BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Add Poll   
> ბათუმი
იხილეს: 746 · კომენტარი: 10

Author asks for Critics!
  · ·
Shav-tetri varianti    Ar eteva ekranze? Daachire aq    Sarke: Horizontaluri shemobruneba    Sarke: Vertikaluri shemobruneba    Oqros kvetis bade    Kadrirebis instrumenti

gallery_10339_41_1411237818.jpg


1 წევრმა შეაფასა ნაშრომი

Total Score:მხატვრულობატექნიკა
ჯამური ქულა: 0.620.620.62
 
გაითვალისწინეთ: ავტორი ითხოვს კრიტიკას!

> Comments for this image
Amateur Maxo



smile.gif
NewBie cyMujahedin



მაინტერესებს პროფესიონალების აზრი. რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად?

ეხლა ვხვდები, რომ მგრძნობიარობა 200-მდე უნდა ამეწია. შტატივის გარეშე ვიღებდი და 1/60 ექსპოზიცია 75 მმ-ზე ნამეტანი ბევრია.

სხვა?
Amateur Sopo Pkhakadze



ISO-ს აწევას, დიაფრაგმა გაგეხსნა ოდნავ და 1/60ით გადაღებას აიცილებდი თავიდან f-5,6 და სიჩქარე 1/125ით შტატივი არ დაგჭირდება მგონი )

და ლინზა გაქვს გასაწმენდი, პატარა ლაქებს და მტვრის ნაწილაკს ვხედავ ფოტოზე ..
NewBie cyMujahedin



@სოფო
მადლობა კომენტარისთვის.
ლინზა სუფთაა. სენსორზეა მტვერი. :-)
1/125 სიჩქარე ნამდვილად ეყოფოდა, მაგრამ 5,6 დიაფრაგმა? მინდოდა ყველაფერი მკვეთრი ყოფილიყო. ფიქრობ საკმარისი იქნებოდა?
Amateur Sopo Pkhakadze



[QUOTE] ლინზა სუფთაა. სენსორზეა მტვერი. :-)
[/QUOTE]
გასაგებია smile.gif

[QUOTE] 1/125 სიჩქარე ნამდვილად ეყოფოდა, მაგრამ 5,6 დიაფრაგმა? მინდოდა ყველაფერი მკვეთრი ყოფილიყო. ფიქრობ საკმარისი იქნებოდა?
[/QUOTE]
აქ მგონი არჩევანი უნდა გააკეთო მეტი ხმაური გქონდეს თუ მეტი სიმკვეთრე .. კამერა ციფრულია, ამიტომ სხვა დროს ალბათ ჯობია გადაიღო ორი ფოტო ერთი f-8.0 ISO 200 სიჩქარე 1/125 და მეორე f-5.6 ISO 100 სიჩქარე 1/125 და შეადარო რომელი გირჩევნია smile.gif
ისე მე მგონი 5.6იც საკმარისი იქნებოდა smile.gif


Amateur+ B13



სიჩქარე მაღალი უნდა იყოს! როცა პეიზაშს იღებ უშტატივოთ. დიაფრაგმა 10 ზევით ასწორებს მაგ დროს...
Amateur Maxo



თქვენი აპარატის შემთხვევაში ე.წ. "ხმაური" საშიში არაა, ასე რომ თავისუფლად შეგიძლია ისეთი მგრძნობელობა დააყენო, რომელიც საშუალებას მოგცემს როდ დიაფრაგმა გქონდეს 8 და მეტი და შათერი 200-250.

აი მაშინ ხარისხი ბევრად მაღალი იქნება.

რაც შეეხება ხმაურს - 6 მეგაბაიტის სიდიდის ფაილიდან 200 კილობაიტის სიდიდემდე შემცირებისას ხმაური მაინც იზრდება შენგან დამოუკიდებლად. ამიტომ ეგ თემა დააიგნორე.

მთავარია კადრი, ფერი, ფოკუსის სიმკვეთრე და ა.შ. ...

smile.gif
NewBie cyMujahedin



დიდი მადლობა რჩევებისთვის.

@სოფო
რამოდენიმე სურათის გადაღება კარგი იდეაა. შემდეგში გავითვალისწინებ.

@B13
მაღალი სიჩქარე კარგია. დიაფრაგმა 10-ზე მეტიც ასწორებს. თან ხმაურიც არ გინდა იყოს. თუ არაფერს მოაკელი, გრჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი: ილოცო, ღმერთმა გაგინათოს კადრი. :-)

@Maxo
ISO 200-ზე გადაღება მიცდია. ხმაური არ ემჩნევა. შენ რასაც წერ, მინ. 400-ზე უნდა ამეწია. მერე უნდა ვნახო, სანამდე შეიძლება აწევა. ერთხელ 1200-ზე მეყენა. დამავიწყდა რომ დავაყენე და ისე ვიღებდი. ის სურათები წავშალე. მობილურს უკეთესი ხარისხი ჰქონდა.
თან მარტო აქ დასადებად ხომ არ მინდა?
Amateur Sopo Pkhakadze



ე.ი. ფირის შემთხვევაში ცოტა სხვანაირად ხდება(ფირით ვიღებ მე), პეიზაჟების გადაღება მაქსიმუმ 100იანი მგრძნობელობით მირჩევნია, და თუ ბევრ ცას და ღრუბლებს ვუღებ, უკვე 200 ისოზე მიხმაურიანდება ზედა ნაწილი .. მაგრამ დაბალი სიჩქარით გადაღება უშტატივოდ არაა პრობლემა, მგონი იმის ბრალია რომ კამერაა მძიმე და ადვილია ხელისგაუნძრევლად გადაღება..

ისე შეიძლება ეს გამოგადგეთ http://www.instructables.com/id/String-Tripod/ ))

smile.gif
NewBie cyMujahedin



@სოფო
შენ ალბათ 50მმ-იანი ობიექტივით იღებ პეიზაჟებს. აქ 1/30-მდე შეგიძლია ხელში გეჭიროს. 75მმ-ზე ცოტა უფრო მაღალი სიჩქარე გინდა. თან ამ შემთხვევაში ნავები მოძრაობდნენ, ტალღები იყო...

თოკის შტატივი გამიგია, მაგრამ მაინც ნორმალური სამფეხა მირჩევნია.

აქამდე მეც ფირით ვიღებდი. ციფრული ცოტა ხნის წინ შევიძინე. ბოლო დროს Kodak Ektar 100-ზე. ძალიან კარგი ფირია.

ერთი კითხვა გამიჩნდა. ამ ფორუმზე თქვენობით ლაპარაკია მიღებული?

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 19th April 2024 - 10:55

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'