Sopho Nadareishvili
ატვირთულია: Mar 25 2007, 22:38
ეს ფოტო არაა მხატვრული ფოტო და შეგიძლიათ არ შეაფასოთ. ამ ფოტოს სხვა დანიშნულება აქვს. დუშეთის რაიონში, არაგვის ხეობაში, ანანურთან ახლოს ბევრი იქნებით ნამყოფი ჟინვალის ჰესზე. ეს ჰესი რომ აეგოთ რამდენიმე სოფლის გადასახლება მოუწიათ. დაანგრიეს სახლები (ნაწილობრივ), გადაიტანეს სასაფლაოები, მაგრამ კომუნისტების დროს ეკლესიაზე არავინ იზრუნებდა, ამიტომ ეს ძველისძველი ღვთისმშობლის სახელობის ბაზილიკა დარჩა იმ ტერიტორიაზე რომელიც უნდა დატბორილიყო.იმის მერე არის წყალში და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდება როცა ჰესში წყლის დონე საგრძნობლად იკლებს. ამ დონეზე წყლის დაწევა კი ძალიან იშვიათი შემთხვევაა. რომ არ მოგატყუოთ 25 წლის მანძილზე რაც ანანურში დავდივარ, პირველად ვნახე ეს ეკლესია.
Exif:
Canon Canon EOS 20D
1/1000s f/5.6 at Focal Length: 80mm ISO100
Metering Mode: (5) Matrix
Exposure Bias: [-0.7EV] · Flash: No
Software: Adobe Photoshop CS2 Windows
ეს ფოტო არაა მხატვრული ფოტო და შეგიძლიათ არ შეაფასოთ. ამ ფოტოს სხვა დანიშნულება აქვს. დუშეთის რაიონში, არაგვის ხეობაში, ანანურთან ახლოს ბევრი იქნებით ნამყოფი ჟინვალის ჰესზე. ეს ჰესი რომ აეგოთ რამდენიმე სოფლის გადასახლება მოუწიათ. დაანგრიეს სახლები (ნაწილობრივ), გადაიტანეს სასაფლაოები, მაგრამ კომუნისტების დროს ეკლესიაზე არავინ იზრუნებდა, ამიტომ ეს ძველისძველი ღვთისმშობლის სახელობის ბაზილიკა დარჩა იმ ტერიტორიაზე რომელიც უნდა დატბორილიყო.იმის მერე არის წყალში და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდება როცა ჰესში წყლის დონე საგრძნობლად იკლებს. ამ დონეზე წყლის დაწევა კი ძალიან იშვიათი შემთხვევაა. რომ არ მოგატყუოთ 25 წლის მანძილზე რაც ანანურში დავდივარ, პირველად ვნახე ეს ეკლესია.
მეც ვნახე ეს ეკლესია იმ დღეს. უფრო ღრმად არის კიდევ სოფლის ნანგრევებიო და რავი მეგობრები ამ ბაზილიკასთან ჩასვლასაც აპირებდნენ, ხომ არ ყოფილხარ, სოფ? თუ გზიდან გადაიღე უბრალოდ?
keto სოფელი ჰესის ფსკერზეა,სულ რომც დაცალონ ჰესი მაინც არ გამოცნდება, სილით იქნება უკვე დაფარული.არადა ძალიან ლამაზი სოფელი იყო. ეკლესიასთან ვერ მივედი, ნივით არ ვიყავი, მეორე ნაპირზე დანგრეულია გზა და მანდ სხვა მანქანით ვერ მივალ.
მეც სულ დავდივარ ჟინვალის გავლით (ფშავში, 20 წელია) და მეც არ მინახავს არაფერი ესეთი (1 კვირის წინანდელს თუ არ ჩავთვლით )...
P.S. ჟინვალი ერთერთი ყველაზე დიდი დასახლება იყო ამ მხარეებში. ჟინვალი ეხლაც არსებობს მაგრამ პატარა დასახლებაა (უკვე), წყალსაცავიდან 1,2 კმ -ში... წყალსაცამვა სერიოზულად იმოქმედა ფშავ-ხევსურეთის კლიმატზე და სეისმურად აქტიური ზონა გახადა (ძირითადად მეწყერებია ხშირი)... :P