BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ეს ყველამ უნდა იცოდეს, რატომ არ უმდა მოვიპაროთ სხვისი ნამუშევარი

| |
Nino Tabutsadze
post Jan 17 2006, 12:54
#1 

Amateur+ Amateur+
5,922


ამ თემაში დაიდება გამარტივებული სახით ამონაწერები კანონმდებლობიდან საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, რაც ალბათ საინტერესეო უნდა იყოს ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადამიანებისათვის....

ჯერჯერობით სამუშაო ვარიანტი, გთხოვთ იხილოთ და რაც კითხვები გაგიჩნდებათ, აქვე ჩამოწეროთ... ამ კითხვების საფუძველზე უნდა მომზადდეს ასევე მოკლე სტატია-ინსტრუქცია შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაციის საფუძველზე.......

ყველა Fოტოს თავისი ავტორი ჰყავს, რომელსაც აქვს კანონით დადგენილი საავტორო უფლება - Fოტო მისია და რასაც უნდა იმას იზამს. რატომ არ უნდა მოვიპაროთ სხვისი Fოტო, რატომ უნდა ვიყოთ ტაქტიანი პიროვნების და მისი ნამუშევრის მიმართ, ამაზეა საუბარი ამ კანონში. აქ ისიც წერია, რა გელით, თუ კარგად არ მოიქცევით biggrin.gif აქ დავწერ შემოკლებულ ვარიანტს, ამოვკრიბე კანონის ის ნაწილები, რომლის ცოდნაც აუცილებელია, ვისაც სურს სრულ ვარიანტს გაეცნოს, აქ ნახეთ http://www.parliament.ge/index.php?lang_id...=det&kan_id=205

კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
კანონის მიზანი\
ამ კანონის მიზანია, დაიცვას ნაწარმოების ავტორის პირადი და ქონებრივი უფლებები, რომლებიც მას აქვს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, იგივე საავტორო უფლებები.
საავტორო უფლების ობიექტები
1. საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს
2. საავტორო უფლება ვრცელდება როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებზე
3. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, სისტემებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე...
საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში
ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს შეუძლია ის გადასცეს მის მიერ განსაზღვრულ პირს საავტორო ხელშეკრულების საფუძველზე. საავტორო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: ნაწარმოების ზუსტ აღწერას, ნაწარმოების გამოყენების სახეს…
ი) ფოტოგრაფიული ნაწარმოები ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნაწარმოები. აუდიოვიზუალური ნაწარმოების ცალკეული გამოსახულება არ ითვლება ფოტოგრაფიულ ნაწარმოებად;საავტორო უფლების წარმოშობა
საავტორო უფლება ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან.
ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებებია – აღიარონ ნაწარმოების ავტორად, დაიცვან მისი ავტორიტეტი, დაიცვან ნაწარმოების ხელშეუხებლობა
დაშვებულია გამოქვეყნებული ნაწარმოების გამოყენება მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე.
დაშვებულია ნაწარმოების გამრავლება ავტორის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე ბიბლიოთეკების და არქივების მიერ, ასევე სასწავლო მიზნებისათვის
საავტორო უფლებათა დარღვევა
ამ კანონით გათვალისწინებულ საავტორო უფლებათა დარღვევა იწვევს სამოქალაქო, სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - დაგაჯარიმებენ ან დაგიჭერენ biggrin.gif
საავტორო უფლებათა დაცვა
საავტორო უფლებათა მფლობელებს უფლება აქვთ მოითხოვონ დამრღვევისაგან:
გ) ზიანის ანაზღაურება
ე) კომპენსაციის გადახდა
Added @
ამ კანონში წერია, რომ ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი პროFფესიისა და სხვა ნიშნისა, კულტურის სფეროში მოღვაწეობის უფლება აქვს. აქვე დაახლოებით აღწერილია ის, რასაც "ბოკე" აკეთებს.
სრული ვარიანტი http://www.parliament.ge/index.php?lang_id...t=det&kan_id=95

საქართველოს კანონი კულტურის შესახებ
საქართველოს კანონი "კულტურის შესახებ" ხაზს უსვამს კულტურის მნიშვნელობას პიროვნების აღზრდასა და განვითარებაში, თითოეული მოქალაქის და მთელი საზოგადოების ზნეობრივ სრულყოფასა და ჰუმანიზაციაში.
კულტურული მოღვაწეობის პრინციპებია:
ა) შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და სრული დამოუკიდებლობა;
გ) ინტელექტუალური საკუთრების დაცვა;
ე) კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ხელმისაწვდომობა და საჯაროობა;
საქართველოში კულტურული მოღვაწეობა არის ადამიანის შეუვალი უფლება. საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან კულტურულ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგები თავად შემოქმედის საკუთრებაა.
ყოველ ადამიანს აქვს ნებისმიერი სახის შემოქმედებითი მოღვაწეობის უფლება თავისი ინტერესებისა და უნარის შესაბამისად. ყოველ ადამიანს აქვს კულტურული და მხატვრულ-ესთეტიკური ორიენტაციის თავისუფლად არჩევის უფლება.
დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს, აღვივებს ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, პროპაგანდას უწევს ძალადობას და პორნოგრაფიას.
კულტურის სფეროში ორგანიზაციის და გაერთიანებისა შექმნის უფლება
1. საქართველოში ნებადართულია კულტურის ყოველგვარი სტატუსის დაწესებულების საქმიანობა, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
3. კულტურის სფეროში ასოციაცია, შემოქმედებითი კავშირი და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანება იქმნება კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის განხორციელების მიზნით.

საქართველოს კანონი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

ამ კანონის ძირითადი მიზანია დაიცვას პიროვნების ინტელექტუალური საკუთრება ანუ ნაწაროები, ნამუშევარი გაყალბებისა და უკანონოდ გავრცელებისაგან. კანონის შესაბამისად, მკაცრად ისჯება ნაწარმოების უნებართვო გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე, არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და კონტრაFაქციის (ნაწრმოების ყალბი ეგზემპლიარების) შექმნა (კანონით ისჯება სხვის Fოტოზე ჩატარებული copy-paste ოპერაციაც biggrin.gif )http://www.parliament.ge/index.php?lang_id...=det&kan_id=213

Fოტოკლუბი "ბოკე" შემოქმედებითი გაერთიანებაა. ეს კანონი შეგიქმნით წარმოდგენას კლუბის საქმიანობის და მიზნის შესახებ, ასევე შიგ წერია ის წესები, რომლებიც მისმა წევრებმა უნდა გაითვალისწინონ. ამ კანონის თანახმად, წესდების დარღვევა ეგრევე ისჯება გარიცხვით, ჩვენთან კიდევ ბანამდე ვორნებია!!!
სრული ვარიანტიhttp://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=196

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

სახელმწიფო ხელს უწყობს საქართველოში კულტურის სფეროს მოღვაწეთა პროფესიულ-შემოქმედებითი გაერთიანებების საქმიანობას, რომელთა მიზანია ლიტერატურისა და ხელოვნების ამა თუ იმ დარგის განვითარება. კანონის რეგულირების საგანი
ეს კანონი ადგენს შემოქმედი პირისა და შემოქმედებითი კავშირის სამართლებრივ სტატუსს, აგრეთვე კავშირის შექმნის, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს.
შემოქმედებითი კავშირი თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით.
შემოქმედებით კავშირში შემოქმედი პირის გაწევრიანება
შემოქმედებით კავშირში შეიძლება გაწევრიანდეს პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია ნაწარმოები, რომeლიც უპასუხეs ამ კანონითა და კავშირის წესდებით დადგენილ მოთხოვნებს.
შემოქმედებით კავშირში გაწევრიანების პირობები და წესი, აგრეთვე კავშირიდან ნებაყოფლობითი გასვლისა და გარიცხვის წესი განისაზღვრება კავშირის წესდებით.
შემოქმედებითი კავშირის წევრის უფლებები და მოვალეობანი
შემოქმედებითი კავშირის წევრს უფლება აქვს კავშირის სახელით იმოქმედოს შესაბამისი მინდობილობით და გააკეთოს განცხადება მისთვის წესდებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
შემოქმედებითი კავშირის წევრის მოვალეობაა ამ კანონისა და შემოქმედებითი კავშირის წესდებით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.
შემოქმედებითი კავშირის საქმიანობა და მისი ძირითადი უფლებები
1. შემოქმედებითი კავშირი კულტურის განვითარების მიზნით, თავისი წესდების შესაბამისად, ეწევა საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
2. შემოქმედებით კავშირს უფლება აქვს:
ბ) გაავრცელოს ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ;
გ) შექმნას მასობრივი ინფორმაციის საკუთარი საშუალებები;
შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე
შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე არის ხელმძღვანელი პირი, რომელიც წარმართავს კავშირისა და მისი გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, პასუხისმგებელია გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე.


სულ ეს არის biggrin.gif smile_116.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Jan 17 2006, 17:58
#2 
Unregistered





წავშალე პოსტები და პირველი პოსტის ტექსტიც შევცვალე, რადგან პირველი პოსტის წაშლა არ შეიძლებოდა.
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Tabutsadze
post Jan 17 2006, 22:43
#3 

Amateur+ Amateur+
5,922


გმადლობ, ეკატერინე,
ისე ოტ ი დო გაგიწმენდია biggrin.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Shota Megrelishvili
post Jan 18 2006, 09:29
#4 
Club Founder

Photographer Photographer
7,124


ტაკ, წავიკითხე, თითქოს კითხვები არ მაქვს, ეხლა ამას რა უნდა ვუყოთ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Tabutsadze
post Jan 18 2006, 17:53
#5 

Amateur+ Amateur+
5,922


რავიცი აბა, რაც გინდათ ის უყავით, თუ საჭიროა იურისტები მიხედავენ უკვე თუ არა და მოასპეთ smile_116.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Jan 18 2006, 18:21
#6 
Unregistered





Shota Megrelishvili,
QUOTE
ტაკ, წავიკითხე, თითქოს კითხვები არ მაქვს, ეხლა ამას რა უნდა ვუყოთ?

მაიცა, ჯერ არაფერი, მე მაინც მოვიფიქრებ კითხვებს და გავაკეთებს იმ სტატიას, რამდენიმე დღე მაცადეთ ოღონდაც, სამსახურის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებითsmile.gif
Added @
და მერე გადავიტანოთ ფოტოგრაფიულ ფლეიმში ან პლაგიატის საწინააღმდეგო განყოფილებაში მიმაგრებული თემის სახით.
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Tabutsadze
post Mar 17 2006, 15:00
#7 

Amateur+ Amateur+
5,922


2 დღეა იპარავენ და იპარავენ სურათებს, მოდექით ეხლა იურისტები და დაამთავრეთ ეს ამბავი smile_038.gif

biggrin.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Mar 17 2006, 18:31
#8 
Unregistered





მითითება იმ კანონზე, რომელიც პარლამენტის საიტზე დევს, არ იქნება მართებული, რადგან ცვლილებები პარლამენტის საიტზე განთავსებულ კანონებში შეტანილი არ არის, ცალკე დევს პირველად ვარიანტ, და ცალკე ცვლილებები sad.gif
მე კიდევ ვერ მოვიცალე ამდენ ხანს, რომ ეს ყველაფერი ბოლო ვარიანტს გადავადარო sad.gif
Added @
პრინციპში იმდენი ცვლილება არაა რომ არსებითი იყოს, მაგრამ მაინც....

თან უფრო მარტივად მინდოდა ჩამომეყალიბებინა კითხვა-პასუხის სახით. unsure.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Mar 17 2006, 18:40
#9 
Club Founder

Administration Administration
8,485


e.k.a.t.e.r.i.n.a,
თქვენი სამინისტროს საიტზე მგონი არის ცვლილებებიანად მარა საძიებო სისტემა უბრალოდ კოშმარულია მანდ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
vakerman nekerman sekerman
post Dec 25 2008, 11:15
#10 

Amateur Amateur
1,294


ეს კი კარგია მაგრამ ჩვენთან ფაქტიურად არ არსებობს ამისი კონტროლის მექანიზმი. აი მე მაგალითად ავიღე ვინმეს ფოტო მაგალითად მეიერჰლდის(თავს ნუ დაიღლით მოგონებით ასეთი ფოტოგრაფი არ არსებობს) ხოდა ჯერ ეს ფერადი ფოტო გავაშავთეთრე, მერე ავიღე და სეპია დავადე მერე ცოტა მოვჭერი მერე რევერსი გავუკეთე მერე ავდექი და რაღაც ისეთი ობიექტები ჩავამატე რაც ადრე არ იყო მერე ფერი დავამუქე. აი მერე მოდის მეიერჰოლდი და თავის ფოტოს თვითონვე ვერ ცნობს ამ დროს რა ხდება ? DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Tabutsadze
post Dec 25 2008, 13:36
#11 

Amateur+ Amateur+
5,922


მეიერხოლდი ვერაფრით ვერ მოვა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 20th April 2024 - 02:13

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'