რა ადამიანურ ემოციებს იწვევს,თბილი სურათებია. Added @ Vanichkebi,,შენა რა კარგი ბიჭი ხარ ასეთი კარგი ნახატები რომ დაგვათვარიელებინე და ცოტაც დამასევდიანე
დუღილის პროცესშია, იმჰო, ეს პატიოსანი კაცი და ალბათ დაღვინდება ნელ-ნელა. ნამუშევრებსაც დაეტყობა აუცილებლად: ამ წუთას დიდი პერეპადებია კარგ და იაფფასიან ნამუშევრებს შორის.
პ.ს. პორტრეტები გამოსდის საინტერესოდ, თვალები და სახის წყობა..
პ. პ.ს. "ნახმარი ქალის ტუფლები" ანეგდოტად დადის უკვე..
დუღილს რაც შეეხება, ასაკი არაფერ შუაშია. თუ ბავშვობიდან ხატავს, მაშინ კი გასჭიმვია დუღილი.. და ამ შემთხვევაში ცქრიალა ღვინო დადგება.. თევზის და სპილოების ხატვას ალბათ მოეშვება (მთელი თბილისი თევზს ხატავს ყველა ფორმაში, ქვირითიდან დაწყებული და კვტარი თევზით დამთავრებული, გასტრონომიული თუ ღრმად რეგლიგიური დატვირთვებით). ვიმეორებ, ჩემი გემონებისთვის, პორტრეტები აქვს ძალიან საინტერესო.
ლადო თევდორაძე ნამდვილად ძალიან ძლიერი მხატვარია. მის ნახატებში ჩანს სუფთა ადამიანური სისადავე და სიყვარული. მე ცოცხლადაც მინახია მისი ნამუშევრები და მინდა დიდი მადლობა გითხრა vanichkebi, რომ კიდევ მომეცა ამ ნახატების ნახვის შესაძლებლობა.
ვანიჩკები!!! რა კარგი ხარ რომ ასეთი სილამაზე დაგვანახე!
ნაივური მხატვრობის დიდი მოყვარული ვარ! და მინდა გითხრა რომ ეს ნახატები საუკეთესოა იმ ნაშრომთაგან რომლებიც ოდესმე დამითვალიერებია რომელიმე ექსპოზიციაზე!
ასეთი შეწყობილი და ლამაზი ფერები, პერსონაჟების სახეები და კეთილი გარემო ძალიან დიდ დადებით ემოციას გადმოსცემს!
თუ კი იცნობ ავტორს გთხოვ გადასცე ჩემი აღფრთოვანება!
და იქნებ გამართოს კოლექციის გამოფენა რომელიმე გალერეაში! კარგი იქნებოდა...