ალბათ დამეთანხმები რომ შარავანდედიანი სახლები არ არსებობს ბუნებაში და ეს პერეშარპის შედეგია ძირითადად.. შარპი მართლაც ზალიან ძალიან ბევრი აქვს ამ ფოტოს.. ამონათებისგან სახლის კედელია გადამწვარი და ფატირა არ იკითხება! აქ ხეებს ფაქტურა საერთოდ არ ჩანს და რარაც ერთეფრი მასაა მირებული!!
კადრი ძალიან ლამაზია და დაუმუშავებელი ოდნავი მონათებით რომ დაგედო გაცილებიტ უკეთესი იქნებოდა, ან ვინმესთვის გეთხოვა არავინ გეტყოდა უარს
რაც შეეხება კრიტიკის ვერ ატანას: არაფეი არ არის იმაში ცუდი თუ ვინმე გეტყვის რა არის ცუდი და არის კარგი... მე რაზეც მიმიცვდება გონება და ცოდნა იმას გეტყვი და სხვას ვისაც მეტი გაეგება თუ გაუჩნდება ამის სურვილი ისიც გეტყვის, მაგრამ ამას აზრი არ ექება თუ სენ თვითონ არ გინდა არაფრის გაგონება და იდეალური გგონია ყველაფერი..
არა ნუ მე კრიტიკის ატანა არ შემიძლია თურმე აბა კრიტიკა სად იყო აქამდე?
ახლა შარპენს რაც შეეხება, ფოტოს გაშავტეთრება არ არის თურმე ცუდი საქმე და ფოტოს განგებ ისე დამუშავება რომ ცოტათი არარეალური გამოჩნდეს, თურმე დიდი ცოდვა ყოფილა.
სახლის კედლები სადააა გადამწვარი მე ვერ შევამჩნიე, როგორი კედლებიც არის ისეთი ჩანს ამ ფოტოზეც.
ხეების ფაქტურას რაც შეეხება ეგ შენიშვნა მე კი არა ამ საიტის პროგრამულ უზრუნველყოფას ეკუთვნის, რომელიც დიდი რეზოლუციის ფოტოებს ვერ იტანს და კიდევ ჩატვირთვის დროს ფოტოს ხარისხს აფუჭებს.
გამოხმაურება ბოლოს ჩაასწორა Ostati: Dec 12 2008, 23:05