ჰოდა, მიშამ გამომიწვია გიორგაძემ და რაღაცნაირად გული ამიჩუყდა აქ რომ შემოვედი : ))
რაც კარგი იყო, კარგი იყო!! არა ისე ვაღიარებ, გულის სიღრმეში სულ მინდოდა amateur + ვყოფილიყავი! არა კაცმა რომ თქვას, რა დავაკელი ბოკეს? : )))) ასე ამდენი წლის მერე, ამოვთქვი ჩემი წუხილი, შენ გაიხარე მიშა რომ მომეცი საშუალება! : )))))
და მერე ვინ გიშლით (ან რა) რომ შემოიხედოთ ხოლმე და კიდევ უფრო იშვიათად რომ დადოთ ხოლმე თითოოროლა ნამუშევარი არ იქნება ურიგო, თორემ ძნელია ფაქტიურად მარტო იყო საიტზე (ხააანდახან ერთად 2-3 კაცი ვართ ხოლმე). ამ ახალ წელს კი სრულიად მარტო ვიყავი აქ... მაგრამ მაინც ვიყავი ახალგაზრდები ხართ ... მოდით... გააცოცხლეთ ეგ თქვენი (ჩვენი) საყვარელი "ბებერი" ბოკეს საიტი....
ისევ გააღვიძეთ და გაახალისეთ... ამით არაფერს არ დაკარგავთ, თუ პირიქით არ დაიბრუნებთ და ახალსაც არ შეიძენთ და შესძენთ "ბოკეს"
ძალიან ამაღლებულ ტონალობაში გამომივიდა წერილი, მაგრამ 4-5 ძველნი ვცდილობთ რომ არ დავტოვოთ (მივატოვოთ) "ჩვენი" საიტი... ამასობაში 3-4 ახალნიც შემოგვიერთნენ... მაგრამ ეს საკმარი არაა... ... და რომ იყოს საკმარი.... თქვენც აქაურობას მონატრებულები გამოჩნდით.... თუ არ იღებთ გადაიღეთ... იაქტიურეთ და გააცოცხლეთ ერთ დროს საყვარელი საიტი - მერე რა რომ ჩვენი მომხედავი ბევრი არ არის (ისევე როგორც ჩვენც არა ვართ ბევრნი)... მაგრამ თუ არ დაიწყეთ - არაფერი არ მოხდება.... ისევე როგორც თავიდან რომ დაიწყო ბოკე ბევრს ხელში აპარატიც არ სჭერია, მაგრამ მერე უძლიერეს კადრებს იღებდნენ, აქვეყნებდნენ და იყო განხილვა... უდიც ბევრი იყო... მაგრამ კარგზე უნდა ვიფიქროთ... ცუდი კი წარსულს მივაბაროთ...