნამდვილად არ არის.
დიდი ხელოვნებათმცოდნეობა და არქიტექტორობა არ ჭირდება იმ სიდიადის აღქმას რაც გრიგოლ ხანძთელისა და სხვების ღვაწლით შექმნილა და სამწუხაროდ ამჟამად საქარრთველოს ფარგლებს გარეთაა მოქცეული.
Added @
user posted image
Added @
user posted image
Added @
გიდმა გაგვაფრთხილა, სანთლები არ დაანთოთ და არ იმღეროთო.
user posted image
თუმცა ჩვენ რასაკვრიველია არცერთი გაფრთხილება რა თქმა უნდა ყურად არ ვიღეთ smile.gif მაგრამ ჩვენდა გასაკვირად არც არავინ გაბრაზებულა და არც შემოუბღვერიათ smile.gif

(ნუ ფოტოებზე ალბათ შეამჩნევდით ტაძარზე მიშენებულ თეთრ ტუალეტს unsure.gif )
Added @
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 12:28
#16 
Unregistered







ეს ორი ბაბუა ძალზე სიმპატიურად გამოიყურებოდა ცის ნამისგან თავდასაცავად ქოლგაში თავშეფარებულიbiggrin.gif

user posted image

ესენი კი ჩვენი სპონტანური მასპინძლები არიან. უფრო სწორად გოდერძი შარაშიას, ირაკლის კოპალიანის დ ნათია ხულუზაურის (ტვ 202) მოულოდნელი სტუმრობით გახარებული ოშკის გვერდზე მცხოვრები ოჯახის დიასახლისი smile.gif

(ჩვენ რასაკვრიველია წესი დავიცავით, ფეხზეც გავიხადეთ და კინაღამ თითო ჭიქა ჩაიც დავლიეთ. ისე რაც ჩვენ იქ ჩაი ვსვიიით biggrin.gif კიდე კაი სათითისხელა ჭიქებით გთავაზობენ თორე რა გაუძლებდა... biggrin.gif )
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 12:47
#17 
Unregistered





იმ საღამოს იუსუფელში ცოტა გავისეირნეთ და სასტუმროში დავბრუნდით.
წყალი იყო თუ არ იყო, უკვე აღარ მახსოვს, ალბათ არ იყო, რადგან წყლის ძებნაში ეს ორი პატივცემული ახალგაზრდა, ეგრეთ წოდებული "შვედები" (მიხო ქუთელია და მამია - გვარი არ მახსოვს biggrin.gif) ოთახში შემოგვივარდა და ძლივს გავდენეთ biggrin.gif
user posted image
Added @
შემდეგ სასადილო ვერანდაზე გადავბარგდით, იქაურ ვახშამს ჩვენი სამგზავრო ვახშამი მივუმატეთ რასაკვირველია სასმელითურთ და სასტუმრო ასე ვთქვათ თავზე დავიმხეთ biggrin.gif

ფოტოები უკომენტაროდ. გახმოვანება თავად წარმოიდგინეთ smile_116.gif (ლამას ლექსები და ასსა-ფართი)
user posted image
Added @
user posted image
Added @
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 13:00
#18 
Unregistered





ესეც კახა, იგივე ლამა user posted imageდა თამუნა smile.gif

Added @
თურქებმა, რომლებიც იქვე ჩაის შეექცეოდნენ, ვეღარ მოითმინეს და ქართულ ფერხულში ჩაებნენ, და მშვენივრადაც გამოუვიდათ biggrin.gif (იხ. ნარინჯისფერმაიკიანი ყმაწვილი)

user posted image

შემდეგ ჩვენებმა თურქ გოგონებს მასტერკლასი ჩაუტარეს ქართულ ცეკვაში და ლამამ მათი გამოცეკვებაც კი გაბედა, თუმცა პასუხად თურქი მამაკაცების თავშეკავებული აღშფოთება მიიღო biggrin.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 13:15
#19 
Unregistered





ცეკვით დაღლილებმა სიმღერა განვაგრძეთ.

სხვათა შორის მშვენივრად გამოგვდიოდა :ამაყი სმაილიკი: biggrin.gif
ჰოდა თურქებმაც არ დაგვიდეს ტოლი და თავიანთი ინსტრუმენტი მოითხოვეს:
user posted image
ჰოდა წავიდა შეჯიბრიიიი biggrin.gif

მერე ცოტცოტა კი ავურიეთ ხმებში, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვაჯობეთ თურქებსsmile.gif


Added @
სიმღერის შეჯიბრი მშობლიური ჰიმნებით დავასრულეთ (თორე მგონი ჩხუბამდე მივიდოდა საქმე, ისეთ აზარტში ვიყავით შესულებიbiggrin.gif)
user posted image

და ბოლოს თურქებმა და ქართველებმა დავივიწყეთ ძველი მტრობა, და ერთად, ხელიხელჩაკიდებულებმა ვიმღერეთ "გოგოვ გოგოვ ფაციავო ნანაიდა........." rolleyes.gif




ნუ ასეთი საღამოს მერე, მეორე დღეს რომ გამოგვყარეს სასტუმროდან, მთლად მდიდარი ებრაელი სტუმრების ბრალიც არ უნდა იყოს ალბათ biggrin.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 15:37
#20 
Unregistered





დღე შემდეგი:

პარხალი და ოთხთა
user posted image
Added @
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 15:53
#21 
Unregistered





შემდეგ ფოტოებზე იხილავტ, როგორ იღებდა ახალგაზრდა არქიტექტორი ვახო ასლებს კედლის გრავიურებიდან.

იხილავთ ქალს რომლის პომიდვრები არჩიგიომ და ნათურამ გასრისეს, და რომლის ისტორიამაც შემდგომში ნათია ააცრემლა.

და ასევე იხილავთ ჩვენს გრუპენფოტოს biggrin.gif

user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 16:12
#22 
Unregistered





შემდეგ გავემართეთ ოთხთასაკენ და გზად დათვების აბანოში (ჩანჩქერზეbiggrin.gif ) გავჩერდით.

მე მხოლოდ ეს ფოტოები მაქვს, იმედია ლამას და ჩემი გაწუწვის ფოტოებს მერე შომი დაამატებს smile.gif

შორენა გაყინულ წყალში ჩაყვინთვამდე და ჩაყვინთვის შემდეგ biggrin.gif :

user posted image
Added @
user posted image
Added @

და კიდევ რამდენიმე ფოტო ამ სერიიდან
http://img88.imageshack.us/img88/3340/shorena70300dm4.jpg
(გაითვალისწინეთ რომ გადაღებისას ფოტოგრაფიც წელამდე წყალში იდგა და ძალიან ნუ გამკიცხავთ, რომ ისო 1600 მქონდა smile_060.gif )

  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 16:35
#23 
Unregistered





შემდეგ იყო ოთხთა, მთელი თავისი სისადავითა და სიდიადით ohmy.gif
wub.gif
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 16:46
#24 
Unregistered






ესეც შომის კადრები:
user posted image
Added @
user posted image
Added @
რა თქმა უნდა აქაც ვილოცეთ rolleyes.gif
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 17:04
#25 
Unregistered





user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 17:21
#26 
Unregistered





ტუსია
ნიკო მურღულია
და ქუთელია ფრომ სვიდენ biggrin.gif
user posted image

Added @

შემდეგ ფოტოებზე იხილავთ ჩვენს თურქ მეგზურებს, რომლებიც მშვენიერ ქართულს აკერკებდნენ,

და ასევე იხილავთ თამუნას მიწაზე და ჰაერში biggrin.gif

user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 17:33
#27 
Unregistered





ოთხთა-ში გადაღებული კარგი კადრები უნდა ჰქონდეთ სხვებსაც და იმედია მერე მოგვაშველებენsmile.gif

საღამოს იუსუფელში დაახლოებით 6-7 საათისთვის დავბრუნდით და სავახშმოდაც გავიპარეთ.

უსაქმურად მონებივრე მამაკაცებსაც ვუმზირეთ, ჩაის სმით და ნარდის თამაშით გართულებს.
ამდენი უსაქმური მამაკაცი ალბათ მხოლოდ აზიაში შეიძლება ნახოს ადამიანმა. ეხლა გასაგებია რატომ ვართ ქართველები უფრო აზიელები, ვიდრე ევროპელები biggrin.gif
user posted image
Added @
user posted image
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 17:57
#28 
Unregistered





ხოოო.
განვაგრძობ თხრობას.

არჩიგიოს მიერ უკვე ხსენებული საღამო, როცა სასტუმროდან უბოდიშოდ გამოგვიძახეს გარეთ, სწორედ ამ გასერინების და ვახშმის მერე გველოდა სიურპრიზად.

სასტუმროში დაბრუნებულებს ზოგიერთი ოთახი დაცლილიმ ბარგი კი გარეთ გამოყრილი დაგვხვდა.

მცირე ფიქრის და განსჯის შემდეგ, აგვეტეხა თუ არა საერთაშორისო სკანდალი, გადავწყვიტეთ, რომ ოპტიმალური გზა აგვერჩია და სასწრაფოდ დაგვეტოვებინა იქაურობა, რომ მაქსიმალურად ბევრი ადგილის ნახვა მოგვესწრო დარჩენილ დროში, პოლიციის გამოძახებისა და საათების მათთან ჯიჯღინში გატარების ნაცვლად.

საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ორმაგად სწორი გადაწყვეტილება მიგვიღია (მიუხედავად თავმოყვარეობის უზომოდ შელახვისა).
ჯერ ერთი რომ სკანდალის ატეხვის შემთხვევაში ვერაფრის ნახვას ვეღარ მოვასწრებდით. (არადა მას მერე კიდევ 5 ძეგლი ვნახეთ)
და მეორეც:
სამსუნში მომხდარი ტრაგედიის მერე ნათლად გამოჩნდა თუ რა მყარად გვიდგას ჩვენი სახელმწიფო გვერდში და რა ანგარიშგასაწევი ერი ვართ უცხო ქვეყანაში გასაჭირში ჩავარდნილები.
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Bako
post Sep 13 2006, 18:00
#29 

NewBie NewBie
338


აუუუ, რა მაგარი ყოფილააა! მეც მინდააააააა! smile_053.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Sep 13 2006, 18:50
#30 
Unregistered





აი როგორ მოხერხებულად გვეძინა ავტობუსში დაღლილებს და გაბრაზებულებსsmile_053.gif
user posted image

ავტობუსი კი მიიიიქროდა აწყვეტილი საშინელ ohmy.gif გზებზე, და ისიც არ ვიცოდით რატომ, სად უნდა გვეშოვა სასტუმრო შუაღამეზე 35 კაცს?
ანკი რაღა გვინდოდა სასტუმროში, რამდენიმე საათის ძილი? ერთადერთი ფოტოაპარატების დატენვა და გადავსებული ფლეშკების შომის ლეპტოპში გადაცლა..... unsure.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 29th March 2024 - 05:14

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'