BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ალავერდი....

| |
Sopho Nadareishvili
post Nov 24 2005, 19:31
#1 
Club Founder

Administration Administration
14,588


ალავერდის ტაძარი

„ყველაზე დიდებული ნაშთი და მოწმე კახელთა ძლიერის სარწმუნოებისა და
ხელოვნებისა უწინდელ დროში არის ალავერდის ტაძარი“ (იაკობ გოგებაშვილი)


ძეგლის მდებარეობა:
ალავერდის მონასტერი მდებრეობს ალაზნის ფართო, მწვანე ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ზე.
აქ ჯერ კიდევ VI ს-ში იოსებ ალავერდელს, ერთ-ერთ "ცამეტ მამათაგან", აუგია ეკლესია. XI ს- ის პირველ მეოთხედში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო დიდი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ). იგი ერთ-ერთი უდიდესი ძეგლია საქართველოში, მისი სიმაღლით 50 მ-ს აღემატება.



ტაძარი გეგმა, არწერილობა:
ტაძარი გეგმაში წარმოადგენს ცენტრალურ - გუმბათოვან ჯვრული სახის ნაგებობას სამი აფსიდით. გარედან სწორკუთხა, პროპორციული მოხაზულობისაა. შიდა სივრცე გამოირჩევა მხატვრული მთლიანობით, მონუმენტურობით და დახვეწილი პროპორციებით. გუმბათი ეყრდნობა ოთხ ბურჯს. გუმბათს აქვს 16 სარკმელი. ფასადები ძუნწადაა მორთული. ტაძარი გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტებიც შემორჩენილია. ტაძარი ნაშენია უმთავრესად რიყის ქვით. გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებულია მოყვითალო ნახვრეტოვანი ტუფის ფილებით, რომლებიც ახლა შეთეთრებულია. XIX ს-ის ბოლოს ტაძარი მთლიანად შეათეთრეს (ისე, როგორც მრავალი სხვა ძეგლი) რუსი მღვდელმთავრების ბრძანებით. 1966 წელს, კედლების გაწმენდის შემდეგ, გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა XI - XVII საუკუნეებისა.

კომპლექსში შემავალი სხვა ძეგლები:
ტაძრის ეზოში მოთავსებულია ეპისკოპოსის მოსასვენებელი, სატრაპეზო, სამრეკლო, მარანი, აბანო და სხვა ნაგებობანი. დამხმარე ნაგებობანი XVI - XVIII საუკუნისაა. ეზოს გალავანი შემოარტყეს XVII ს-ში. ეპისკოპატის ჩრდილო - დასავლეთით ერთი ნაგებობაა, რომელიც, როგორც ფიქრობენ, შაჰ-აბასის წარმომადგენლის - ფეიქარ-ხანის სასახლე უნდა ყოფილიყო, რომელსაც დაკავებული ჰქონდა ალავერდი 1615 წელს.


ფოტო: სოფო ნადარეიშვილი.

ძეგლის მოკლე ისტორია:
„ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს. ეს ცნება ნაყოფიერებასა და მოსავალთან იყო დაკავშირებული, ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც უმთავრესად მიწათმოქმედებას მისდევდნენ (მათ შორის საქართველოსა და სომხეთში), ეს სახელი დღესაც ჰქვია რამდენიმე დასახლებულ ადგილს. მათ შორისაა კახეთში, ალაზნის ველზე, მდებარე სოფელიც. სხვა მეცნიერთა ვერსიით, სწორედ მან მისცა სახელი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ მართლმადიდებლურ ცენტს - ალავერდის სამონასტრო კომპლექსს.



VI საუკუნეში წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით ერთ-ერთი ასურელი მამა, იოსები, კახეთის სხვადასხვა კუთხეში ქადაგებდა. ბოლოს იგი სოფელ ალავერდის ახლოს დაემკვიდრა. ერთხელ თურმე წმინდა მამა სანადიროდ გამოსულ კახელ თავადს შეხვდა და ღვთის სიტყვა უქადაგა. ქრისტეს სჯულს ნაზიარები დიდებული დახმარებით მამა იოსებს წმინდა გიორგის სახელზე პატარა ეკლესია აუშენებია. წმინდა მამასთან სიახლოვის სურვილით აქ ბევრი მორწმუნე დასახლებულა. როცა ამბა იოსებ ალავერდელი გარდაიცვალა, მოწაფეებმა იგი მის მიერვე აშენებულ ტაძარში დაკრძალეს. დროთა განმავლობაში აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი ჩამოყალიბდა.


ფოტო: სოფო ნადარეიშვილი.

X საუკუნეში დაწყებულ ქართულ სამთავროთა გაერთიანების ძირითადი ღერძი მართლმადიდებლობა იყო. ამ დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თითქმის ერთდროულად დაიწყო დიდი საკათედრო ტაძრების მშენებლობა. X-XI საუკუნეებს მიჯნაზე, 50 წლის განმავლობაში, აიგო ბედიის ტაძარი აფხაზეთში, ბაგრატის ტაძარი - ქუთაისში, სვეტიცხოველი - მცხეთაში, ოშკი - ტაო-კლარჯეთში და ალავერდის ახალი დიდი ტაძარი - კახეთში.



ალავერდის ახალი საკათედრო ტაძარი იოსებ ალავერდელის პატარა ეკლესიის ადგილას კვირიკე კახთა მეფეს XI საუკუნის დასაწყისში აუგია. ალავერდი იმთავითვე კახეთის მთავარ სალოცავად იქცა. ამავე პერიოდში აქ შეიქმნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქია საქართველოში. მასში შედიოდა ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, მერე, კაკაბეთი, ვარდისუბანი, არბუხი, ღანუხი, ჩიბინიანი, ალავერდული, ახატელი, იყალთო, აწყვერი, თიანეთი, კისისხევი, უტო, კონდოლი, წინანდალი, ველისციხე. კახეთის შემოერთების შემდეგ დავით აღმაშენებელმა ალავერდის საეპისკოპოსო სრულიად საქართველოს ერთიან ეკლესიას დაუქვემდებარა. ალავერდის საყმო მამულთა უმრავლესობა ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა, ნაწილი კი სხვადასხვა სოფლებში იყო მომოფანტული. ალავერდელი ეპისკოპოსები მონასტრის წინამძღვრადაც ითვლებოდნენ და ამიტომ ამბას წოდებასაც ატარებდნენ. XVI საუკუნიდან ალავერდელმა ეპისკოპოსებმა მიტროპოლიტის ტიტული მიიღეს.


ფოტო: სოფო ნადარეიშვილი.

ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანდა მომხდურთაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაცია ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნეში, მომხდარა. ამ დროს თავიდან აუშენებიათ ჩამოქცეული გუმბათის ყელი და კედლების ნაწილები. თავდაპირველად ტაძარი უფრო დაბალი ყოფილა, აღმდგენელ ხუროთმოძღვარს კი მისი ეპოქისათვის დამახასიათებელი მაღალი გუმბათი დაუშენებია, რის გამოც ალავერდის ტაძარი ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდა საქართველოში (მისი სიმაღლე 50 მეტრია). მეფე ალექსანდრეს ტაძრისათვის უხვად შეუწირავს ყმები და მამულები.



1616 წელს ალავერდი დაარბია შაჰ-აბას I-მა. შაჰ-აბას II-ის მიერ ჩამოსახლებულმა თურქმანთა მომთაბარე ტომებმა კი მისი მამულები საძოვრებად გადააქციეს. 1659 წლის აჯანყების შემდეგ კახეთი თურქმანებისგან გათავისუფლდა, მაგრამ ზიანი იმდენად დიდი იყო, რომ საეპისკოპოსო მხოლოდ საუკუნის ბოლოს აღდგა. ამის შემდეგ ტაძარი ჯერ ლეკებმა დაარბიეს, ხოლო 1735 წელს კი თამაზ-ხანმა ააოხრა.


ფოტო: ირაკლი კაცაძე.

1742 წელს „მოხედა რისხუამან და შეიძრა ქუეყანა, და დაირღვა და შეიმუსრა ალავერდის ეკლესია“. მიწისძვრით დაზიანებული ტაძრის აღდგენა თეიმურაზ II-ის მეუღლეს, დედოფალ თამარს დაუწყია და მათ შვილს, ერეკლე II-ს დაუმთავრებია. ამავე დროს მომხდურთაგან დასაცავად ალავერდის ტაძარს ქვის გალავანი შემოარტყეს.

ხანძრებმა და მიწისძვრებმა დააზიანა ალავერდის ძველთაძველი მოხატულობა. ამ მიზეზით XIX საუკუნეში ეგზარქოსმა ევგენიმ კირით შეათეთრებინა ტაძრის გადარჩენილი ფრესკების დიდი ნაწილი.

თავდაპირველად ტაძარი სამიარუსიანი ყოფილა. სამი მხრიდან მას თაღებიანი ღია გალერეა ერტყა და სამი შესასვლელი ჰქონდა, მაგრამ XIX საუკუნის დასაწყისში გალერეა დაუნგრევიათ, ხოლო ჩრდილოეთის კარიბჭე ამოუშენებიათ.


ფოტო: გოგა ჯაყელი

ალავერდის ტაძარი XI საუკუნიდან კახეთის მეფეთა საძვალეა. იმდენად მყარი გახდა ეს ტრადიცია, რომ როცა ალექსანდრე II-ის შვილმა კონსტანტინემ შაჰ-აბასის ბრძანებით საკუთარი მამა და ძმა დახოცა, მათი თავმოკვეთილი ცხედრები ალავერდის ტაძარში დააკრძალვინა. აჯანყების დროს მოკლული კონსტანტინეც ქეთევან დედოფლის ბრძანებით ალავერდის ტაძარში დაკრძალეს, ავგუსტინელი ბერების მიერ ჩამოტანილი წამებით მოკლული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები კი თეიმურაზ I-ის ბრძანებით ალავერდის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაასვენეს.


ფოტო: ნიკა ვარძელაშვილი.

თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო, XVIII საუკუნეში კი აქ დედათა მონასტერი დაარსდა, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი საგანმანათლებლო და სამწიგნობრო საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწერლები და კალიგრაფები, მათ შორის ფილიპე ალავერდელი, ზებედე მთავარეპისკოპოსი, ნიკიფორე ირბახი (ჩოლოყაშვილი), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი, კირიონ II და სხვ.



ალავერდის ტაძრის დღეობა, ალავერდობა, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე იწყება. ეს უძველესი ტრადიცია მოსავლის აღება-დაბინავებასთანაა დაკავშირებული და ტაძრის დამაარსებლის, იოსებ ალავერდელის, სახელზე იმართება. ალავერდობაზე ღამის თევით მოდიან მლოცველები გარეკახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, თუშეთიდან, ქისტეთიდან, დაღესტნიდან. ძველად დღესასწაული სამი კვირა გრძელდებოდა.



http://www.monument.ge/info_geo/ikalto_geo.htm

ჟურნალი „კარიბჭე“, №11(22), 2005 წ.
http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/alaverdi/alaverdi.php
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Nov 25 2005, 01:43
#2 
Club Founder

Administration Administration
8,485


ალავერდი რუკაზე კრესტიკითაა მონიშნული smile_116.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Barry
post Nov 25 2005, 09:22
#3 

Photographer Photographer
4,912


საინტერესო იყო, გაიხარეთ : )

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Nov 25 2005, 13:17
#4 
Club Founder

Master Master
14,574


აი ეს სტატიები თავისი ფოტოებით იმ ვიკიპედიაში რო დადოთ?
თან მიაინგლისუროთ კიდევაც?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
300_miligram_adrenalin
post Mar 8 2006, 21:42
#5 

Amateur Amateur
595


user posted image წოოოწ მაგარი იდეაააა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Trance_man
post May 7 2006, 18:01
#6 

NewBie NewBie
12


მე ვარ კახელი,უფრო სწორად ქიზიყელი rolleyes.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Roma
post May 13 2006, 23:52
#7 
Unregistered





აუ ერთი კითხვა მაქ დიდი ხანია და იქნებ ვინმემ შეძლოს პასუხის გაცემა...ესეიგი, ქვები, რომლითაც ალავერდის ტაძარია აშენებული, წვიმისგან(ალბად) რაღაც "გამოხრულიასავით"....შეიძლება თუა არა რო მაგას რამე ეშველოს?
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
mtvare
post May 19 2006, 08:35
#8 

NewBie NewBie
5


კაი პონტია ჯერ ახალი ვარ/.ეგ რუკა საიდანაა იკნებ მიგეტიტებინა? tongue.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
aqilevsa
post May 20 2006, 10:54
#9 

NewBie NewBie
1,422


ამ რუკას კი არა ნებისმიერი ადგილის რუკას გაგიჩითავთ საქართველოსას, ოხონდ რომელიმე ბოკელს დავჭირდე. სატელიტურ დაცვაში ვარ და იმენა სატელიტიდან გადაღებულებს ჩაგახუტებთ tongue.gif tongue.gif smile_116.gif smile_116.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sopho Nadareishvili
post May 20 2006, 12:34
#10 
Club Founder

Administration Administration
14,588


aqilevsa,
ოოო, გაიხარე, ერთი ეგ ჩააწვეთე ნიკასsmile_116.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
aqilevsa
post May 20 2006, 20:50
#11 

NewBie NewBie
1,422


Sopho Nadareishvili,
აბა როგორ მივაწოდო ეს ინფორმაცია nika-ს, თუ დაგჭირდით შემოგევლოთ ყველა ბოკელს ჩემი თავი. nika ს მე არ ვიცნობ და შენ გააგებინე პირადად ok? smile_116.gif

მარა ახლა ეს ოფტოპიკიაო და ბანი არ დამადო დაიკო smile_116.gif biggrin.gif biggrin.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post May 21 2006, 00:15
#12 
Club Founder

Administration Administration
8,485


aqilevsa,
აბა მითხარი ერთი როგორი რუკა გაქ? 25-იანი? ელექტრონული? სატელიტიდან სურათები რა დონისაა? გუგლზე რამდენად უკეთესია?

ბანს არავინ დაგადებს თორე ჩემთან ექნება საქმე მერე smile_116.gif
ამ თემას მერე გავწმინდავ მე ტვითონ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Roma
post May 21 2006, 11:27
#13 
Unregistered





aqilevsa,
მყინვარწვერის მასივის და უშბის მასივის რუკებს ვერ გამიჩითავ?
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
aqilevsa
post May 21 2006, 12:46
#14 

NewBie NewBie
1,422


Nika, სიმართლე გითხრა ნაღდად არ დავინტერესებულვარ google-ს რუკით და არ ვიცი როგორია, ეგ შენ შეადარე. შენი mail მომწერე და იქ გამოგიგზანი სამაგალითოთ და შეადარე

Roma, შენც მომწერე შენი mail, ისე ბევრი ვეძებე და ვერ მივაგენი მყინვარწვერს, არ ვარ მაქეტ ნაყოფი და არც ვიცი ზუსტად სად უნდა ვეძებო. გამოგიგზანი ყაზბეგის სურათებს და იმის მიხედვით მიმითითე თუ საით უნდა ვეძებო დაახლოებით



ისე ეს თემა საკმაოდ აქტუალური იქნება მგონი, რადგანაც რეპორტაჟები ხშირად ეწყობა და არ შეიძლება ახალი თემა რო შევქმნა სადაც შემეძლება სურათების დადება, თუ ეს უბრალოდ მე არ შემიძლია რო გავაკეთო? unsure.gif smile_053.gif smile_053.gif smile_053.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GioMac
post May 30 2006, 11:18
#15 

Amateur Amateur
595


Roma,
ეგეთი რუკები, თანაც სტერეო აქვთ თსუ-ს მეორე კორპუსში, თანაც სტერეო. ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ფოტოფირზე - დიდ ფორმატზე, ანუ გადიდება შეიძლება (!)
არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ამ სურათების მიღება და რამდენად მისაწვდომია ისინი ღია სახით ხალხისათვის. თამუნამ იცის სადაა, კითხე და გეტყვის თუ გაინტერესებს smile.gif

sorry for off-topic

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kadri
post Sep 14 2006, 13:27
#16 

NewBie NewBie
58


aqilevsa,
ალავერდის სამხრეთის ფასადზე არსებული თაღების პერეფრაზირება იყო რესპუბლიკის მოედანზე აგებული თაღედი-სამრეკლო.ახლახანს ავსტრიელი არქიტექტორი იყო ჩამოსული სტუდენტებთან ერთად ამ ავანგარდული,დაუსრულებელი კომპოზიციის სამახავად და ....გაოცებული და შეურაცყოფილი დარჩა მისი ბედიტ. ტაღები უნდა სემოსილიყო მარმარილოთი{თეთრი)მათი ყველა გუმბათი მოხატულუყო ფრესკებით,ზარები უნდა ჩაკიდულიყო და Yველა,შვიდივე თაღის ნიშაში ქანდაკებები,ხოლო ე.წ.ტრიბუნის ნაცვლად ერთი და ღონიერი წყლის ტალღა....კომპოზიციასი იყო 7ტაღი სიგანეში და 3-3სიმაგლეში,ს ა მ ე ბ ა.21თაღი საქართველოს ყველა კუთხე,მაგრამ მავანნმა ვიგაცის ე.წ,ყურები დაარქვა და......კიდევ კარგი,ავდორი მის ნგრევას ვერ მოესწრო.. (მადლობა)
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
gvancca
post Sep 23 2006, 20:30
#17 

NewBie NewBie
258


ძალიან საინტერესოა smile.gif სად ვიყავი აქამდე წამეკითხა gavcitldi2.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LEELOO
post Dec 20 2006, 19:39
#18 

Amateur Amateur
5,597


არაჩვეულებრივია...მართლაც ულამაზესია.. და რა აპარატითაა გადაღებული ხომ ვერ მეტყვით? gavcitldi2.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
N67
post Dec 21 2006, 23:50
#19 

Amateur Amateur
2,298


რა ფოტოებია....

კითხვას გულს ვეღარ ვუდებ და თვალი გამირბის smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LEELOO
post Jan 4 2007, 00:00
#20 

Amateur Amateur
5,597


N67,
ხო მეც ეგრე ვარ gavcitldi2.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
vakerman nekerman sekerman
post Jan 29 2007, 03:58
#21 

Amateur Amateur
1,294


მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს,
ალაზნის პირას თეთრად ანთებულს,
კვლავ მოიხილავს,
კვლავ მოიხილავს
ქეთევანისა წმინდა ხატება...
მრავალმოწამე გურჯთა დედოფალს
კალთა სავსე აქვს თეთრი ვარდებით
და დიდებული თვისი ნაბიჯით
ცით
მიწისაკენ მიემართება...
ამობრწყინდება დიდი ნათელი
მარადიული მწუხრის წინაშე...
წითელი ვარდით გზა ეფინება:
ცოდვილიანი ნანობს შირაზი!
მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს,
ალაზნის პირას თეთრად ანთებულს,
კვლავ მოიხილავს,
კვლავ მოიხილავს
ქეთევანისა წმინდა ხატება.

ანა კალანდაძე
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Gakhokia
post Apr 23 2007, 23:51
#22 

Amateur Amateur
10,168


მაგარია ძალიან.მაგარი სურათებია
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
MACHAVARIANI
post Apr 29 2007, 12:08
#23 

Amateur Amateur
2,270


ალავერდთან მიმართებაში თუ რამე დაგჭირდებათ მომმართეთ!!!
მორჩილი ვარ ალავერდში!!!

ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი


[პატარა ზომის ფოტო დადე smile.gif ]

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
MACHAVARIANI
post Apr 29 2007, 12:18
#24 

Amateur Amateur
2,270


[პატარა ზომის ფოტო დადე smile.gif ]

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
HeyGuys
post May 7 2007, 16:22
#25 

NewBie NewBie
68


ნუ Nika-ს სტილი ყოველთვის დახვეწილია B).gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sikvdila
post May 13 2007, 19:20
#26 

Amateur+ Amateur+
4,525


გადაღებულია 05.05.2007
user posted image
Added @
ალავერდის ეზო. გადაღებულია 05.05.2007
user posted image
Added @
ალავერდის გუმბათი და ვერტმფრენი, რომლითაც ჩამოფრინდა მიტროპოლიტი მეუფე დავითი. გადაღებულია 05.05.2007
user posted image
Added @
user posted image

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Zura Kartvelishvili
post Jun 10 2007, 23:17
#27 

Amateur+ Amateur+
2,112


კარგი იყო
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Irakli Khoferia
post Nov 10 2007, 16:10
#28 

Amateur Amateur
1,075


gavcitldi2.gif ალავერდი smile.gif B).gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kikimara
post Nov 11 2007, 19:03
#29 

Amateur Amateur
12,841


საინტერესო იყო გმადლობთ
ფოტოები არაჩვეულებრივია smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
irishka17
post Nov 11 2007, 21:15
#30 

Amateur Amateur
772


ძალიან საინტერესო იყო,მადლობა smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 20th April 2024 - 17:15

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'