1) კონკურსანტებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა საკონკურსო თავისი, ან სხვისი ფოტოების შეფასებაში. 2) არც კონკურსანტმა, არც შემფასებელმა და არც კომენტარის ავტორმა არ უნდა გამოავლინონ ფოტოების ავტორი ვინაობა კომენტარების საშუალებით 3) ფოტოების კომენტარებში შეფასების ქულების რამენაირი დაწერა სასტიკად აკრძალულია!!! -------------------------------------- ამ წესების დარღვევის შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს და მისი ექაუნთი დაიბლოკება 1 თვით, ხოლო ფოტო მოიხსნება კონკურსიდან
რა ვქნა ბევრი რაღაცა არ მომწონს ამ ფოტოში, წაქცეული და გაბლარული ტაუერი მაგალითად, მარა მსიამოვნებს რო უყურებ ძაან ის გემი მაინც იყოს მარჯვნივ კადრში არადა ეს შლაპა საკაიფო რამეა აი.
საინტერესო კადრია! თუმცა უკანა ფონი ჩავარდნილია.. უფრო მეტი სიმკვეთრე მოუხდებოდა.. ქუდი უხდება ფოტოს, მაგრამ თითქოს მერეა დამატებული (თუმცა ეს ცუდს არ ნიშნავს), რადგან ფონთან შედარებით მეტად განათებულია და მის გარშემო არაფერი არ არის განათებული და ქუდიც ცოტა ზედმეტი ჩანს ისე ორიგინალურად არის მოფიქრებული, მომეწონა) წარმატებები!!
მომწონს, სახასიათოა და მხიარული, უცნაური ფერია, მდიდარი, კონტრ-განათებაც საინტერესოა, ცოტა უცნაური გეომეტრიაა, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მომწონს Fოტო პანორამის ტექნიკას ნორმალურად შევაფასებდი, მარჯვენა მხარეს არის რაღაც ხარვეზები ავტორს ვუსურვებ წარმატებას
უკანა პლანზე ობიექტები არამკვეთრია. ქუდს მოძრაობის ეფეტი აკლია. ქუდზე ბევრი უმუშავით :-) ესეც ვერ გავარკვიე ფერთა მდიდარ პალიტრას ვერ ვხედავ, არის ცივი პასტელის ვარიაციები. უკანა პლანის დეტალირება ძალან დაბალია, ისევე როგორც წყლის.