ჩემგან ძალიან მაგარ ისტორიას მიიღებს საჩუქრად ჩემს კლასელ სალომეზე გეოგრაფიის გაკვეთილზე და მიჩურინის ვაშლის როლზე აფრიკის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაში
ესიგი ჩვენ კლასში სულ ვიყავით 6-ნი აქედან 5 ბიჭი ვიყავით და ერთი გოგო სახელად სალომე: ) ბიჭები ვიყავით კლასის მამოძრავებელი ძალა ნებისმიერ საგანში. ჩვენ იმდენად ენერგიულები და ყველაფრის მცოდნეები ვიყავით რომ სალომე ვეღარ ახდენდა კლასში თავისი ცოდნის რეალიზებას, ხოდა ერთ მშვენიერ დღეს მოიწვიეს კრება იმის თაობაზე რომ ეს ზე აქტიურ ბიჭები ვჩაგრავდით ჩვენს ერთადერთ ავალა დიდებას სალომეს. ნუ ჩვენ დავიტუქსეთ მაგრამ ეს მხოლოდ გვაძლევდა იმის საბაბს რომ სალომე უფრო დაგვეცინა საჯაროდ. ხომ იცი მე-7 კლასში როგორ ჩქებს შენში სისხლი და ყველა პრობლემა მოგვარებადი გგონია... დადგა ორშაბათი დღე მოვიდა სალომეს დრო. მას უნდა გამოეჩინა თავისი თავი. ასე ვთქვათ ჩვენს მიმართ უდიდესი აგრესია ჰქონდა იმის და გამო რომ მასზე ჭკვიანები ვიაყვით და მას დავცინოდით სულ მუდამ მარადჟამს. ხოდა გამოიძახა გეოგრაფიის მასწავლებელმა ლიამ ჩვენი სალომე დაფასთან ლიაც ძალიან უცნაური ქალი იყო ძალიან აქტიური მსუქანი დიდი უზარმაზარი და სულ ოფლი სდიოდა სულ ცხელოდა და რვეულს იფრიალებდა: )) მთელი გაკვეთილი იმაზე გვეჩხუბებოდა რომ კლასში არ არის კონდიციონერი: )) ლიას ვერ ვიტანდით მაგრამ გეოგრაფია ყველას გვიყვარდა: ))
სალომეს უნდა მოეყოლა უბრალოდ აფრიკის კონტინენტზე. უნდა წაეკითხა ორ გვერდიანი მასალა და შემდგომ მოეყოლა. მასწავლებელი დაუსვამდა კითხვებს და სალომეც მოყვებოდა კითხვა პირველი და უკანასკნელი სალომეს მისამართით სერიოზულად დასმული რა მოჰყავთ აფრიკაში?
ამ დროს ჩვენ ვხედავთ სალომეს სახეზე ისეთ მიმიკას რაც მე ცხოვრებაში პირველად ვნახე. ნუ გაგონილი მქონდა რომ ასეთი მიმიკის მიღება შეუძლიათ ტიბეტელ ბერებს. მოგეხსენებათ ან გაგონილი მაინც გექნებათ რომ ტიბეტელ ბერს შეუძლია 2 წელი არ ჭამოს წყალი არ დალიოს და კუჭში არ გავიდეს. ამბობენ რომ ამას ახერხებენ იმით რომ შეუLძიათ ამ დროის განმავლობაში საერთოდ არაფერზე იფიქრონ, საერთოოდ არაფერზეა აქ საუბარი რაც ძალიან რთულია.
აი ეს მიმიკა ამოვიკითხე მე სალომეს სახეზე რომ ის ამ წუთში ვერ ახდენდა კონცეტრაციას იმაზე რომ ეფიქრა თუ რა მოჰყავთ აფრიკაში. ამ დროს ლიამ რვეული ისე ცხარედ შემოარტყა სახეზე რომ უცბად დაიკივლა სალომემ, აფრიკაშიი მოყააავთ ბანანი, ბატატი, ბანანიი მოყავთ ბატატი მოყავთ, ბატატი, ბანანი. სვათაშორის ბატატი ძალიან გემრიელი ხილია, აფრიკულ კართოფილს ეძახიან წითელია და ტკბილი მოხარშვის და შეწვის გარეშე მიირთმევ...
ხოდა აგრძელებს ასე სალომე ბანანი, ბატატი...
ამ დროს ჩემმა კლასელმა ლევანმა უთხრა ისე მე-9 კლასში რომ გავიგეთ ლევანი თურმე ოსი რომ ყოფილა ძალიან გაგვიკვირდა მაგრამ ნუ ეს ცალკე ისტორია .... ხოდა უთხრა ლევანმა მიჩურინის ვაშლიო, ვაშლი მიჩურინისო...
ნუ ჩვენს მეტი რა გვინდოდა ვახახახა უხუხუხ მთელი სიცილები და იდიოტობები.... და ამასობაში გამწარებულმა სალომემ რომ მისი გაკვეთილის ჩაბარება კიდევ ერთი დაცინვის საგანი გახდა ჩვენთვის იჩივლა მასწავლებელთან უსამართლობისთვის
მასწავლებელოო აფრიკაში ვაშლიც მოყააავთ?!
ხოდა ასეთია ისტორია სალომეზე, მიჩურინის ვაშლსა და აფრიკის სოფლის მეორნოებაზე: )
ხმაც ძალიან დამახასიათებელი ჰქონდა სალომეს : ))) ნამდვილი დებილი იყო.